"ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს აკრძალული აქვს განვითარება" - ექსპერტი ნოდარ კაპანაძე
ერთადერთი ხელმოწერილი დოკუმენტი, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც მთლიანად ეძღვნება იმას, რომ ეს იცავს ევროკავშირის კაროლინგური ბირთვის ქვეყნების ინტერესებს. საქართველოს, ამ ხელშეკრულების თანახმად, პრაქტიკულად აკრძალული აქვს განვითარება - ამის შესახებ, "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დებატები" ექსპერტმა ნოდარ კაპანაძემ ისაუბრა:
"ერთადერთი ხელმოწერილი დოკუმენტი, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც მთლიანად ეძღვნება იმას, რომ ეს იცავს ევროკავშირის კაროლინგური ბირთვის ქვეყნების ინტერესებს. საქართველოს, ამ ხელშეკრულების თანახმად, პრაქტიკულად აკრძალული აქვს განვითარება. ანუ, თუკი ეს ხელშეკრულება წევრობაში გადაიზარდა, საქართველოს აკრძალული აქვს განვითარება. ამას ეძღვნება მუხლი 78-დან 82-მდე რომელიც საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის უპირატესი ხელშეწყობის პირობების რეგულაციებს ეძღვნება და ასევე, აქ არის მრავალი ასეთი ნაღმი, რომლებიც ჩაწყობილია სხვადასხვა ადგილზე. მაგალითად, ერთ-ერთ პატარა უწყინარ ჩანაწერს შეგახსენებთ მუხლი 292 პუნქტი B - წაახალისებენ ტრანსპორტის ეფექტიან და უსაფრთხო მუშაობას და ასევე, სატრანსპორტო სისტემების ინტერმოდალურობას და ურთიერთ თავსებადობას. ხომ უწყინარი ტექსტია? - თუ ეს საავტომობილო და საჰაერო ტრანსპორტში გასაგები რამ არის, მაგალითად რკინიგზაში ჩვენი ლიანდაგი 15 სანტიმეტრით განიერია ევროპულ ლიანდაგზე და როგორ გავაკეთოთ ეს თავსებადობა? ამაზე ჩანაწერი არსებობდა, 2017 წლის ივნისზე, ახლა აღარ იძებნება ეს მოთხოვნა, თუმცა რატომ გვაქვს გარანტია, რომ ეს მოთხოვნა ოდესმე არ დადგება. შესაბამისად, დაახლოებით 1700 კილომეტრამდე რკინიგზის სიგრძეა საქართველოში, რომლის 15 სანტიმეტრით ვიწრო ლიანდაგზე გადაკეთებას სჭირდება 2 მილიარდი ევრო, რომელსაც არავინ საჩუქრად არ მოგცემს.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის განვითარებას, ამ რეგულაციებით ფიტოსანიტარიული ნორმები, რომელსაც მეორე კარი ეძღვნება, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება პრაქტიკულად გამორიცხულია. სოფლის მეურნეობის განვითარება ახლაც უდიდესი პრობლემაა ჩვენთვის, მაგრამ ახლა, ამ პირობებში რაღაც შანსი მაინც არის, მით უმეტეს მთავრობის ინიციატივა განვითარების 100 წლიანი პროგრამის შემუშავებაზე, ამის შესაძლებლობას იძლევა. ამ ხელშეკრულების წევრობის რანგში გადაყვანის პირობებში, ეს გამორიცხულია,"- აცხადებს ექსპერტი.
დებატები იმართება თემაზე - "ეროვნული ინტერესები და ევროპული კურსი" .
მსგავსი სიახლეები
„NATO უდრის ომს და ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები“ - ვატო შაქარიშვილი
"ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს აკრძალული აქვს განვითარება" - ექსპერტი ნოდარ კაპანაძე
ამ ორ ცნებას ერთმანეთში ნუ ავურევთ. ევროპა ჩვენი სახლია... რაც შეეხება ევროკავშირს - ის არის გუშინდელი დღე და ამას თვითონ ევროკავშირი ადასტურებს“ - გოგა ხაინდრავა
ვატო შაქარიშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია
მაკა ბოჭორიშვილი - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას შეუნარჩუნოს სტაბილურობა, ეს არის ის, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა
,,სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცმება შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი''- ირაკლი კირცხალია
მაკა ბოჭორიშვილი - სლოვაკეთისა და საქართველოს მთავრობები კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტის დაცვისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას
განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლებისთვის საპროექტო სამუშაოები იწყება
,,ევროკავშირმა და პარტნიორებმა ბევრი ლაპარაკი იციან დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია არჩევნების შედეგების პატივისცემა''- იურაი ბლანარი
,,საქართველოში რობერტ ფიცოს ვიზიტი იგეგმება'' - იურაი ბლანარი
,,საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები ძალიან კარგია და არავითარი პრობლემები არ არსებობს''- სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენს
,,საქართველოში „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებს ამერიკული მხარე, კერძოდ კი, USAID-ი აფინანსებდა''- მაიკ ბენცი
ყველა ჭკუათმყოფელმა იცის, რომ ქიმიური იარაღი ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებს, ამაზე რევოლუცია ვერ ააგორეს და საია-ს სარჩელში „კამიტი“ ამოაგდეს -ირაკლი ქადაგიშვილი
საბოლოო ჯამში, გამოვიტანეთ დასკვნა, რომ თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება აღარ იყო მიზანშეწონილი, ეს არის ჯანსაღი დისკუსიის შედეგი -ირაკლი კობახიძე
შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით -მიხაილ გალუზინი
სიმონ ჯანაშია უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, მოკალათებული არიან სავარძლებში და არ აწუხებთ, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს ციხეში სხედან -ირაკლი კობახიძე
ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით -ბაჩო ახალაია
იმ სტატისტიკამ, რომელიც გამოვაქვეყნეთ, მათ შორის "იგლ ჰილსის" პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება -ირაკლი კობახიძე
ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს, ზუსტად ამ იდეას ემსახურება კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში -ირაკლი კობახიძე