ქსელური მაღაზიები მოლაპარაკებას არ აწარმოებენ- ფასის დაწევა ვერ მოხდება, თუ რეგულაციები არ დაწესდება"სანდომის" გენდირექტორი
"ქეშბექის თემა, რომელსაც გავდივართ, განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან ყოველწლიურად ხდება ქეშბექის გადახედვა. ეს არ არის ერთი პრობლემა. ქეშბექი დაახლოებით 13-14 წლის უკან იყო 12%. როდესაც 12% იყო ყოველწლიურად გვიმატებდნენ 2%-ს. ავიდნენ 20%-ზე, დაიწყეს 3%-ის მომატება, ახლა უკვე 5%- დან 7%-მდე ყოველწლიურად გვთხოვენ ქეშბექების გადახდას", - ამის შესახებ საკონდიტრო კომპანიის "სანდომი" გენერალურმა დირექტორმა, მერაბ ვასაძემ პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით, ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.
"სანდომის" გენერალურმა დირექტორმა ბაზარზე არათანაბარ კონკურენციაზე გაამახვილა ყურადღება და მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქსელური მაღაზიებისთვის რეგულაციების დაწესება.
"ჩვენი პროდუქტები ძირითადად იყიდება იმ ქსელურ მაღაზიებში, რომლებსაც უბნის მაღაზიები ჰქვია. ესენი გაცილებით მეტს ვაჭრობენ, ვიდრე დიდი ცნობადი ქსელები. მეორე აღმოჩენა, რაც ქსელურებმა გააკეთა, არის, რომ ახლა შეიქმნა ძალიან დიდი გაერთიანება, რეალურად ბაზარზე სერიოზული მოთამაშე დარჩა 2 ან 3, ვინც ჩვენს პროდუქტს ყიდულობს. ერთ-ერთმა გაერთიანებამ გააერთიანა 5 თუ 6 წამყვანი ბრენდი, შექმნა უზარმაზარი ბრენდი, აარჩია ორი წამყვანი საკონდიტრო კომპანიიდან ერთ-ერთი და მეორეს, მაგალითად, ჩვენ, ყოველგვარი მიზეზების გარეშე განგვიცხადა უარი, ჩვენ არ გვჭირდება თქვენი პროდუქტი, იმიტომ, რომ მეორე კომპანიამ უკეთესი პირობები შემოგვთავაზაო. ჩვენი ძირითადი კონკურენტები ქართულ ბაზარზე არის რუსული, უკრაინული, თურქული საქონელი, რომელიც უფრო იაფად შემოაქვთ და იმის ინტერესი, რომ ჩვენი პროდუქცია დახლზე იდოს, ფაქტობრივად აღარ არის.
ერთ-ერთმა უდიდესმა ქსელმა, რომელმაც გააერთიანა დაახლოებით 1300-1500 მაღაზიამდე, ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე გვითხრა, რომ თქვენ თავისუფალი ხართო. შეიძლება რაღაც პირობები არ დავაკმაყოფილეთ, თუმცა ეს პირობები ყველა ცალმხრივია. ქსელური არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს. 10 წლის უკან ხელშეკრულებაში ჩაგვიწერა, რომ ყოველი წლის დასაწყისში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, შეუძლია შეგვიწყვიტოს ხელშეკრულება.
ამ დროს, ჩვენ ძალიან დიდი კრედიტები გვაქვს აღებული, უზარმაზარ შემოსავალს ვკარგავთ იმით, რომ ქსელმა უარი გვითხრა. მას ექსკლუზივი სჭირდება, იმიტომ, რომ ის მეორე კონკურენტი მუდმივად წნეხის ქვეშ ჰყავდეს, იცი რა, დააშავებ და ცუდად მოიქცევი? გაგიშვებ და მივიღებ მეორეს. ამიტომ ვთვლი, რომ თუ რაღაც რეგულირება არ იქნება ქსელურების მიმართ, რაც დრო გავა, უფრო უარეს პირობებში ჩავვარდებით. ფასის შემცირება ვერ მოხდება, თუ რეგულაციები არ დაწესდება," - განაცხადა მერაბ ვასაძემ.
მსგავსი სიახლეები
ქსელური მაღაზიები მოლაპარაკებას არ აწარმოებენ- ფასის დაწევა ვერ მოხდება, თუ რეგულაციები არ დაწესდება"სანდომის" გენდირექტორი
საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა
19 თებერვალი საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღეა
"ევროპელი სოციალისტები" გამოვდივართ ინიციატივით, სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც მედიკამენტებს გამოუშვებს, წამლები უნდა იყოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი-ლადო ბოჟაძე
19 თებერვალს ყველიერის ხუთშაბათს, შიო მღვიმელის ხსენების დღეა
19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის შესასვლელთან თევზის რესტორნებს ანგრევენ - სიცრუეა!
19 თებერვლის ამინდის პროგნოზი
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18თებერვალის ამინდის პროგნოზი
ლევან მეხუზლა - 2026 წლის რთველის დროს კიდევ უფრო დაფასდება მევენახე, ვინც იზრუნებს ყურძნის ხარისხსა და კონდიციურობაზე
18 და 19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, მაღალმთიან რეგიონებში - თოვლი
ვარკეთილში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი აქტიურ ფაზაშია
პროექტის "სტუდენტური დებატ-კლუბი 2026" ფინალში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა
ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ სამშობლოსთვის, რწმენისა და სიმართლისთვის ბრძოლა უალტერნატივოა -მიხეილ ყაველაშვილი
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
17 თებერვალის ამინდის პროგნოზი
ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება