ლევან მეხუზლა - 2026 წლის რთველის დროს კიდევ უფრო დაფასდება მევენახე, ვინც იზრუნებს ყურძნის ხარისხსა და კონდიციურობაზე

 

ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, რქაწითელისა და სხვა საღვინე ჯიშების ფასი, რომელთა შაქრიანობა 20%-ს აღემატება, 1 კგ 1.30 ლარი იქნება. ხარისხიანი საფერავის შაქრიანობა კი უნდა აღემატებოდეს 22%-ს და ყურძენი უნდა იყოს დაუზიანებელი. ასეთ შემთხვევაში 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენში სახელმწიფო 1.50 ლარს გადაიხდის, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა.

სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, წელიწადის ამ დროს მიმდინარეობს ვენახების ფორმირება, შესაბამისად, მევენახეებმა უნდა გაითვალისწინონ დაგეგმილი ცვლილებები.

„სახელმწიფოს ქმედებები სრულად მიმართულია ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ, რათა ის იყოს კონკურენტუნარიანი ღვინის მსოფლიო ბაზარზე. ამისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ის ნედლეული, რომლისგანაც მზადდება ღვინო, იყოს, შესაბამისად, მაღალი ხარისხის. მაღალი ხარისხის მისაღწევად კი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვუაროთ ვენახს, არ დავტვირთოთ ვაზი და აქცენტი გავაკეთოთ არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართლიანია გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო იზრდება ფასის სხვაობა ხარისხიან კონდიციურსა და დაბალხარისხიან არაკონდიციურ ყურძენს შორის", - განმარტა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

ლევან მეხუზლას განცხადებით, შაქრიანობის ქვედა ზღვრად განისაზღვრა 17%, რომელზეც იქნება მიბმული უხარისხო ყურძნის დეფინიცია.

„17%-ზე დაბალი შაქრიანობის ყურძნისგან ძალიან დაბალი ხარისხის ღვინო მზადდება. ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი ყურძნის ხარისხიანობის არის სწორედ შაქრიანობა", - აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარემ.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

 





მსგავსი სიახლეები
ლევან მეხუზლა - 2026 წლის რთველის დროს კიდევ უფრო დაფასდება მევენახე, ვინც იზრუნებს ყურძნის ხარისხსა და კონდიციურობაზე
18 და 19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, მაღალმთიან რეგიონებში - თოვლი
ვარკეთილში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი აქტიურ ფაზაშია
პროექტის "სტუდენტური დებატ-კლუბი 2026" ფინალში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა
ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ სამშობლოსთვის, რწმენისა და სიმართლისთვის ბრძოლა უალტერნატივოა -მიხეილ ყაველაშვილი
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
17 თებერვალის ამინდის პროგნოზი
ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება
თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება
16 თებერვალს შვიდისრიანი ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია
16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
16 თებერვალის ამინდის პროგნოზი
16 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით მიტევების კვირაა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პირის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ლოცვა, რომელიც მირქმას უნდა წაიკითხოთ
15 თებერვალს, მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს
15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
15 თებერვლის ამინდის პროგნოზი