დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დააკავეს

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დაკავებულია. ამის შესახებ „ბიბისი" ავრცელებს ინფორმაციას.

მედიის ცნობით, მეფე ჩარლზის ძმა საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიების ფარგლებში დავაკავეთ მამაკაცი ნორფოლკიდან, საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების გამო. ჩხრეკა მიმდინარეობს ბერკშირისა და ნორფოლკის მისამართებზე. მამაკაცი ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება. ეროვნული რეკომენდაციების თანახმად, დაკავებული მამაკაცის ვინაობას არ დავასახელებთ. გთხოვთ, ასევე გახსოვდეთ, რომ ეს საქმე ამჟამად აქტიურია, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ნებისმიერი პუბლიკაციის მიმართ, რათა სასამართლოს უპატივცემულობა თავიდან აიცილოთ", - ნათქვამია ტემზის ველის პოლიციის განცხადებაში. პოლიცია დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული პირი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორია.

„ჩვენ გვესმის ამ საქმეში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესი და შესაბამის დროს მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას", - აცხადებენ პოლიციაში.

ცნობისთვის, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი ჯეფრი ეპშტეინთან მეგობრობის გამო წლების განმავლობაში კრიტიკის ობიექტი იყო. ეპშტეინთან ურთიერთობა მას სამეფო ოჯახში თავისი როლისა და ტიტულის, ასევე სახლის დაკარგვის ფასად დაუჯდა, თუმცა ენდრიუ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას ყოველთვის უარყოფდა. რაც შეეხება ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ბოლო ფაილებს, ამის თაობაზე მას კომენტარი არ გაუკეთებია.

9 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზის ძმამ, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორმა 2010 წელს ბრიტანეთის ოფიციალური სავაჭრო დოკუმენტები ჯეფრი ეპშტეინს გაუზიარა.

როგორც უცხოური მედია წერს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ფაილების ბოლო პარტია მოიცავს ელექტრონულ წერილებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ენდრიუმ ეპშტეინს გადაუგზავნა ანგარიშები ვიეტნამის, სინგაპურისა და სხვა ადგილების შესახებ. საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც ყოფილ პრინცს საზღვარგარეთ მისი ოფიციალური ვიზიტების დროს მიაწოდეს. კონფიდენციალურობის წესების თანახმად, ასეთ შემთხვევებში მესამე პირებთან კონფიდენციალური ან კომერციული დოკუმენტების გაზიარება აკრძალულია.

 





მსგავსი სიახლეები
აეროპორტში ძაღლის მიტოვებისთვის, ქალი დააკავეს - უცხოეთი
„ტარიფებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იმედის გამაცრუებელია მრცხვენია სასამართლოს გარკვეული წევრების გამო''- ტრამპი
Financial Times: უნგრეთმა უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროკავშირის სესხი დაბლოკა
თეირანი მზად არის აშშ-ს ბირთვული შეთანხმების გეგმა უახლოეს დღეებში წარუდგინოს - FRANCE 24
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო
სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად, 13 სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული 29 ადამიანიდან ნაწილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - სუს-ი
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის ისეთ კომპრომისზე წავიდეს, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს არ შელახავს
ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ
ბაიკალის ტბაში ტურისტების ავტობუსი ჩავარდა, დაღუპულია რვა პირი
დიდმა ბრინატეთმა აშშ-ს უარი უთხრა, ირანზე თავდასხმის მიზნით გამოიყენოს დიეგო გარსიას კუნძულსა და გლოსტერშირში მდებარე სამხედრო ბაზები
ევროკავშირის ცხრა ქვეყანა ეწინააღმდეგება ევროკომისიის გეგმას, სტრუქტურაში დამატებით 2 500 თანამშრომელი დაიქირაოს
თურქეთში „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტი ალიჯან ულუდაგი დააკავეს
მეფე ჩარლზის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი თითქმის 12-საათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს
კანონმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს -მეფე ჩარლზი პრინც ენდრიუს დაკავებაზე
"მშვიდობის საბჭო" ყველაზე პრესტიჟული საბჭოა, რაც კი ოდესმე შექმნილა, ჩვენ ნამდვილად კარგ საქმეს ვაკეთებთ -დონალდ ტრამპი
ევროკავშირმა "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დააკავეს
ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში გამჭვირვალობის კანონია საჭირო, თუმცა ირონიაა, რომ ევრობიუროკრატების იგივე ჯგუფი უნგრეთსა და საქართველოს სანქციებით ემუქრებოდა-მაიკ ბენცი
ირანში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ბრიტანელ ცოლ-ქმარს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
აშშ-ის სამხედროები მზად არიან, ირანზე დარტყმა უახლოეს შაბათ-კვირას განახორციელონ -CNN