პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ სოციალურად დაუცველთა ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია-კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადება სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია და მიესალმება აღნიშნულ რეფორმას.
კახა კალაძე აღნიშნა, რომ სოციალური დახმარების დანიშვნა ან მოხსნა არ უკავშირდება პარტიულ კუთვნილებას, როგორც ზოგიერთი ცდილობს ამის წარმოჩენას.
„ყოველთვის სპეკულაციები და სიცრუე მოდის, როდესაც საქმე ეხება კონკრეტული მიმართულების გაჯანსაღებას, რეფორმის განხორციელებას. იგივე იყო ფასებთან დაკავშირებით. ნებისმიერი მიმართულება ავიღოთ, სადაც ხელისუფლება ამბობს, რომ საჭიროა გარკვეული ცვლილება და რეფორმა, საპასუხოდ ვისმენთ სიცრუეს.
რაც შეეხება სოციალურად დაუცველთა საკითხს, ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმის განხორციელება, მე ამას მივესალმები. ბევრჯერ მითქვამს მთავრობის სხდომაზეც, შეგიძლიათ ჩემი მიმართვები ამოიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ ოჯახები და ადამიანები, ვისაც ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. ვიდრე არსებობენ ასეთი ოჯახები, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს, გვერდით დაუდგეს, დაეხმაროს, ეს იქნება სხვადასხვა პროგრამის სახით ჯანდაცვის თუ სოციალური მიმართულებით", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პანდემიის პერიოდიდან მოყოლებული აღნიშნული ბაზა არ განახლებულა.
„განცხადება, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან მოვისმინეთ, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ იმ ოჯახებსა და ადამიანებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ და ჩვენი დახმარება სჭირდებათ. მახსოვს, პანდემიის პერიოდში დახმარებების თვალსაზრისით როდესაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს იყო სწორი, მაგრამ დღეს განსხვავებული მოცემულობაა. შესაბამისად, უნდა მოხდეს სოციალურად დაუცველთა ბაზის გადახედვა. იმ რთულ პერიოდში ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდა სიებში, ვისაც სახელმწიფო ეხმარებოდა. როგორც ვიცი, ამის შემდეგ აღნიშნული ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ ის, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერი სოციალური დახმარების დანიშვნა-მოხსნის საკითხის პარტიულ კუთვნილებასთან დაკავშირებას სიცრუესა და ტყუილს უწოდებს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს.
მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს
მე მაქვს უფლება, უკრაინულად ვილაპარაკო, რადგან მე ვარ უკრაინის მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე - სააკაშვილი
შსს 43 წლის მამაკაცის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა
ავტომობილში დამწვარი ბიჭები დეიდაშვილები, ხოლო გოგონა - მათი ბიძაშვილია... - რა არის ამ დროისთვის ცნობილი გურჯაანში მომხდარ ტრაგედიაზე
კახეთის პოლიციამ ადევნებისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შიდა ქართლის პოლიციამ საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავა
პოლიციამ იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
მეწარმეს, რომელიც შსს-სა და თავდაცვის სამინისტროებს ფალსიფიცირებული თევზის კონსერვებით ამარაგებდა, პატიმრობა შეეფარდა
,, მსჯავრდებული დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ჩვენება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმეში ვითარებას რადიკალურად შეცვლის''- იზა ომაძე
„არ ვაპირებ ჯოხის სხვაზე გადატეხვას ''- ჯუანშერ ბურჭულაძე
პარიზის სააპელაციო სასამართლომ "ნამახვანჰესის" საქმეზე სახელმწიფოს მიერ კომპანია "ენკასთვის"400 მილიონი დოლარის გადახდა შეაჩერა
პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ სოციალურად დაუცველთა ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია-კახა კალაძე
საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი იქნება მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ პროკურატურას, ამავდროულად, აღიარებენ და მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას-პროკურატურა
ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის ბიზნესმენი ივანე გოგლიძე დააკავეს
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა
შიდა ქართლში პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო