2025 წელს თავშესაფრის მიღებაზე 1 352 განაცხადი შემოვიდა, იმ პირთა 77,7%-ს, რომელთაც შარშან მიენიჭათ საერთაშორისო დაცვა, შეადგენენ უკრაინელები, საერთაშორისო დაცვის შესახებ ახალი კანონით, მაქსიმალურად შეიზღუდა თავშესაფრის სისტემით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა -ირაკლი კობახიძე

ძალიან მნიშვნელოვანია თავშესაფრის სისტემის ბოროტად გამოყენების პრევენცია, საგრძნობად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა და მუდმივად მზარდია ეს მაჩვენებლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოველწლიურად საშუალოდ 1 200-ზე მეტი განაცხადი შედის.

 

„2025 წელს შემოვიდა 1 352 განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე. რაც შეეხება სტატისტიკას ქვეყნების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება - თურქეთი 226 პირი, ინდოეთი 219 პირი, უკრაინა 150 პირი, ირანი 135 პირი, პაკისტანი 116 პირი. მიღებული იქნა ახალი კანონი საერთაშორისო დაცვის შესახებ, მადლობა თქვენ ამისათვის, მაქსიმალურად შეიზღუდა ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა. უმეტეს შემთხვევაში, აშკარად საფუძვლის გარეშე ითხოვენ თავშესაფარს უცხოელი მიგრანტები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქ გვქონდეს სათანადო რეაგირების საშუალება. დაინერგა სკრინინგის მექანიზმი, დაინერგა ასევე უსაფრთხო მესამე ქვეყნის კონცეფცია, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მარტივი, დაჩქარებული პროცედურების საფუძველზე ვუთხრათ უარი იმ პირებს თავშესაფარზე, რომლებსაც რეალური საფუძველი არ აქვთ. გაფართოვდა განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის შესაძლებლობა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაინერგა განცხადების უშუალოდ საზღვარზე განხილვის პროცედურა. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც უცხოელები ცდილობენ საქართველოში შემოსვლას, თავშესაფრის მიღებას, ისე, რომ აშკარად არ აქვთ არავითარი საფუძველი ამისათვის და ახალი რეგულაციები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საზღვარზე გავაბრუნოთ შესაბამისი პირები. იმ პირთა 77,7 პროცენტს, რომელთაც შარშან მიენიჭათ საერთაშორისო დაცვა, შეადგენენ უკრაინელები. გასაგებია მიზეზი, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. სულ მთლიანობაში დაკმაყოფილებულ განცხადებებში უკრაინელების წილი არის 42 პროცენტი. თავშესაფართმიცემულ პირებს შორის 42 პროცენტი არიან უკრაინის მოქალაქეები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 





მსგავსი სიახლეები
მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება-ირაკლი კობახიძე
ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება, არის ბიძინა ივანიშვილი -ალექსანდრე თამაზაშვილი
ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, აღნიშნული შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისათვის და საფუძველს მიზნობრივი პროგრამებისთვის -კახა გულედანი
საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, ამ დასკვნებს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან განვიხილავ -ალენ ბერსე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2026-2030 წლების სტრატეგიული გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა
2025 წელს თავშესაფრის მიღებაზე 1 352 განაცხადი შემოვიდა, იმ პირთა 77,7%-ს, რომელთაც შარშან მიენიჭათ საერთაშორისო დაცვა, შეადგენენ უკრაინელები, საერთაშორისო დაცვის შესახებ ახალი კანონით, მაქსიმალურად შეიზღუდა თავშესაფრის სისტემით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა -ირაკლი კობახიძე
თავიდანვე ვაცხადებდით, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტში მყიდველების ნახევარზე მეტი იქნებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, ეს დადასტურდა სტატისტიკით -პრემიერი
ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში მოთმინების კულტურა დაამკვიდრა, გახადა შესაძლებელი 2012 წელს გამარჯვების მოპოვება და 2022 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება -ირაკლი კობახიძე
უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში შემოდის მხოლოდ ბიუჯეტში 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე საქართველოში შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი -ირაკლი კობახიძე
საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები-პრემიერი
საქართველო ტურისტული ქვეყანაა და რთულია მიგრაციული პროცესების მართვა, განათლების სისტემა არის გახსნილი უცხოელებისთვის და არის შრომითი მიგრაცია, ასევე არის არალეგალური მიგრაცია-პრემიერი
გრძელდება ქართული სპორტის წარმატების ისტორია და განსაკუთრებული მადლობა ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებს, ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას-ირაკლი კობახიძე
ნარკოტიკული დანაშაული ნამდვილი სენია, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის და ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, ნამდვილა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს -პრემიერი
საქართველოში 30 ათასი უკრაინელი იმყოფება, აქედან 6 290-ს აქვს ბინადრობის უფლება, დანარჩენს საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული-ირაკლი კობახიძე
ახალი ქართული პასპორტი და პირადობის მოწმობა უსაფრთხო დოკუმენტების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია
ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს
,,დიდი ძალების გეოპოლიტიკა მუდამ ორპირია - ევროკავშირს საქართველოს მორჩილება სურს''- პასკალ ლოტასი
დიმიტრი ხუნდაძე: საფრთხეებზე, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია საუბრობენ
ირაკლი კობახიძე ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს შეხვდა
ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე, დააგვიანეს, მშვიდობა შევინარჩუნეთ -შალვა პაპუაშვილი