ჩვენი მიზანი ისეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს, რომელიც ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად, საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას მომავალ თაობებს ადრეული ასაკიდანვე აზიარებს - მიხეილ ყაველაშვილი

გრძელვადიანი წარმატების მიღწევა შეუძლებელია განათლებული და პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების გარეშე. სახელმწიფოს მიზანი კი, ისეთი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება უნდა იყოს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს, სამშობლოს სიყვარულს, ჩვენი წარსულისა და აწმყოს გააზრებას დაეფუძნება და თანამედროვე გამოწვევების პირობებში, საქართველოს წინაშე არსებული სირთულეების დაძლევაზე იქნება ორიენტირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ განათლების სისტემა ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად, მომავალ თაობას საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას ადრეული ასაკიდანვე უნდა აზიარებდეს და სწორედ ამ სულისკვეთებით არის ნაკარნახევი დაანონსებული განათლების რეფორმა.

„ჩვენი მიზანი ისეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს, რომელიც ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად, საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას ჩვენს მომავალ თაობებს ადრეული ასაკიდანვე აზიარებს.

სწორედ ამ სულისკვეთებით არის ნაკარნახევი დაანონსებული განათლების რეფორმა, რომელიც, როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების, ფაქტობრივად, მთლიანი სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს.

მე მჯერა, რომ რეფორმის განხორციელების შემდეგ მივიღებთ თანამედროვე გამოწვევების შესაბამის, გამართულ სისტემას, რომელიც მოსწავლისა და მასწავლებლის, სტუდენტისა და პროფესორის საჭიროებებზე იქნება მორგებული და საქართველოს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს მოემსახურება, გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებას უზრუნველყოფს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს შეხვდა
ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე, დააგვიანეს, მშვიდობა შევინარჩუნეთ -შალვა პაპუაშვილი
ჩვენი მიზანი ისეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს, რომელიც ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად, საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას მომავალ თაობებს ადრეული ასაკიდანვე აზიარებს - მიხეილ ყაველაშვილი
დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ ის ზეწოლა და შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით -მიხეილ ყაველაშვილი
დებატები დეზინფორმაციული კამპანიის მავნე გავლენის შემცირებას შეუწყობს ხელს და შეიძლება, თავს მოხვეული პოლარიზაციის დასრულებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს -მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი დღეს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა
„NATO უდრის ომს და ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები“ - ვატო შაქარიშვილი
"ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს აკრძალული აქვს განვითარება" - ექსპერტი ნოდარ კაპანაძე
ამ ორ ცნებას ერთმანეთში ნუ ავურევთ. ევროპა ჩვენი სახლია... რაც შეეხება ევროკავშირს - ის არის გუშინდელი დღე და ამას თვითონ ევროკავშირი ადასტურებს“ - გოგა ხაინდრავა
ვატო შაქარიშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია
მაკა ბოჭორიშვილი - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას შეუნარჩუნოს სტაბილურობა, ეს არის ის, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა
,,სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცმება შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი''- ირაკლი კირცხალია
მაკა ბოჭორიშვილი - სლოვაკეთისა და საქართველოს მთავრობები კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტის დაცვისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას
განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლებისთვის საპროექტო სამუშაოები იწყება
,,ევროკავშირმა და პარტნიორებმა ბევრი ლაპარაკი იციან დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია არჩევნების შედეგების პატივისცემა''- იურაი ბლანარი
,,საქართველოში რობერტ ფიცოს ვიზიტი იგეგმება'' - იურაი ბლანარი
,,საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები ძალიან კარგია და არავითარი პრობლემები არ არსებობს''- სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენს
,,საქართველოში „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებს ამერიკული მხარე, კერძოდ კი, USAID-ი აფინანსებდა''- მაიკ ბენცი
ყველა ჭკუათმყოფელმა იცის, რომ ქიმიური იარაღი ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებს, ამაზე რევოლუცია ვერ ააგორეს და საია-ს სარჩელში „კამიტი“ ამოაგდეს -ირაკლი ქადაგიშვილი