"ევროპელი სოციალისტები" გამოვდივართ ინიციატივით, სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც მედიკამენტებს გამოუშვებს, წამლები უნდა იყოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი-ლადო ბოჟაძე

„ევროპელი სოციალისტები" გამოვდივართ ინიციატივით, რომ სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც მედიკამენტებს გამოუშვებს. მედიკამენტები უნდა იყოს ხარისხიანი და უსაფრთხო, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარემ, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ შექმნილი მედიკამენტები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

„მედიკამენტებზე არსებული ფასები განსაკუთრებით მტკივნეულია. მიუხედავად იმისა, რომ რეფერენტული ფასები 7 000-ზე მეტ მედიკამენტზე გვაქვს, ყველაზე მწვავედ მოსახლეობას სწორედ წამლების გაზრდილი ფასები აწუხებს. ამიტომ „ევროპელი სოციალისტები" ინიციატივით გამოვდივართ, რომ სახელმწიფოში ფარმაცევტული ქარხანა შეიქმნას, რომელიც მედიკამენტებს გამოუშვებს. რა თქმა უნდა, მედიკამენტები უნდა იყოს ხარისხიანი, უსაფრთხო, ეფექტიანი და ხელმისაწვდომი. სახელმწიფოს ამოცანა მოგებაზე ორიენტირება არ იქნება და ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ფასები იქნება. ჩვენი ინიციატივა არ გულისხმობს სააფთიაქო ქსელის შექმნას, არამედ მხოლოდ მედიკამენტების წარმოებას სახელმწიფოს გარანტიით ხარისხზე პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა, ყველა სააფთიაქო ქსელი ვალდებული იქნება, ასეთი მედიკამენტებისთვის ცალკე გამოყოს ადგილი, სადაც ფასს სახელმწიფო განსაზღვრავს. შესაძლებელია, ქსელებმა გარკვეული ფასნამატი ასევე სახელმწიფოსთან შეთანხმებით დაამატონ, რაც შეიძლება ოპერირების ხარჯებს უკავშირდებოდეს, თუმცა მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ შექმნილი მედიკამენტები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
"ევროპელი სოციალისტები" გამოვდივართ ინიციატივით, სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც მედიკამენტებს გამოუშვებს, წამლები უნდა იყოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი-ლადო ბოჟაძე
19 თებერვალს ყველიერის ხუთშაბათს, შიო მღვიმელის ხსენების დღეა
19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის შესასვლელთან თევზის რესტორნებს ანგრევენ - სიცრუეა!
19 თებერვლის ამინდის პროგნოზი
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18თებერვალის ამინდის პროგნოზი
ლევან მეხუზლა - 2026 წლის რთველის დროს კიდევ უფრო დაფასდება მევენახე, ვინც იზრუნებს ყურძნის ხარისხსა და კონდიციურობაზე
18 და 19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, მაღალმთიან რეგიონებში - თოვლი
ვარკეთილში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი აქტიურ ფაზაშია
პროექტის "სტუდენტური დებატ-კლუბი 2026" ფინალში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა
ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ სამშობლოსთვის, რწმენისა და სიმართლისთვის ბრძოლა უალტერნატივოა -მიხეილ ყაველაშვილი
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
17 თებერვალის ამინდის პროგნოზი
ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება
თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება
16 თებერვალს შვიდისრიანი ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია