საქართველო ტურისტული ქვეყანაა და რთულია მიგრაციული პროცესების მართვა, განათლების სისტემა არის გახსნილი უცხოელებისთვის და არის შრომითი მიგრაცია, ასევე არის არალეგალური მიგრაცია-პრემიერი

მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გასაკვირი არაა, რომ პარლამენტის წევრებსაც გაქვთ განსაკუთრებული ინტერესი ამ საკითხის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა იმ მნიშვნელოვან ფაქტორებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში მიგრაციას განაპირობებს.

 

„პირველ რიგში, ვიტყვი იმას, თუ როგორია საერთო მოცემულობა: საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა არის 3 მლნ 914 ათასი ადამიანი, აქედან, მაქსიმუმ, 257 ათასი არის უცხოელი. რატომ ვამბობთ მაქსიმუმს - საქსტატს არ აქვს დაზუსტებული მონაცემები, დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 25 ივნისს და მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდება, გამომდინარე იქიდან, რომ არის გარკვეული ბუნდოვანება კონკრეტულ შემთხვევებში. მაქსიმალური რაოდენობა არის 257 ათასი. რა განაპირობებს ზოგადად საქართველოში იმიგრაციას, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი: პირველი - საქართველო არის ტურისტული ქვეყანა და ასეთ პირობებში რთულია მიგრაციული პროცესების მართვა, განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული მიგრაციული პროცესების მართვა; მოგეხსენებათ, განათლების სისტემა არის ასევე გახსნილი უცხოელებისთვის და საქართველოში დღეს სწავლობს 37 000 უცხოელი სტუდენტი; მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის შრომითი მიგრაცია.

საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე არ არის ქართველი მუშახელი, რომელიც შესაბამის სფეროში იქნებოდა დასაქმებული, ასეთი ინტერესი არ არის. რა თქმა უნდა, არალეგალური მიგრაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ძალისხმევა არის საჭირო", - განაცხადა პრემიერმა.

 





მსგავსი სიახლეები
უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში შემოდის მხოლოდ ბიუჯეტში 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე საქართველოში შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი -ირაკლი კობახიძე
საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები-პრემიერი
საქართველო ტურისტული ქვეყანაა და რთულია მიგრაციული პროცესების მართვა, განათლების სისტემა არის გახსნილი უცხოელებისთვის და არის შრომითი მიგრაცია, ასევე არის არალეგალური მიგრაცია-პრემიერი
გრძელდება ქართული სპორტის წარმატების ისტორია და განსაკუთრებული მადლობა ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებს, ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას-ირაკლი კობახიძე
ნარკოტიკული დანაშაული ნამდვილი სენია, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის და ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, ნამდვილა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს -პრემიერი
საქართველოში 30 ათასი უკრაინელი იმყოფება, აქედან 6 290-ს აქვს ბინადრობის უფლება, დანარჩენს საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული-ირაკლი კობახიძე
ახალი ქართული პასპორტი და პირადობის მოწმობა უსაფრთხო დოკუმენტების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია
ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს
,,დიდი ძალების გეოპოლიტიკა მუდამ ორპირია - ევროკავშირს საქართველოს მორჩილება სურს''- პასკალ ლოტასი
დიმიტრი ხუნდაძე: საფრთხეებზე, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია საუბრობენ
ირაკლი კობახიძე ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს შეხვდა
ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე, დააგვიანეს, მშვიდობა შევინარჩუნეთ -შალვა პაპუაშვილი
ჩვენი მიზანი ისეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს, რომელიც ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად, საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას მომავალ თაობებს ადრეული ასაკიდანვე აზიარებს - მიხეილ ყაველაშვილი
დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ ის ზეწოლა და შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით -მიხეილ ყაველაშვილი
დებატები დეზინფორმაციული კამპანიის მავნე გავლენის შემცირებას შეუწყობს ხელს და შეიძლება, თავს მოხვეული პოლარიზაციის დასრულებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს -მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი დღეს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა
„NATO უდრის ომს და ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები“ - ვატო შაქარიშვილი
"ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს აკრძალული აქვს განვითარება" - ექსპერტი ნოდარ კაპანაძე
ამ ორ ცნებას ერთმანეთში ნუ ავურევთ. ევროპა ჩვენი სახლია... რაც შეეხება ევროკავშირს - ის არის გუშინდელი დღე და ამას თვითონ ევროკავშირი ადასტურებს“ - გოგა ხაინდრავა
ვატო შაქარიშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია