,,სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილე უკრაინის დელეგაციაში უთანხმოებაა''- „ეკონომისტი“
სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილე უკრაინის დელეგაციაში უთანხმოებაა იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწრაფად უნდა დაიდოს რუსეთთან შეთანხმება. ამის შესახებ გამოცემა „ეკონომისტი" წერს.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების, რაც შეიძლება სწრაფად დადებას ითხოვს, თუმცა უკრაინის დელეგაციის ნაწილი ამას ეწინააღმდეგება.
კერძოდ, ერთი მხარე, კირილ ბუდანოვის ხელმძღვანელობით, მიიჩნევს, რომ „უკრაინის ინტერესებს ყველაზე კარგად პასუხობს აშშ-ის ხელმძღვანელობით შეთანხმების სწრაფად დადება".
„ეკონომისტის" ცნობით, დელეგაციის მეორე ნაწილი, სავარაუდოდ, „ჯერ კიდევ არის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის გავლენის ქვეშ, რომელმაც თანამდებობა კორუფციული სკანდალის გამო დატოვა". როგორც გამოცემა იუწყება, დელეგაციის ეს ნაწილი „ნაკლებად არის განწყობილი შეთანხმების სწრაფად მიღწევის მიმართ".
როგორც „ეკონომისტი" წერს, როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ ორ მხარეს შორის ბალანსს ცდილობს, თუმცა საკუთარი იდეებიც აქვს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი ლიტვინმა „ეკონომისტის" ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ ანდრეი ერმაკს „წასვლის შემდეგ არავისზე გავლენა არ მოუხდენია". მისივე თქმით, „არ არსებობს ისეთი რამ", როგორიცაა „სწრაფი ან ნელი" შეთანხმება.
„ტერიტორიის დათმობა ყოველგვარი გარანტიების გარეშე, სწრაფი იქნებოდა. ღირებული რამის უზრუნველყოფას კი, დრო სჭირდება", - აღნიშნა ლიტვინმა.
მსგავსი სიახლეები
,,ჟენევაში სამმხრივი მოლაპარაკებები პრაქტიკულ საკითხებსა და შესაძლო გადაწყვეტილებების მექანიზმებზე იყო ორიენტირებული''- რუსტემ უმეროვი
,,სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილე უკრაინის დელეგაციაში უთანხმოებაა''- „ეკონომისტი“
სლოვაკეთის მთავრობა არასამთავრობო სექტორის „მასობრივ შემოწმებას“ იწყებს
რუსეთი ბალტიის ზღვაში ბლოკადის შემთხვევაში სამხედრო-საზღვაო ფლოტს გამოიყენებს - ნიკოლაი პატრუშევი
ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ირანის განადგურება არ შეუძლია
უკრაინისთვის უმჯობესია, სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან -დონალდ ტრამპი
ჩვენ არ ვთხოვთ არცერთი ქვეყნის ვინმესგან იზოლირებას, გვესმის, რომ ყველა ქვეყანა უნდა გაუმკლავდეს თავისი გეოგრაფიის, ეკონომიკის, ისტორიისა და მომავლის გამოწვევების რეალობას -მარკო რუბიო
მარკო რუბიო: ჩინეთი მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა, მათ აქვთ ბირთვული იარაღი, სიგიჟე იქნებოდა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ
აშშ და უნგრეთი შედიან ურთიერთობების ოქროს ხანაში არა მხოლოდ ჩვენი ხალხების ერთიანობით, არამედ დონალდ ტრამპთან თქვენი ურთიერთობის გამოც -მარკო რუბიო
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი სოციალური ქსელის რამდენიმე კომპანიისგან ითხოვს იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურს
ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნის მიუხედავად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკში უკრაინის გაწევრიანების შესახებ კონკრეტული თარიღის შესათავაზებლად მზად არ არიან -კაია კალასი
,,უკრაინა სლოვაკეთს პოლიტიკურად აშანტაჟებს''- რობერტ ფიცო
მარკო რუბიო - ველოდებით, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა იმოქმედებს თავისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ქვეყნიდან გასვლის მცდელობისას დააკავეს
ბორის პისტორიუსი: ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
,,კიევი კატასტროფის ზღვარზეა. უკრაინა გადარჩება თუ არა, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას''- ვიტალი კლიჩკო
კრასნოდარის მხარე უკრაინის მხრიდან მასირებული შეტევის სამიზნე გახდა
,,ევროკავშირი უნგრეთისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე რუსეთი''- ვიქტორ ორბანი
სომხეთში კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა