გურამ ნიკოლაშვილი “პუბლიკას” ფოტოებზე: სპეციალური მისიით მიავლინეს პარლამენტში ფოტოგრაფი, რომელსაც უნდა მოეგროვებინა რუსული ანალოგის შესატყვისი მასალა

 

"მოხეტიალე რუსულმა ინტერნეტ-მემმა ენჯეო-მედიას, ამჯერად "პუბლიკას", რომლის დონორებიც წუხხან მედიაგარემოს გაუარესებაზე ხოლმე, "პატალა ტრიუკი" მოაფიქრებინა: - "მოდი მსგავსი კადრები გადავიღოთ, გამოვდოთ, დავტროლოთ, პარლამენტში გაბრაზდებიან და აგვიკრძალავენ გადაღებას. მერე ჩვენ გავიქცევით დონორთან, ვეტყვით რომ გვზღუდავენ და თან ვანახებთ როგორ გვებრძვიან რრრრუსული მეთოდებით"- წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან "პუბლიკას" მიერ გავრცელებული ფოტოების შესახებ, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობის წევრების უხერხული მომენტებია ასახული.

ნიკოლაშვილი თვლის, რომ აღნიშნული წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა, რომელიც ემსახურება არა საზოგადოებრივ ინტერესს, არამედ დონორებისთვის თავიანთი არგუმენტების გამყარებას, რომ თითქოს საქართველოში მედიას ზღუდავენ.

ის ასევე ამბობს, რომ მსგავსი ქმედებების განხორციელებაში სწორედ რომ ევროპელების ფული იხარჯება.

"ინტერნეტში ტრიალებს ცნობილი კოლაჟი რუსეთის დუმიდან, სადაც შეგროვებულია ის უხერხული თუ სახასიათო კადრები, რომელიც წლების განმავლობაში მოხვდა ფოტოობიექტივში და გარკვეულ კონტექსტთან თუ გარემოსთან კონტრასტულ უხერხულობას ქმნის.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საკანონმდებლო ორგანო აკრძალავს ფოტოგადაღებას, რათა სამომავლოდ თავი დაიზღვიოს ამგვარი გაპარული კადრებისგან.

ეს შესავალი საჭიროა იმ მექანიზმის აღსაწერად, რათა კარგად გაიგოთ როგორ მუშაობს მედია-პროპაგანდა, თავს რომ ობიექტურობა-მიუკერძოებლობის სტანდარტსა და დასავლური ფასეულობების დაცვაზე დებს.

მოხეტიალე რუსულმა ინტერნეტ-მემმა ენჯეო-მედიას, ამჯერად "პუბლიკას", რომლის დონორებიც წუხხან მედიაგარემოს გაუარესებაზე ხოლმე, "პატალა ტრიუკი" მოაფიქრებინა: - "მოდი მსგავსი კადრები გადავიღოთ, გამოვდოთ, დავტროლოთ, პარლამენტში გაბრაზდებიან და აგვიკრძალავენ გადაღებას. მერე ჩვენ გავიქცევით დონორთან, ვეტყვით რომ გვზღუდავენ და თან ვანახებთ როგორ გვებრძვიან რრრრუსული მეთოდებით".

ნუ გიკვირთ ასეთი გონებაშეზღუდულობის, ხდება. ამგვარი გონებრივი კონსტიტუციის ხალხს სპეციალურად აგროვებენ.

წარმოიდგინეთ, აღნიშნული სპეციალური მისიით მიავლინეს პარლამენტში ფოტოგრაფი, რომელსაც ერთი სხდომის ფარგლებში უნდა
მოეგროვებინა რუსული ანალოგის შესატყვისი სრული მასალა. საათების განმავლობაში ეს საცოდავი ფოტოგრაფი ნადირობდა კადრებზე, ხან ვასილ ჩიგოგიძეს შეაჩერდა ხახაში და ხან ზარქუას ჩაუსაფრდა დახამხამებულ თვალზე.

დღისბოლოს კი ნაგვითა და ჭუჭყით სავსე კამერით გასწია რედაქციისკენ. რედაქტორთან ერთად ეს ჭუჭყი (მედია ენაზე ასე ეწოდება უვარგის კადრებს) ხომ ქექა, მერე თავის ევრო-პორტალზე ნიუსადაც გადაფუთა.

ეს ფოტოგრაფი მინდია გაბაძეა. ცოტა ხნის წინ ევროკავშირის პრიზი მიიღო, ალბათ თავდადებული მსახურებისთვის. დიახ, სწორედ ევროპელების ფული იხარჯება ამ უაზრო ვითომ-მაწაკობა სისულელეებში, რომლის წახალისებაც პრიზებით ხდება.

მერე უკვირთ, დონორი რა შუაშიაო.
შუაში კი არა, თავშია.

პ.ს. 13 წლის წინანდელი რუსული კოლაჟი ("პუბლიკის" ინსპირაციის საცოდავი წყარო) იხილეთ პირველივე კომენტარში"- წერს ნიკოლაშვილი.

 

 





მსგავსი სიახლეები
"არავისთან ვაპირებთ გაერთიანებას, განსაკუთრებით, "ნაცებთან," ყოფილ "ნაცებთან," მომავალში "ნაცებთან" - გიგა ფარულავა
"ელისო კილაძის დაკავებაზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს, "ქართული ოცნების" არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ დასჭირდათ, ხვალ, ზეგ შეიძლება თავისუფლებაზე იყოს ქალბატონი ელისო" - გიგა ფარულავა
ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის მერმა თამარ ტალიაშვილს ახალი მისია მიულოცა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცების საქმეში წარმატება უსურვა
გურამ ნიკოლაშვილი “პუბლიკას” ფოტოებზე: სპეციალური მისიით მიავლინეს პარლამენტში ფოტოგრაფი, რომელსაც უნდა მოეგროვებინა რუსული ანალოგის შესატყვისი მასალა
ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება
მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება-ირაკლი კობახიძე
ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება, არის ბიძინა ივანიშვილი -ალექსანდრე თამაზაშვილი
ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, აღნიშნული შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისათვის და საფუძველს მიზნობრივი პროგრამებისთვის -კახა გულედანი
საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, ამ დასკვნებს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან განვიხილავ -ალენ ბერსე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2026-2030 წლების სტრატეგიული გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა
2025 წელს თავშესაფრის მიღებაზე 1 352 განაცხადი შემოვიდა, იმ პირთა 77,7%-ს, რომელთაც შარშან მიენიჭათ საერთაშორისო დაცვა, შეადგენენ უკრაინელები, საერთაშორისო დაცვის შესახებ ახალი კანონით, მაქსიმალურად შეიზღუდა თავშესაფრის სისტემით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა -ირაკლი კობახიძე
თავიდანვე ვაცხადებდით, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტში მყიდველების ნახევარზე მეტი იქნებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, ეს დადასტურდა სტატისტიკით -პრემიერი
ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში მოთმინების კულტურა დაამკვიდრა, გახადა შესაძლებელი 2012 წელს გამარჯვების მოპოვება და 2022 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება -ირაკლი კობახიძე
უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში შემოდის მხოლოდ ბიუჯეტში 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე საქართველოში შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი -ირაკლი კობახიძე
საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები-პრემიერი
საქართველო ტურისტული ქვეყანაა და რთულია მიგრაციული პროცესების მართვა, განათლების სისტემა არის გახსნილი უცხოელებისთვის და არის შრომითი მიგრაცია, ასევე არის არალეგალური მიგრაცია-პრემიერი
გრძელდება ქართული სპორტის წარმატების ისტორია და განსაკუთრებული მადლობა ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებს, ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას-ირაკლი კობახიძე
ნარკოტიკული დანაშაული ნამდვილი სენია, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის და ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, ნამდვილა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს -პრემიერი
საქართველოში 30 ათასი უკრაინელი იმყოფება, აქედან 6 290-ს აქვს ბინადრობის უფლება, დანარჩენს საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული-ირაკლი კობახიძე
ახალი ქართული პასპორტი და პირადობის მოწმობა უსაფრთხო დოკუმენტების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია