ყაზახეთი საკონსტიტუციო რეფორმის გატარებას გეგმავს
ყაზახეთი საკონსტიტუციო რეფორმის გატარებას გეგმავს.-ახალი კონსტიტუციის პროექტი წარმოადგენს ყაზახეთის სახელმწიფო მოწყობის მასშტაბურ გადახედვას და ახალი პოლიტიკური მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც მიმართულია მმართველობის უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და სტაბილური სისტემის შექმნისკენ.
2026 წლის 11 თებერვალს, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასსიმ-ჟომარტ ტოკაევი გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც 15 მარტს ქვეყანაში ახალი კონსტიტუციის მიღების საკითხზე ეროვნული რეფერენდუმი გაიმართება.
საკონსტიტუციო რეფორმის საწყისი წერტილი გახდა პრეზიდენტის ინიციატივა ერთპალატიან პარლამენტზე გადასვლის შესახებ. აღნიშნული იდეა კასსიმ-ჟომარტ ტოკაევმა 2025 წლის 8 სექტემბერს, ერისადმი ყოველწლიური მიმართვისას გააჟღერა. ინიციატივა მიზნად ისახავს პოლიტიკური სისტემის ყოვლისმომცველ განახლებას და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითი გავლენის მოხდენას, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.
2025 წლის 8 ოქტომბერს შეიქმნა საპარლამენტო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევიდნენ სამართალმცოდნეები, ექსპერტები, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. რამდენიმე თვის განმავლობაში საზოგადოებაში რეფორმის ინტენსიური განხილვა მიმდინარეობდა. ამ პერიოდში სამუშაო ჯგუფმა შეაჯამა მოქალაქეებისა და ექსპერტების მიერ წარმოდგენილი 2000-ზე მეტი წინადადება.
2026 წლის იანვარში ეროვნული კურულტაის ( მეხუთე სხდომაზე პრეზიდენტმა კასსიმ-ჟომარტ ტოკაევმა შეაჯამა საზოგადოებრივი განხილვების შედეგები და მომავალი ცვლილებების საერთო ხედვა წარმოადგინა. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ცვლილებები კონსტიტუციის დაახლოებით 40 მუხლს შეეხებოდა, თუმცა საჯარო დისკუსიების შედეგად მათი მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ამ პროცესის გაგრძელებად, 2026 წლის 21 იანვარს შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც 130 ადამიანი შევიდა — მათ შორის სამართალმცოდნეები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, მედიის ხელმძღვანელები, მასლიხატების თავმჯდომარეები, რეგიონული საბჭოების წევრები, ექსპერტები და აკადემიკოსები. კომისიას ხელმძღვანელობდა კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარე ელვირა აზიმოვა, ხოლო მისი მოადგილეები იყვნენ სახელმწიფო მრჩეველი იერლან კარინი და პრემიერ-მინისტრის მოადგილე, კულტურისა და ინფორმაციის მინისტრი აიდა ბალაევა.
კომისიის მუშაობის პროცესში დეტალურად განიხილეს მოქალაქეების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, იურისტების, უფლებადამცველების, პოლიტოლოგებისა და სხვა ექსპერტების მიერ წარმოდგენილი წინადადებები. 2026 წლის 11 თებერვალს კომისიამ ახალი კონსტიტუციის საბოლოო პროექტი პრეზიდენტს წარუდგინა.
რეფორმის ცენტრალური ელემენტი საპარლამენტო სისტემის გარდაქმნაა. ერთპალატიან პარლამენტზე — "კურულტაიზე" — გადასვლა, რომელიც პროპორციული წარმომადგენლობის სისტემით აირჩევა, მიზნად ისახავს მმართველობის გამარტივებას და პარლამენტის პოლიტიკური როლის გაძლიერებას.
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს საპრეზიდენტო და ეთნიკური კვოტების გაუქმებას, სოციალური წარმომადგენლობის კვოტების შენარჩუნებით. ამასთან ერთად, ფართოვდება პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციები სასამართლო ორგანოებსა და მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშვნებთან დაკავშირებით. ეს ცვლილებები მიზნად ისახავს ინსტიტუციური კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას და სახელმწიფო სისტემის უფრო დაბალანსებულ მუშაობას.
რეფორმა ასევე გულისხმობს ბიუროკრატიის შემცირებას, საპარლამენტო პროცედურების გამარტივებას და საკანონმდებლო საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას. ორპალატიან მოდელზე უარის თქმა განიხილება როგორც პოლიტიკური ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაჩქარების მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
კონსტიტუციის პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ვიცე-პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღება და საერთო ეროვნული დიალოგის ახალი პლატფორმის — ყაზახეთის სახალხო საბჭოს — შექმნა. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, საკონსტიტუციო სტატუსით, მიზნად ისახავს მმართველობის უწყვეტობისა და ინსტიტუციური მდგრადობის გაძლიერებას.
მთლიანობაში, ახალი კონსტიტუციის პროექტი წარმოადგენს ყაზახეთის სახელმწიფო მოწყობის მასშტაბურ გადახედვას და ახალი პოლიტიკური მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც მიმართულია მმართველობის უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და სტაბილური სისტემის შექმნისკენ, ასევე ხელისუფლების შტოებს შორის პასუხისმგებლობების მკაფიო გადანაწილების უზრუნველსაყოფად.
მსგავსი სიახლეები
"ნამახვანჰესის" მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია-კახა კალაძე
ყაზახეთი საკონსტიტუციო რეფორმის გატარებას გეგმავს
ყველამ კარგად ვიცით, რომ ის პროპაგანდა, რასაც საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში ისმენს, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესს და ქართველ ხალხს -კახა კალაძე
"ენჯეო" არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტი, ფინანსური საკითხები უნდა იყოს გამჭვირვალე, ჩვენ რაზეც გვაკრიტიკებდნენ, ამაზე ახლა აქტიურად მსჯელობენ ევროპის ქვეყნები-პრემიერი
შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი იყო უნაკლო, როდესაც გახარიას პარტია ასეთ კანონპროექტს მხარს არ უჭერს, პარლამენტში რესურსის სისუსტეს აჩვენებს-ირაკლი კობახიძე
შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი იყო უნაკლო, როდესაც გახარიას პარტია ასეთ კანონპროექტს მხარს არ უჭერს, პარლამენტში რესურსის სისუსტეს აჩვენებს-ირაკლი კობახიძე
გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, ამ მაგალითზეც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა -ირაკლი კობახიძე
ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ 5-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდეს ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა, რაც აბსოლუტურად რეალურია -ირაკლი კობახიძე
მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოების თავმჯდომარეებთან, სახელმწიფო რწმუნებულებთან და განვიხილეთ საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონების განვითარებასთან-პრემიერი
"უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა ყულევის პორტის დასანქცირებაზე, სხვა არაფერია, თუ არა ლუი XV-ის ცნობილი ფორმულის -"ჩემს შემდეგ ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა"-ცოტნე ანანიძე
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული პენსიონერების ძარცვაა, რასაც "ქოლცენტრები" აკეთებენ, მნიშვნელობა არ აქვს, ეს პენსიონერები საქართველოს მოქალაქეები არიან თუ სხვა ქვეყნის - რატი იონათამიშვილი
"არავისთან ვაპირებთ გაერთიანებას, განსაკუთრებით, "ნაცებთან," ყოფილ "ნაცებთან," მომავალში "ნაცებთან" - გიგა ფარულავა
"ელისო კილაძის დაკავებაზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს, "ქართული ოცნების" არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ დასჭირდათ, ხვალ, ზეგ შეიძლება თავისუფლებაზე იყოს ქალბატონი ელისო" - გიგა ფარულავა
ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის მერმა თამარ ტალიაშვილს ახალი მისია მიულოცა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცების საქმეში წარმატება უსურვა
გურამ ნიკოლაშვილი “პუბლიკას” ფოტოებზე: სპეციალური მისიით მიავლინეს პარლამენტში ფოტოგრაფი, რომელსაც უნდა მოეგროვებინა რუსული ანალოგის შესატყვისი მასალა
ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება
მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება-ირაკლი კობახიძე
ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება, არის ბიძინა ივანიშვილი -ალექსანდრე თამაზაშვილი
ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, აღნიშნული შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისათვის და საფუძველს მიზნობრივი პროგრამებისთვის -კახა გულედანი
საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, ამ დასკვნებს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან განვიხილავ -ალენ ბერსე