საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2025 წლის 31 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ცესკო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მიერ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი განხორციელდა როგორც თვისებრივი და სოციოლოგიური, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. ანგარიშის მიხედვით, დამუშავდა 103 ინფორმაცია.
„ყოველდღიურად გავრცელებულ ინფორმაციაზე დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა დეზინფორმაციული და მანიპულაციური ნარატივების გავრცელება, დაინტერესებული მხარეების მხრიდან გამოიკვეთა საარჩევნო ადმინისტრაციისა და 2024-2025 წლების საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა.
ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ავრცელებდნენ დეზინფორმაციულ, მანიპულაციურ, დაუსაბუთებელ ინფორმაციას სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის, ტელევიზიების, ონლაინსააგენტოებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით.
აღსანიშნავია, რომ მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივები ეწინააღმდეგებოდა რეალობას და იყო სრულად უსაფუძვლო ან, რიგ შემთხვევებში, მანიპულირებული.
საინფორმაციო სივრცეზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ დაინტერესებული პირები კამპანიურად, იდენტური, დეზინფორმაციული და მანიპულაციური ნარატივების გავრცელებით ცდილობდნენ საარჩევნო პროცესის, ცესკო-სა და მისი ხელმძღვანელების დისკრედიტაციას.
აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დეზინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება საზოგადოების ინფორმირების მიზნით.
შესაბამისად, ცესკო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება საინფორმაციო სივრცის მონიტორინგს ახორციელებს როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში, რათა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გამოვლენის შემთხვევაში განხორციელდეს დროული და შესაბამისი რეაგირება, საზოგადოებას კი მიეწოდოს გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია“, – ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.
მსგავსი სიახლეები
ქსელური მაღაზიები მოლაპარაკებას არ აწარმოებენ- ფასის დაწევა ვერ მოხდება, თუ რეგულაციები არ დაწესდება"სანდომის" გენდირექტორი
საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა
19 თებერვალი საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღეა
"ევროპელი სოციალისტები" გამოვდივართ ინიციატივით, სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც მედიკამენტებს გამოუშვებს, წამლები უნდა იყოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი-ლადო ბოჟაძე
19 თებერვალს ყველიერის ხუთშაბათს, შიო მღვიმელის ხსენების დღეა
19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის შესასვლელთან თევზის რესტორნებს ანგრევენ - სიცრუეა!
19 თებერვლის ამინდის პროგნოზი
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18თებერვალის ამინდის პროგნოზი
ლევან მეხუზლა - 2026 წლის რთველის დროს კიდევ უფრო დაფასდება მევენახე, ვინც იზრუნებს ყურძნის ხარისხსა და კონდიციურობაზე
18 და 19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, მაღალმთიან რეგიონებში - თოვლი
ვარკეთილში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი აქტიურ ფაზაშია
პროექტის "სტუდენტური დებატ-კლუბი 2026" ფინალში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა
ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ სამშობლოსთვის, რწმენისა და სიმართლისთვის ბრძოლა უალტერნატივოა -მიხეილ ყაველაშვილი
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
17 თებერვალის ამინდის პროგნოზი
ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება