მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრს, გევორგ პაპოიანს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრთან, გევორგ პაპოიანთან.
შეხვედრა მარიამ ქვრივიშვილის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, სომხეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, თუმცა ქვეყნებს შორის ამ კუთხით თანამშრომლობის შემდგომი განვითარების კიდევ დიდი პოტენციალი და რესურსი არსებობს, მათ შორის ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგასთან, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრთან. ჩვენი ურთიერთობები ჩვენს მეზობელ სომხეთთან განსაკუთრებულია და, რა თქმა უნდა, დღევანდელი შეხვედრაც გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გვესაუბრა, თუ როგორ შეიძლება, ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაძლიერდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. დარწმუნებულები ვართ, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების, ისევე როგორც ხალხთა შორის კავშირების გაღრმავების მიმართულებით. უახლოეს მომავალში გვექნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რითიც ორი ქვეყნის ეკონომიკა უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას, ინვესტიციების მოზიდვას და ხალხთა შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ბიზნესწრეების დაახლოების მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ კერძო სექტორებს შორის კომუნიკაციის გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით მეტი B2B შეხვედრის, სავაჭრო მისიისა და ბიზნესფორუმის ორგანიზებას.
შეხვედრისას ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მხრიდან ხაზგასმული იქნა, რომ ბოლო წლებში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება. სომხეთი ტრადიციულად საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია - 2025 წლის მონაცემებით, სომხეთი სავაჭრო ბრუნვის მიხედვით - მე-9, ექსპორტის მიმართულებით კი მე-5 პოზიციაზე იყო. მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ახალ და ტრადიციულ საექსპორტო პროდუქტებთან დაკავშირებით.
მინისტრებს შორის შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის სექტორში, ასევე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის გააქტიურების მნიშვნელობას.
„შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობის საკითხზე - თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოდან, მათ შორის, სომხეთის მიმართულებით ქართული პროდუქციის ექსპორტი. ვისაუბრეთ ტურიზმის ინდუსტრიაში მჭიდრო თანამშრომლობაზე, ისევე როგორც სხვა მიმართულებებზე, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობს, ასევე იმყოფებიან მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და თამარ იოსელიანი. სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში, გიორგი შარვაშიძემ.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში "თბილისი - ლანდშაფტის აღმოცენება"
ლევან კარანაძე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის გლობალურ ელჩად დაინიშნა
რა ეღირება დოლარი და ევრო 21 თებერვალს
მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრს, გევორგ პაპოიანს შეხვდა
თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
Hello Tech გოგოებისთვის
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება - ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
რა ეღირება დოლარი და ევრო 17 თებერვალს
თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი - Hospitality Investment Forum - გაიმართება
"ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომ დახლებზე ნაკლებად არის წარმოდგენილი ქართული ადგილობრივი პროდუქცია"-მარიამ ქვრივიშვილი
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს -100%-იანი ქეშბექი Bolt Food-ის წლიური გამოწერის სერვისზე
ეკონომიკის ზრდის კუთხით საქართველო ლიდერია როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის, ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკის თითოეული სექტორის გაძლიერება, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა -მარიამ ქვრივიშვილი
ავიაკომპანია „T'way Air"-ი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონურ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 14 თებერვალს
იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.2 პროცენტით შემცირდა
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
"იგლ ჰილსის" პროექტების მიმართ ინტერესი და ნდობა ძალიან მაღალია -ირაკლი ნადარეიშვილი
ანაბარი "საერთო მიზანი" - მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა