აშშ-ის სამხედროები მზად არიან, ირანზე დარტყმა უახლოეს შაბათ-კვირას განახორციელონ -CNN

აშშ-ის სამხედროები მზად არიან, ირანზე დარტყმა უახლოეს შაბათ-კვირას განახორციელონ, თუმცა დონალდ ტრამპს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ოპერაციის ავტორიზაციის საკითხზე, - ამის შესახებ „სიენენი" წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

წყაროების ცნობით, თეთრ სახლს აცნობეს, რომ სამხედროები შაბათ-კვირისთვის დარტყმისთვის მზად იქნებიან, თუმცა ერთ-ერთი წყარო „სიენენს" უყვება, რომ დონალდ ტრამპს გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ მიღებული არ აქვს, ის მრჩევლებსა და მოკავშირეებს ეკითხება, რა იქნება საუკეთესო ნაბიჯი.

როგორც „სიენენი" წერს, 18 თებერვალს თეთრ სახლში ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირები შეიკრიბნენ და ირანთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია განიხილეს. ამავე დღეს დონალდ ტრამპს ჟენევაში ჩატარებული არაპირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ მისმა სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა მიაწოდეს ინფორმაცია.

„ის ამაზე ბევრ დროს ხარჯავს და ფიქრობს", - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ „სიენენთან" საუბრისას.

ამასთან, „სიბიეს ნიუსი" წერს, რომ პენტაგონს ახლო აღმოსავლეთიდან გარკვეული პერსონალი დროებით გამოჰყავს, რადგან ემზადება ირანის შესაძლო საპასუხო თავდასხმისთვის აშშ-ის დარტყმის შემთხვევაში. გამოცემის ცნობით, თავდასხმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა შაბათ-კვირის შემდეგაც, შეიძლება, გაგრძელდეს.

 





მსგავსი სიახლეები
აეროპორტში ძაღლის მიტოვებისთვის, ქალი დააკავეს - უცხოეთი
„ტარიფებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იმედის გამაცრუებელია მრცხვენია სასამართლოს გარკვეული წევრების გამო''- ტრამპი
Financial Times: უნგრეთმა უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროკავშირის სესხი დაბლოკა
თეირანი მზად არის აშშ-ს ბირთვული შეთანხმების გეგმა უახლოეს დღეებში წარუდგინოს - FRANCE 24
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო
სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად, 13 სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული 29 ადამიანიდან ნაწილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - სუს-ი
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის ისეთ კომპრომისზე წავიდეს, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს არ შელახავს
ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ
ბაიკალის ტბაში ტურისტების ავტობუსი ჩავარდა, დაღუპულია რვა პირი
დიდმა ბრინატეთმა აშშ-ს უარი უთხრა, ირანზე თავდასხმის მიზნით გამოიყენოს დიეგო გარსიას კუნძულსა და გლოსტერშირში მდებარე სამხედრო ბაზები
ევროკავშირის ცხრა ქვეყანა ეწინააღმდეგება ევროკომისიის გეგმას, სტრუქტურაში დამატებით 2 500 თანამშრომელი დაიქირაოს
თურქეთში „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტი ალიჯან ულუდაგი დააკავეს
მეფე ჩარლზის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი თითქმის 12-საათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს
კანონმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს -მეფე ჩარლზი პრინც ენდრიუს დაკავებაზე
"მშვიდობის საბჭო" ყველაზე პრესტიჟული საბჭოა, რაც კი ოდესმე შექმნილა, ჩვენ ნამდვილად კარგ საქმეს ვაკეთებთ -დონალდ ტრამპი
ევროკავშირმა "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დააკავეს
ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში გამჭვირვალობის კანონია საჭირო, თუმცა ირონიაა, რომ ევრობიუროკრატების იგივე ჯგუფი უნგრეთსა და საქართველოს სანქციებით ემუქრებოდა-მაიკ ბენცი
ირანში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ბრიტანელ ცოლ-ქმარს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
აშშ-ის სამხედროები მზად არიან, ირანზე დარტყმა უახლოეს შაბათ-კვირას განახორციელონ -CNN