დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა-სუსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვის შემდეგ ლევან დავითაშვილის მიერ მედიასთან გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება.
სუს-ში აცხადებენ, რომ ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა.
„სუს-ის დატოვების შემდეგ ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა: 1. დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა. 2. გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას - ამ კუთხით რისკებზე გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი. თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ", - აცხადებენ სუს-ში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს გამოიკითხა. სუს-ის შენობის დატოვების შემდეგ დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი. ალბათ იცით, რომ საქართველო, რამდენიმე წელიწადია, ძალიან აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში. კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში. ამაში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. ვფიქრობ, ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი და, შესაბამისად, ამას, რა თქმა უნდა, დასჭირდა დრო.
ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, ამ კუთხით ჩვენი აქტიური მონაწილეობა რამდენად შეიძლება, მომარაგების მხრივ ქმნიდეს გარკვეულ რისკებს ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი ამომწურავად განგვეხილა. ეს არის ძირითადი საკითხი, რაც ჩვენ განვიხილეთ. ასევე, განვიხილეთ, მომავალში საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომლებსაც გარკვეული ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებები ჩვენ გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს, გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელება და გადახედვაა საჭირო და ეს საკითხებიც განვიხილეთ".
მსგავსი სიახლეები
დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა-სუსი
,,კითხვები იყო ლოგიკური“ - ლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილმა სუს-ის შენობა დატოვა
ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან
მეორე დღესვე ეს სახელები და გვარები გაჟღერებული იყო ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში, მაგრამ რატომღაც 5 წელი მოანდომა პროკურატურამ ამის დამტკიცებას-იზა ომიაძე
პროკურატურა, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიაზე ძებნას გამოაცხადებს
პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიასა და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ოთხი პირი დააკავა
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე გააძევა
კარგია, რომ შევთანხმდით, "კამიტი" არ გამოგვიყენებია, საია-ც ადასტურებს, რომ ეს იყო სიცრუე, დეზინფორმაცია -ალექსანდრე დარახველიძე
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს
შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დააჯარიმეს
შსს-ს თანამშრომელს არასრულწლოვნის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
სამეგრელოს პოლიციამ 2021 წლიდან ძებნილი პირი დააკავა
შსს-ის ცნობით, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პოლიციამ ქურდობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავა
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის მოლდოვის მოქალაქე დააკავა
შსს-ს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - პროკურატურა
,,ბრალდებულის ოჯახის წევრების და უახლოესი ადამიანების შეფასება არის სუბიექტური, რაც ძირითადად ემოციებითაა მართული''- ქეთევან სონიძე
დემეტრე ჩიქოვანის დედა: ჩემი შვილი ერთი ვიდეოს გარდა ვერ ამოვიცანით ვერცერთ ვიდეოში