დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ ის ზეწოლა და შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით -მიხეილ ყაველაშვილი
დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რომ 2025 წელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი გახდა. უკვე აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად და სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, დიპლომატიური მიდგომების პარალელურად, უფრო და უფრო ინტენსიურად იყენებენ ხისტ ძალას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტისათვის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას.
მისივე თქმით, გასულმა წელმა ფაქტებით დაადასტურა, რომ საფრთხეები და გამოწვევები, რომლებზეც ხელისუფლება ბოლო წლებში საუბრობდა რეალური იყო. მანვე აღნიშნა, რომ ფაქტმა, რომ საქართველომ ზეწოლას გაუძლო, საგრძნობლად გააძლიერა როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოება.
„გასულ წელს საქართველოს გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ, ფაქტებით დაადასტურა, რომ საფრთხეები და გამოწვევები, რომლებზეც ბოლო წლების განმავლობაში საჯაროდ ვსაუბრობდით, რეალური იყო.
დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ ის ზეწოლა და შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოში და მთლიანად რეგიონში პროცესების ესკალაციას.
არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, საქართველომ უმძიმეს ზეწოლას გაუძლო, რაშიც, ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენმა საზოგადოებამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ სირთულეებსა და უსამართლობას ერთიანობით, ეროვნული ინტერესებისა და ჩვენში ღრმად გამჯდარი ღირებულებების ერთგულებით ვპასუხობთ. ჩვენმა ხალხმა დაამტკიცა, რომ თითოეული გადაწყვეტილება სამშობლოს სიყვარულით არის ნაკარნახევი და ისტორიის რთულ, გადამწყვეტ ეტაპზე ყოველთვის საკუთარი ქვეყნის დაცვის სადარაჯოზე დგას, სახელმწიფო კი კანონისა და კონსტიტუციის ერთგულებით მოქმედებს.
ამგვარი ერთიანობა რომ არა, ერთი არასწორი ნაბიჯი, ერთი დათმობაც კი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის დამღუპველი იქნებოდა!
ფაქტმა, რომ ამ ზეწოლას გავუძელით, საგრძნობლად გააძლიერა როგორც ჩვენი სახელმწიფო, ისე ჩვენი საზოგადოება. შედეგად, დღეს, ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების ფონზე, ნებისმიერ გამოწვევას კიდევ უფრო გამოცდილი და გაძლიერებული შევხვდებით", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ჩვენი მიზანი ისეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს, რომელიც ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად, საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას მომავალ თაობებს ადრეული ასაკიდანვე აზიარებს - მიხეილ ყაველაშვილი
დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ ის ზეწოლა და შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით -მიხეილ ყაველაშვილი
დებატები დეზინფორმაციული კამპანიის მავნე გავლენის შემცირებას შეუწყობს ხელს და შეიძლება, თავს მოხვეული პოლარიზაციის დასრულებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს -მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი დღეს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა
„NATO უდრის ომს და ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები“ - ვატო შაქარიშვილი
"ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს აკრძალული აქვს განვითარება" - ექსპერტი ნოდარ კაპანაძე
ამ ორ ცნებას ერთმანეთში ნუ ავურევთ. ევროპა ჩვენი სახლია... რაც შეეხება ევროკავშირს - ის არის გუშინდელი დღე და ამას თვითონ ევროკავშირი ადასტურებს“ - გოგა ხაინდრავა
ვატო შაქარიშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია
მაკა ბოჭორიშვილი - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას შეუნარჩუნოს სტაბილურობა, ეს არის ის, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა
,,სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცმება შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი''- ირაკლი კირცხალია
მაკა ბოჭორიშვილი - სლოვაკეთისა და საქართველოს მთავრობები კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტის დაცვისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას
განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლებისთვის საპროექტო სამუშაოები იწყება
,,ევროკავშირმა და პარტნიორებმა ბევრი ლაპარაკი იციან დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია არჩევნების შედეგების პატივისცემა''- იურაი ბლანარი
,,საქართველოში რობერტ ფიცოს ვიზიტი იგეგმება'' - იურაი ბლანარი
,,საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები ძალიან კარგია და არავითარი პრობლემები არ არსებობს''- სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენს
,,საქართველოში „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებს ამერიკული მხარე, კერძოდ კი, USAID-ი აფინანსებდა''- მაიკ ბენცი
ყველა ჭკუათმყოფელმა იცის, რომ ქიმიური იარაღი ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებს, ამაზე რევოლუცია ვერ ააგორეს და საია-ს სარჩელში „კამიტი“ ამოაგდეს -ირაკლი ქადაგიშვილი
საბოლოო ჯამში, გამოვიტანეთ დასკვნა, რომ თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება აღარ იყო მიზანშეწონილი, ეს არის ჯანსაღი დისკუსიის შედეგი -ირაკლი კობახიძე
შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით -მიხაილ გალუზინი