"მშვიდობის საბჭო" ყველაზე პრესტიჟული საბჭოა, რაც კი ოდესმე შექმნილა, ჩვენ ნამდვილად კარგ საქმეს ვაკეთებთ -დონალდ ტრამპი
მინახავს რამდენიმე შესანიშნავი კორპორაციული საბჭო, მაგრამ ისინი უმნიშვნელოა „მშვიდობის საბჭოსთან" შედარებით - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს"პირველ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრება.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება შეერთებული შტატებისკენ არის მიმართული, სადაც „მშვიდობის საბჭოს" ჩამოყალიბება ხდება.
„ეს მნიშვნელოვანი დღეა და ბევრი ადამიანი აკვირდება მას, განსაკუთრებით სხვა ქვეყნებიდან, რადგან ჩვენ ლიდერების დიდი ჯგუფი გვყავს. ორგანიზაციას „მშვიდობის საბჭო" ჰქვია. ჩვენ მის შექმნას ვაპირებთ. ჩვენ ნამდვილად კარგ საქმეს ვაკეთებთ. ეს მარტივად სათქმელი სიტყვაა, თუმცა რთული მისი შესრულებაა", - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის დაწყებიდან ერთ წელიწადში რვა ომი დაასრულა, მეცხრეს დამთავრება კი ყველაზე რთული აღმოჩნდა.
„ჩვენ გვაქვს პირველი წელი, როგორიც ალბათ არასდროს ყოფილა ჩვენს ქვეყანაში, რადგან რვა ომი მოვაგვარეთ. ვფიქრობ, მეცხრე უფრო რთული აღმოჩნდა. მეგონა, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ ომის დროს არასდროს იცი, რა არის ადვილი და რა - არა. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა და ბევრ ადამიანთან დავმეგობრდი. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ქვეყანასთან ომების დასრულებაზე. ზოგიერთი ომი 32 წელი გაგრძელდა, ზოგი - 32, 34 და ერთი - 37 წელი. ეს დიდი დროა. თითოეული მათგანი დაახლოებით ორ დღეში დავასრულეთ. თუმცა ჩვენ სხვა სამუშაოც გვაქვს გასაკეთებელი და ამას ვაკეთებთ. ღაზა ძალიან რთულია. მინდა, მადლობა გადავუხადო სტივს და ჯარედს საოცარი სამუშაოსთვის; ასევე, მარკო რუბიოს და ჯეი დი ვენსს, ეს შესანიშნავი გუნდია", - განაცხადა ტრამპმა.
მსგავსი სიახლეები
აეროპორტში ძაღლის მიტოვებისთვის, ქალი დააკავეს - უცხოეთი
„ტარიფებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იმედის გამაცრუებელია მრცხვენია სასამართლოს გარკვეული წევრების გამო''- ტრამპი
Financial Times: უნგრეთმა უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროკავშირის სესხი დაბლოკა
თეირანი მზად არის აშშ-ს ბირთვული შეთანხმების გეგმა უახლოეს დღეებში წარუდგინოს - FRANCE 24
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო
სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად, 13 სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული 29 ადამიანიდან ნაწილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - სუს-ი
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის ისეთ კომპრომისზე წავიდეს, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს არ შელახავს
ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ
ბაიკალის ტბაში ტურისტების ავტობუსი ჩავარდა, დაღუპულია რვა პირი
დიდმა ბრინატეთმა აშშ-ს უარი უთხრა, ირანზე თავდასხმის მიზნით გამოიყენოს დიეგო გარსიას კუნძულსა და გლოსტერშირში მდებარე სამხედრო ბაზები
ევროკავშირის ცხრა ქვეყანა ეწინააღმდეგება ევროკომისიის გეგმას, სტრუქტურაში დამატებით 2 500 თანამშრომელი დაიქირაოს
თურქეთში „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტი ალიჯან ულუდაგი დააკავეს
მეფე ჩარლზის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი თითქმის 12-საათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს
კანონმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს -მეფე ჩარლზი პრინც ენდრიუს დაკავებაზე
"მშვიდობის საბჭო" ყველაზე პრესტიჟული საბჭოა, რაც კი ოდესმე შექმნილა, ჩვენ ნამდვილად კარგ საქმეს ვაკეთებთ -დონალდ ტრამპი
ევროკავშირმა "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დააკავეს
ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში გამჭვირვალობის კანონია საჭირო, თუმცა ირონიაა, რომ ევრობიუროკრატების იგივე ჯგუფი უნგრეთსა და საქართველოს სანქციებით ემუქრებოდა-მაიკ ბენცი
ირანში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ბრიტანელ ცოლ-ქმარს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
აშშ-ის სამხედროები მზად არიან, ირანზე დარტყმა უახლოეს შაბათ-კვირას განახორციელონ -CNN