ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ სამშობლოსთვის, რწმენისა და სიმართლისთვის ბრძოლა უალტერნატივოა -მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს სახელმწიფოს უზენაესი კანონის - ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის პრეამბულაშივე აღნიშნულია, რომ ჩვენ უნდა განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება და სოციალური, სამართლებრივი სახელმწიფო. ეს არის ფიცი, რომელიც ჩვენმა ხალხმა საკუთარი თავისა და მომავალი თაობების წინაშე დადო და, ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები სწორედ აღნიშნული პასუხისმგებლობით არიან განმსჭვალული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ისტორიამ აჩვენა, რომ სამშობლოსთვის, რწმენისა და სიმართლისთვის ბრძოლა უალტერნატივოა.

„დღეს, სახელმწიფო მტკიცედ იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებსა და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს კიდეც ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსს. საუკუნეებია, ჩვენი ხალხი საკუთარი შეუპოვრობით, სიმტკიცითა და რწმენით პატარა, თუმცა, ღირსეული და ამაყი ქვეყნის ისტორიას წერს; უკვე მრავალი ასწლეულია, ქართველი ხალხი ქმნის ყველასგან გამორჩეულ, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელ უნიკალურ კულტურას, რომელიც ჩვენს ისტორიასთან ერთად, იმის თვალსაჩინო ნიმუშია, რანი ვიყავით, რანი ვართ და რისკენ ვისწრაფვით. ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ სამშობლოსთვის, რწმენისა და სიმართლისთვის ბრძოლა უალტერნატივოა, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ შევინარჩუნეთ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა და იდენტობა. ეს არის გზა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა განვლეს. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი, საქართველოს თითოეული მოქალაქე ვალდებულია, ამ გზას ერთგულად მიჰყვეს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ მომავალი თაობებისთვის ამოსავალი წერტილი იყოს საკუთარი სამშობლოს სიყვარული.

„დღეს უკვე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, როგორი იქნება საქართველოს მომავალი და როგორი ქვეყანა გვინდა, ავაშენოთ ჩვენი შვილებისთვის. საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ მომავალი თაობებისთვის ამოსავალი წერტილი იყოს საკუთარი სამშობლოს სიყვარული, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაფრთხილება, ოჯახური ღირებულებებისა და ტრადიციების პატივისცემა. მსოფლიო გამოწვევების ფონზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ სახელმწიფომ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყოს ფიზიკურად ჯანმრთელი, კრიტიკულად მოაზროვნე და საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების აღზრდა, რომელთათვისაც თავისუფლების განცდა მჭიდროდ იქნება სამშობლოსთან დაკავშირებული", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 





მსგავსი სიახლეები
ვარკეთილში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი აქტიურ ფაზაშია
პროექტის "სტუდენტური დებატ-კლუბი 2026" ფინალში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა
ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ სამშობლოსთვის, რწმენისა და სიმართლისთვის ბრძოლა უალტერნატივოა -მიხეილ ყაველაშვილი
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
17 თებერვალის ამინდის პროგნოზი
ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება
თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება
16 თებერვალს შვიდისრიანი ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია
16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
16 თებერვალის ამინდის პროგნოზი
16 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით მიტევების კვირაა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პირის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ლოცვა, რომელიც მირქმას უნდა წაიკითხოთ
15 თებერვალს, მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს
15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
15 თებერვლის ამინდის პროგნოზი
სვანეთში ლამპრობას აღნიშნავენ - რას ადგენდნენ ადგილობრივები ანთებული სანთლების მიხედვით
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა