თავიდანვე ვაცხადებდით, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტში მყიდველების ნახევარზე მეტი იქნებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, ეს დადასტურდა სტატისტიკით -პრემიერი

იყო უამრავი სპეკულაცია. ძირითადად, ეს სპეკულაციები უკავშირდებოდა კომპანია „იგლ ჰილსის" უპრეცედენტო ინვესტიციას, რომელიც ხორციელდება საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, თუ რა მიგრაციული გავლენა შეიძლება ჰქონდეს უძრავი ქონების სფეროში ბოლო პერიოდში დაანონსებულ მსხვილ პროექტებს.

„იყო უამრავი სპეკულაცია. ძირითადად, ეს სპეკულაციები უკავშირდებოდა კომპანია „იგლ ჰილსის" უპრეცედენტო ინვესტიციას, რომელიც ხორციელდება საქართველოში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში დაგეგმილია 16 000 ბინის რეალიზაცია ამ პროექტის ფარგლებში და უკვე დასრულდა წინასწარი გაყიდვები. ეს სტატისტიკა, რაც გვაქვს, უკვე გვიჩვენებს იმას, თუ რამდენად სპეკულაციური იყო კამპანიები, რომელიც ამ საინვესტიციო პროექტს უკავშირდებოდა. მთლიანობაში, გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს საქართველოს მოქალაქეებმა. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ჩვენი ვარაუდით, მყიდველების ნახევარზე მეტი იქნებოდნენ საქართველოს მოქალაქეები და ეს დადასტურდა იმ სტატისტიკით, რომელიც არის წარმოდგენილი - 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 - უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა.
რაც შეეხება ყბადაღებულ არაბიზაციას. მთელი სპეკულაციები უკავშირდებოდა ამ ტერმინს. ეს ახასითებს ხოლმე ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას. აიღებენ ხოლმე 2 სიტყვას, შინაარსში საერთოდ არ შედიან და ერთი და იგივე 2 სიტყვას ატრიალებენ. ადრე იყო რუსული კანონი, ახლა იყო არაბული ქალაქები. როგორც რუსული კანონის კამპანია ჩავარდა, ასევე ძალიან მარტივად ჩავარდა არაბული ქალაქების კამპანიაც. ამას სტატისტიკაც აჩვენებს. ამ 257 ბინიდან 8 ბინა შეიძინეს იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებიც არიან არაბული ქვეყნები. თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ჩავარდა იმთავითვე ეს კამპანია და აღიარეს ირიბად საკუთარი მარცხი. ახლა გადაერთნენ იმაზე, რომ თუ საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ ამ ბინებს, მაშინ გამოდის, რომ 6.6 მლრდ დოლარის ინვესტიცია როგორ შემოდის საქართველოში. ეს არის მათი შეკითხვა. როგორც ჩავარდა არაბიზაციის კამპანია, ასევე ჩავარდება კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინვესტიცია თითქოს არის არარეალური. რეალურად, საქართველოში განხორციელდება 6.6 მლრდ დოლარის ინვესტირება და როგორც ეს ყველაფერი დადასტურდა გაყიდვების სტატისტიკით, ასევე დადასტურდება მომავალში ეკონომიკური და საბიუჯეტო სტატისტიკით, რომელსაც აუცილებლად გავუზიარებთ ყოველწლიურად ჩვენს საზოგადოებას.
რაც შეეხება პროექტების და მშენებლობის გავლენას საქართველოში მიგრაციაზე, ეს არის ცარიელი სპეკულაციები. მოკლევადიან ბინადრობის ნებართვასაც უკავშირებდნენ ამ სპეკულაციებს. აცხადებდნენ, რომ როგორც კი პირი ყიდულობს ბინას. 150 000-ზე მეტი ღირებულების ბინას საქართველოში, მაშინვე მარტივად შეუძლია იცხოვროს საქართველოში. ერთი, რომ ეს არის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომლის ვადა არის მაქსიმუმ 1 წელი, ეს ერთი. მეორე, აქაც სტატისტიკა გაგაცანით, 5 000-ზე ნაკლებია ისეთი პირების რაოდენობა, რომლებიც ბინის შეძენის საფუძველზე იღებენ მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას. რამდენად სპეკულაციურია ეს განცხადებები, სტატისტიკიდანაც ძალიან მარტივად ჩანს", - განაცხადა პრემიერმა.

 





მსგავსი სიახლეები
მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება-ირაკლი კობახიძე
ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება, არის ბიძინა ივანიშვილი -ალექსანდრე თამაზაშვილი
ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, აღნიშნული შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისათვის და საფუძველს მიზნობრივი პროგრამებისთვის -კახა გულედანი
საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, ამ დასკვნებს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან განვიხილავ -ალენ ბერსე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2026-2030 წლების სტრატეგიული გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა
2025 წელს თავშესაფრის მიღებაზე 1 352 განაცხადი შემოვიდა, იმ პირთა 77,7%-ს, რომელთაც შარშან მიენიჭათ საერთაშორისო დაცვა, შეადგენენ უკრაინელები, საერთაშორისო დაცვის შესახებ ახალი კანონით, მაქსიმალურად შეიზღუდა თავშესაფრის სისტემით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა -ირაკლი კობახიძე
თავიდანვე ვაცხადებდით, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტში მყიდველების ნახევარზე მეტი იქნებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, ეს დადასტურდა სტატისტიკით -პრემიერი
ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში მოთმინების კულტურა დაამკვიდრა, გახადა შესაძლებელი 2012 წელს გამარჯვების მოპოვება და 2022 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება -ირაკლი კობახიძე
უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში შემოდის მხოლოდ ბიუჯეტში 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე საქართველოში შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი -ირაკლი კობახიძე
საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები-პრემიერი
საქართველო ტურისტული ქვეყანაა და რთულია მიგრაციული პროცესების მართვა, განათლების სისტემა არის გახსნილი უცხოელებისთვის და არის შრომითი მიგრაცია, ასევე არის არალეგალური მიგრაცია-პრემიერი
გრძელდება ქართული სპორტის წარმატების ისტორია და განსაკუთრებული მადლობა ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებს, ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას-ირაკლი კობახიძე
ნარკოტიკული დანაშაული ნამდვილი სენია, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის და ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, ნამდვილა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს -პრემიერი
საქართველოში 30 ათასი უკრაინელი იმყოფება, აქედან 6 290-ს აქვს ბინადრობის უფლება, დანარჩენს საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული-ირაკლი კობახიძე
ახალი ქართული პასპორტი და პირადობის მოწმობა უსაფრთხო დოკუმენტების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია
ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს
,,დიდი ძალების გეოპოლიტიკა მუდამ ორპირია - ევროკავშირს საქართველოს მორჩილება სურს''- პასკალ ლოტასი
დიმიტრი ხუნდაძე: საფრთხეებზე, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია საუბრობენ
ირაკლი კობახიძე ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს შეხვდა
ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე, დააგვიანეს, მშვიდობა შევინარჩუნეთ -შალვა პაპუაშვილი