ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული პენსიონერების ძარცვაა, რასაც "ქოლცენტრები" აკეთებენ, მნიშვნელობა არ აქვს, ეს პენსიონერები საქართველოს მოქალაქეები არიან თუ სხვა ქვეყნის - რატი იონათამიშვილი

დანაშაულების ბუნებით ერთ-ერთი ყველაზე ამორალური და მძიმე დანაშაული პენსიონერების ძარცვაა, რასაც „ქოლცენტრები" აკეთებენ. მნიშვნელობა არ აქვს, ეს პენსიონერები საქართველოს მოქალაქეები არიან თუ სხვა ქვეყნის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა შემთხვევაში ეს ამორალური დანაშაულია.

„ვინც ამ დანაშაულს ჩადის და შემდეგ სხვებს მორალს უკითხავს, ეს აჩვენებს, ამ დანაშაულის უკან როგორი ამორალური ხალხი დგას. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით სამართალდამცავი უწყებები ეფექტურად მუშაობენ. რაც შეეხება ელისო კილაძის ბრალდებებს, ევროძალები ცდილობდნენ, რომ მამუკა მდინარაძისთვის ცილი დაეწამათ, მაგრამ ვერაფერი შეძლეს, რადგან როცა ადამიანი პირნათელი და სუფთა რეპუტაციითაა, რა თქმა უნდა, მისთვის რაღაცის დაბრალებისას ოპონენტები უსუსურები არიან. ეს კარგად ამ საქმეშიც ჩანს. რა თქმა უნდა, ცილისწამება მხოლოდ სამართლებრივი დანაშაული არ არის, მორალურად ყველაზე მძიმეა, რაც შეიძლება, ადამიანმა ჩაიდინოს. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ასეთი ადამიანის მხილება ყოველ ჯერზე მოხდეს. ეს ადამიანები საკუთარ ცილისწამებაში არიან დაკარგულები", - განაცხადა იონათამიშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოების თავმჯდომარეებთან, სახელმწიფო რწმუნებულებთან და განვიხილეთ საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონების განვითარებასთან-პრემიერი
"უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა ყულევის პორტის დასანქცირებაზე, სხვა არაფერია, თუ არა ლუი XV-ის ცნობილი ფორმულის -"ჩემს შემდეგ ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა"-ცოტნე ანანიძე
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული პენსიონერების ძარცვაა, რასაც "ქოლცენტრები" აკეთებენ, მნიშვნელობა არ აქვს, ეს პენსიონერები საქართველოს მოქალაქეები არიან თუ სხვა ქვეყნის - რატი იონათამიშვილი
"არავისთან ვაპირებთ გაერთიანებას, განსაკუთრებით, "ნაცებთან," ყოფილ "ნაცებთან," მომავალში "ნაცებთან" - გიგა ფარულავა
"ელისო კილაძის დაკავებაზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს, "ქართული ოცნების" არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ დასჭირდათ, ხვალ, ზეგ შეიძლება თავისუფლებაზე იყოს ქალბატონი ელისო" - გიგა ფარულავა
ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის მერმა თამარ ტალიაშვილს ახალი მისია მიულოცა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცების საქმეში წარმატება უსურვა
გურამ ნიკოლაშვილი “პუბლიკას” ფოტოებზე: სპეციალური მისიით მიავლინეს პარლამენტში ფოტოგრაფი, რომელსაც უნდა მოეგროვებინა რუსული ანალოგის შესატყვისი მასალა
ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება
მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება-ირაკლი კობახიძე
ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება, არის ბიძინა ივანიშვილი -ალექსანდრე თამაზაშვილი
ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, აღნიშნული შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისათვის და საფუძველს მიზნობრივი პროგრამებისთვის -კახა გულედანი
საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, ამ დასკვნებს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან განვიხილავ -ალენ ბერსე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2026-2030 წლების სტრატეგიული გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა
2025 წელს თავშესაფრის მიღებაზე 1 352 განაცხადი შემოვიდა, იმ პირთა 77,7%-ს, რომელთაც შარშან მიენიჭათ საერთაშორისო დაცვა, შეადგენენ უკრაინელები, საერთაშორისო დაცვის შესახებ ახალი კანონით, მაქსიმალურად შეიზღუდა თავშესაფრის სისტემით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა -ირაკლი კობახიძე
თავიდანვე ვაცხადებდით, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტში მყიდველების ნახევარზე მეტი იქნებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, ეს დადასტურდა სტატისტიკით -პრემიერი
ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში მოთმინების კულტურა დაამკვიდრა, გახადა შესაძლებელი 2012 წელს გამარჯვების მოპოვება და 2022 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება -ირაკლი კობახიძე
უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში შემოდის მხოლოდ ბიუჯეტში 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე საქართველოში შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი -ირაკლი კობახიძე
საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები-პრემიერი
საქართველო ტურისტული ქვეყანაა და რთულია მიგრაციული პროცესების მართვა, განათლების სისტემა არის გახსნილი უცხოელებისთვის და არის შრომითი მიგრაცია, ასევე არის არალეგალური მიგრაცია-პრემიერი
გრძელდება ქართული სპორტის წარმატების ისტორია და განსაკუთრებული მადლობა ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებს, ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას-ირაკლი კობახიძე