ვარკეთილში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი აქტიურ ფაზაშია

„თბილისის განვითარების ფონდი" ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში ვარკეთილის მე-3 მასივის მე-10 კვარტალში მდებარე N9 კორპუსის ადგილზე ახალ საცხოვრებელ შენობას აშენებს.

ადგილზე დედაქალაქის მერი მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.

„იცით, რომ ქალაქში ბევრი ისეთი შენობა-ნაგებობაა, რომლებსაც ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია აქვთ მინიჭებული. ჩვენი პროგრამა ოჯახებს აძლევს შესაძლებლობას, მძიმე საცხოვრებელი პირობების ნაცვლად, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელ კორპუსებში იცხოვრონ. ამ მისამართიდან სამუშაოების დასრულებამდე 44 ოჯახი ქირით გვყავს გაყვანილი. მათ 2028 წლისთვის გადავცემთ მოწესრიგებულ, გარემონტებულ ფართებს. თავიდან ამ პროგრამისადმი ნდობის თვალსაზრისით იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ მუნიციპალიტეტი არის გარანტი, ბოლომდე მიგვყავს სამუშაოები, უამრავი ოჯახი გავახარეთ. იაქტიურეთ და გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად სამუშაო პროცესი „თბილისის განვითარების ფონდის" დირექტორმა, თამაზ ალიბეგაშვილმა, სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში, უკვე განხორციელდა ძველი ოთხსართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი და მის ნაცვლად შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 10-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი.

ამ ეტაპზე, სამშენებლო მოედანზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე დასრულდა ხიმინჯების ჩასხმის პროცესი და ხორციელდება საძირკვლის ქვაბულის ამოღება.

სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბიქეი ქონსთრაქშენი" ასრულებს. პროექტის ღირებულება 10 557 010 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 





მსგავსი სიახლეები
ვარკეთილში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი აქტიურ ფაზაშია
პროექტის "სტუდენტური დებატ-კლუბი 2026" ფინალში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა
ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ სამშობლოსთვის, რწმენისა და სიმართლისთვის ბრძოლა უალტერნატივოა -მიხეილ ყაველაშვილი
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
17 თებერვალის ამინდის პროგნოზი
ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება
თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება
16 თებერვალს შვიდისრიანი ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია
16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
16 თებერვალის ამინდის პროგნოზი
16 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით მიტევების კვირაა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პირის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ლოცვა, რომელიც მირქმას უნდა წაიკითხოთ
15 თებერვალს, მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს
15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
15 თებერვლის ამინდის პროგნოზი
სვანეთში ლამპრობას აღნიშნავენ - რას ადგენდნენ ადგილობრივები ანთებული სანთლების მიხედვით
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა