ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში მოთმინების კულტურა დაამკვიდრა, გახადა შესაძლებელი 2012 წელს გამარჯვების მოპოვება და 2022 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება -ირაკლი კობახიძე

ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა, მივულოცო დაბადების დღე და 70 წლის იუბილე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი 2022 წლიდან ქვეყანამ მოახერხა სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განმტკიცება.

„გარდატეხაზე და გარდამტეხ ცვლილებებზე როდესაც არის საუბარი, შეუძლებელია, არ ვისაუბროთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გარდამტეხ როლზე ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. 2012 წელს, მან მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულება. თქვენ გახსოვთ, რა ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე, 2011 წელს, ვიდრე ბატონი ბიძინა ივანიშვილი გააკეთებდა განაცხადს პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, იმედიც კი ჰქონდათ დაკარგული საღად მოაზროვნე ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში, იმედი იმისა, რომ რაიმე შეიძლებოდა, შეცვლილიყო არსებითად ჩვენს ქვეყანაში.

ყველას მინდა, შეგახსენოთ, რა ვითარება იყო 2011-2012 წლებში: დემოკრატია - ფეხქვეშ გათელილი, სამართლის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა - ფეხქვეშ გათელილი, ადამიანის უფლებები - ფეხქვეშ გათელილი, ადამიანის ღირსება, საკუთრების უფლება, ბიზნესის თავისუფლება, მედიის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი - ყველაფერი იყო ფეხქვეშ გათელილი. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ნამდვილ თავგანწირვას საჭიროებდა პოლიტიკურ პროცესში შემოვლა, მით უმეტეს ადამიანისგან, რომელსაც ძალიან ბევრი რამ ჰქონდა დასაკარგი და შეიძლება, ყველაზე მეტი ჰქონდა დასაკარგი. სწორედ, ამ დროს გადადგა მან ეს პრინციპული ნაბიჯი და გარდატეხა შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. მას შემდეგ, საქართველოში არის დამკვიდრებული დემოკრატიული სისტემა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის რეალიზება გახდა შესაძლებელი, სამართლის უზენაესობა არის უზრუნველყოფილი, ადამიანის უფლებების დაცვა, ღირსების დაცვა, საკუთრების უფლება აღდგა ჩვენს ქვეყანაში, ბიზნესი არის თავიდან ბოლომდე თავისუფალი, გვაქვს მედია პლურალიზმი, ყველა მიმართულებით გარდამტეხი ცვლილებები არის, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება 2022 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, პრემიერის თქმით, ზუსტად ისეთივე რისკებთან იყო დაკავშირებული ამ პერიოდში პრინციპული პოზიციის დაკავება, როგორც ეს იყო 2011-2012 წლებში.

„პიროვნული რისკების ფასად შეიძლებოდა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა იმ სცენარისგან, რომელიც განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში და აქაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აჩვენა კიდევ ერთხელ თავდადება, სამშობლოსათვის თავგანწირვა და ეს შეიძლება, ადამიანს გაეკეთებინა მხოლოდ ქვეყნის მიმართ, სამშობლოს მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის შემთხვევაში. ეს არის ის, რაც ამ ადამიანს გამოარჩევს. ერთია ქვეყნის სიყვარული, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ საქვეყნო საქმე სწორად აკეთო, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფრის სწორად გააზრება, გონიერება, ინტელექტი და სიბრძნე. ჩვენ გვახსოვს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული იყო პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. მათ შორის, იყვნენ გულანთებული ადამიანები, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანები, მაგრამ იმის გამო, რომ ვერ გამოავლინეს სიბრძნე, მოთმინება, მათაც დაუშვეს სერიოზული შეცდომები, რაც ძალიან ძვირად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას. მოთმინების კულტურა - ეს არის ის, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში და მან გახადა შესაძლებელი 2012 წელს გამარჯვების მოპოვება, ეს იყო ქართველი ხალხის გამარჯვება და არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური გუნდის გამარჯვება და მან გახადა შესაძლებელი 2022 წლის შემდეგ უკვე ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გვქონდა განსაკუთრებული გამოწვევა, ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არ იყო ისეთი მტკიცე, როგორიც უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ჩვენი გამოწვევები არის განსაკუთრებული, თუმცა ჩვენ გვაქვს ღირსება და ნებისმიერი ღირსეული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა იყოს მტკიცე. სწორედ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2022 წლიდან პერიოდზეა საუბარი, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის განმტკიცება და მადლობა ამისათვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს. კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღეს და მინდა, ვუსურვო დღეგრძელობა, ჯანმრთელობა, ყოველივე საუკეთესო," - აღნიშნა პრემიერმა.

 





მსგავსი სიახლეები
მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება-ირაკლი კობახიძე
ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება, არის ბიძინა ივანიშვილი -ალექსანდრე თამაზაშვილი
ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, აღნიშნული შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისათვის და საფუძველს მიზნობრივი პროგრამებისთვის -კახა გულედანი
საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, ამ დასკვნებს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან განვიხილავ -ალენ ბერსე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2026-2030 წლების სტრატეგიული გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა
2025 წელს თავშესაფრის მიღებაზე 1 352 განაცხადი შემოვიდა, იმ პირთა 77,7%-ს, რომელთაც შარშან მიენიჭათ საერთაშორისო დაცვა, შეადგენენ უკრაინელები, საერთაშორისო დაცვის შესახებ ახალი კანონით, მაქსიმალურად შეიზღუდა თავშესაფრის სისტემით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა -ირაკლი კობახიძე
თავიდანვე ვაცხადებდით, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტში მყიდველების ნახევარზე მეტი იქნებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, ეს დადასტურდა სტატისტიკით -პრემიერი
ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში მოთმინების კულტურა დაამკვიდრა, გახადა შესაძლებელი 2012 წელს გამარჯვების მოპოვება და 2022 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება -ირაკლი კობახიძე
უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში შემოდის მხოლოდ ბიუჯეტში 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე საქართველოში შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი -ირაკლი კობახიძე
საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები-პრემიერი
საქართველო ტურისტული ქვეყანაა და რთულია მიგრაციული პროცესების მართვა, განათლების სისტემა არის გახსნილი უცხოელებისთვის და არის შრომითი მიგრაცია, ასევე არის არალეგალური მიგრაცია-პრემიერი
გრძელდება ქართული სპორტის წარმატების ისტორია და განსაკუთრებული მადლობა ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებს, ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას-ირაკლი კობახიძე
ნარკოტიკული დანაშაული ნამდვილი სენია, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის და ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, ნამდვილა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს -პრემიერი
საქართველოში 30 ათასი უკრაინელი იმყოფება, აქედან 6 290-ს აქვს ბინადრობის უფლება, დანარჩენს საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული-ირაკლი კობახიძე
ახალი ქართული პასპორტი და პირადობის მოწმობა უსაფრთხო დოკუმენტების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია
ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს
,,დიდი ძალების გეოპოლიტიკა მუდამ ორპირია - ევროკავშირს საქართველოს მორჩილება სურს''- პასკალ ლოტასი
დიმიტრი ხუნდაძე: საფრთხეებზე, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია საუბრობენ
ირაკლი კობახიძე ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს შეხვდა
ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე, დააგვიანეს, მშვიდობა შევინარჩუნეთ -შალვა პაპუაშვილი