ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, საქართველოს უახლეს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილის როლი შეუცვლელია.

„ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ 70 წლის იუბილეს! ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მისი როლი შეუცვლელია.

საქართველოსთვის გამორჩეულად რთულ დროს, როდესაც ფეხქვეშ იყო გათელილი დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის ღირსება, ბიზნესის თავისუფლება, საკუთრების უფლება, მედიის თავისუფლება და სხვა უზენაესი ღირებულებები, როდესაც გარედან მართული ხელისუფლება ქვეყნის უშიშროებას მუდმივ საფრთხეს უქმნიდა, ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა გარდატეხა ქვეყნის და სახელმწიფოს ცხოვრებაში.

საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატია და სამართლის უზენაესობა; აღდგა ბიზნესის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი; ქვეყნის სათავეში მოვიდა პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია; ოთხჯერ გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი; საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი.

2012 წელს დანაშაულებრივი რეჟიმის პირობებში უდიდესი პიროვნული რისკის ფასად ქვეყნის ცხოვრებაში გარდატეხა შეიტანა ადამიანმა, რომელსაც ძალიან ბევრი რამ ჰქონდა დასაკარგი. მან გვერდზე გადადო საკუთარი პირადი უსაფრთხოება და კეთილდღეობა და, პირდაპირი მნიშვნელობით, თავი გადადო უცხოური აგენტურის კრიმინალური მმართველობისგან საქართველოს დასახსნელად. ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ საკუთარ სამშობლოზე განსაკუთრებულად შეყვარებულ ადამიანს შეეძლო.

პატრიოტიზმთან ერთად, გარედან მხარდაჭერილი დანაშაულებრივი რეჟიმის შეცვლას სჭირდებოდა განსაკუთრებული სიბრძნე და ინტელექტი. 2011 წელს არავის სჯეროდა, რომ დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის სრული ხელყოფის პირობებში, არჩევნების გზით რეჟიმის შეცვლა შესაძლებელი იყო. თუმცა, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა, ის ბიძინა ივანიშვილმა გროსმაისტერული გათვლებით და სვლებით გახადა შესაძლებელი.

ზუსტად ასეთივე გამორჩეულ ქვეყნის სიყვარულს და სიბრძნეს მოითხოვდა 2022 წლის შემდეგ საქართველოს გადარჩენა მოვლენების იმგვარი განვითარებისგან, რომელმაც უკრაინას ეგზისტენციური პრობლემები შეუქმნა. ამ შემთხვევაშიც იმ უმძიმეს ზეწოლასა და შანტაჟთან დაპირისპირება, რომელიც ჩვენი ქვეყნის და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხორციელდებოდა, მოითხოვდა, ერთი მხრივ, სამშობლოს განსაკუთრებულ სიყვარულს და მისთვის თავდადებას, ხოლო მეორე მხრივ, გამორჩეულ სიბრძნეს და ინტელექტს. ის, რომ ურთულეს პერიოდში, გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, განაგრძო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და პრინციპულად განიმტკიცა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში მოთმინებით საქმის კეთების კულტურა, რომლის ნაკლებობამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენს ქვეყანას უამრავი შეცდომა დააშვებინა.

დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მმართველი გუნდი საქართველოს საკეთილდღეოდ მომავალშიც დიდ წარმატებებს მიაღწევს.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ ვულოცავ იუბილეს, ვუსურვებ დღეგრძელობას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას", - წერს ირაკლი კობახიძე.

 





მსგავსი სიახლეები
უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში შემოდის მხოლოდ ბიუჯეტში 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე საქართველოში შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი -ირაკლი კობახიძე
საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები-პრემიერი
საქართველო ტურისტული ქვეყანაა და რთულია მიგრაციული პროცესების მართვა, განათლების სისტემა არის გახსნილი უცხოელებისთვის და არის შრომითი მიგრაცია, ასევე არის არალეგალური მიგრაცია-პრემიერი
გრძელდება ქართული სპორტის წარმატების ისტორია და განსაკუთრებული მადლობა ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებს, ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას-ირაკლი კობახიძე
ნარკოტიკული დანაშაული ნამდვილი სენია, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის და ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, ნამდვილა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს -პრემიერი
საქართველოში 30 ათასი უკრაინელი იმყოფება, აქედან 6 290-ს აქვს ბინადრობის უფლება, დანარჩენს საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული-ირაკლი კობახიძე
ახალი ქართული პასპორტი და პირადობის მოწმობა უსაფრთხო დოკუმენტების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია
ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს
,,დიდი ძალების გეოპოლიტიკა მუდამ ორპირია - ევროკავშირს საქართველოს მორჩილება სურს''- პასკალ ლოტასი
დიმიტრი ხუნდაძე: საფრთხეებზე, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია საუბრობენ
ირაკლი კობახიძე ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს შეხვდა
ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე, დააგვიანეს, მშვიდობა შევინარჩუნეთ -შალვა პაპუაშვილი
ჩვენი მიზანი ისეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს, რომელიც ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად, საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას მომავალ თაობებს ადრეული ასაკიდანვე აზიარებს - მიხეილ ყაველაშვილი
დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ ის ზეწოლა და შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით -მიხეილ ყაველაშვილი
დებატები დეზინფორმაციული კამპანიის მავნე გავლენის შემცირებას შეუწყობს ხელს და შეიძლება, თავს მოხვეული პოლარიზაციის დასრულებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს -მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი დღეს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა
„NATO უდრის ომს და ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები“ - ვატო შაქარიშვილი
"ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს აკრძალული აქვს განვითარება" - ექსპერტი ნოდარ კაპანაძე
ამ ორ ცნებას ერთმანეთში ნუ ავურევთ. ევროპა ჩვენი სახლია... რაც შეეხება ევროკავშირს - ის არის გუშინდელი დღე და ამას თვითონ ევროკავშირი ადასტურებს“ - გოგა ხაინდრავა
ვატო შაქარიშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია