ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის ბიზნესმენი ივანე გოგლიძე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს „ბატონოს" ხელმძღვანელი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2025 წელს სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას". აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის საწარმოს ჩხრეკისას, ამოღებულია 17 241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი. ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს.
ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისთვის. რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
გარდა ამისა, დადგინდა, რომ კონსერვის შიგთავსი, თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით, არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი პროდუქციის გამოვლენისა და ამოღების მიზნით", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს
მე მაქვს უფლება, უკრაინულად ვილაპარაკო, რადგან მე ვარ უკრაინის მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე - სააკაშვილი
შსს 43 წლის მამაკაცის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა
ავტომობილში დამწვარი ბიჭები დეიდაშვილები, ხოლო გოგონა - მათი ბიძაშვილია... - რა არის ამ დროისთვის ცნობილი გურჯაანში მომხდარ ტრაგედიაზე
კახეთის პოლიციამ ადევნებისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შიდა ქართლის პოლიციამ საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავა
პოლიციამ იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
მეწარმეს, რომელიც შსს-სა და თავდაცვის სამინისტროებს ფალსიფიცირებული თევზის კონსერვებით ამარაგებდა, პატიმრობა შეეფარდა
,, მსჯავრდებული დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ჩვენება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმეში ვითარებას რადიკალურად შეცვლის''- იზა ომაძე
„არ ვაპირებ ჯოხის სხვაზე გადატეხვას ''- ჯუანშერ ბურჭულაძე
პარიზის სააპელაციო სასამართლომ "ნამახვანჰესის" საქმეზე სახელმწიფოს მიერ კომპანია "ენკასთვის"400 მილიონი დოლარის გადახდა შეაჩერა
პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ სოციალურად დაუცველთა ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია-კახა კალაძე
საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი იქნება მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ პროკურატურას, ამავდროულად, აღიარებენ და მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას-პროკურატურა
ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის ბიზნესმენი ივანე გოგლიძე დააკავეს
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა
შიდა ქართლში პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო