პარიზის სააპელაციო სასამართლომ "ნამახვანჰესის" საქმეზე სახელმწიფოს მიერ კომპანია "ენკასთვის"400 მილიონი დოლარის გადახდა შეაჩერა

პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის" საქმეზე საერთაშორისო დაადასტურა არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოს კომპანია „ენკასთვის" 400 მილიონი დოლარის გადახდა შეაჩერა, ვიდრე სააპელაციო სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოიტანს.

 

საქმე ეხება „ნამახვანჰესის" პროექტს, კერძოდ, 800-მილიონდოლარიან ჰიდროელექტროსადგურს, რომლის მშენებლობაზეც საქართველოს მთავრობამ და კომპანია „ენკამ" 2019 წელს ხელშეკრულება გააფორმეს.

 

პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, პროექტი ჩაიშალა ადგილობრივი მოსახლეობისა და გარემოსდამცველების პროტესტების ფონზე, რის შემდეგაც „ენკამ" 2021 წელს ცალმხრივად შეწყვიტა კონტრაქტი საქართველოს მხრიდან ვალდებულებების დარღვევის არგუმენტით. 2022 წელს კომპანიამ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა კომპენსაციის მოთხოვნით. 2024 წლის 13 ნოემბერს საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვა 2025 წლის 6 იანვრით დათარიღებული კიდევ ერთი შესწორება. ტრიბუნალმა დაადგინა, რომ კონტრაქტის შეწყვეტა კანონიერი იყო და საქართველოს დაავალდებულა, გადაეხადა „ენკასთვის" დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარი.

 

საქართველოს მთავრობამ პარიზის სასამართლოში სამი მოთხოვნა წარადგინა: გადაწყვეტილების გაუქმება, აღსრულების ნებართვის უარყოფა და გადახდის შეჩერება. კომპანია „ენკამ" აღსრულების ნებართვა მოითხოვა.

 

სასამართლომ ჯერ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა გადაწყვეტილებისთვის აღსრულების ნებართვის მინიჭება და აღსრულების ნებართვა გაიცა, თუმცა ამის შემდეგ სასამართლომ განიხილა გადახდის შეჩერების საკითხი. საქართველომ წარადგინა მტკიცებულება, რომ 400 მილიონი ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის 60%-ს და იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის 250%-ს შეადგენს.

 

გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ ეს არგუმენტი მიიღო და დაადგინა, რომ დაკისრებული თანხის დაუყონებლივი გადახდა „სახელმწიფო საქმეების სუვერენულ მართვას სერიოზულ ზიანს მიაყენებდა". პარიზის სააპელაციო სასამართლომ ასევე გაითვალისწინა „ენკას" სტატუსი, რომ კომპანია შეიქმნა მხოლოდ „ნამახვანჰესის" პროექტისთვის, ხოლო კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ გააჩნია მნიშვნელოვანი აქტივები. ეს კი ნიშნავს, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილება თუ გაუქმდება, საქართველოს მიერ „ენკასთვის" გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, შეიძლება, პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდეს. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, სასამართლომ გადახდა სრულად შეაჩერა სააპელაციო სასამართლოს საბოლოო განაჩენამდე.

 





მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს
მე მაქვს უფლება, უკრაინულად ვილაპარაკო, რადგან მე ვარ უკრაინის მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე - სააკაშვილი
შსს 43 წლის მამაკაცის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა
ავტომობილში დამწვარი ბიჭები დეიდაშვილები, ხოლო გოგონა - მათი ბიძაშვილია... - რა არის ამ დროისთვის ცნობილი გურჯაანში მომხდარ ტრაგედიაზე
კახეთის პოლიციამ ადევნებისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შიდა ქართლის პოლიციამ საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავა
პოლიციამ იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
მეწარმეს, რომელიც შსს-სა და თავდაცვის სამინისტროებს ფალსიფიცირებული თევზის კონსერვებით ამარაგებდა, პატიმრობა შეეფარდა
,, მსჯავრდებული დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ჩვენება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმეში ვითარებას რადიკალურად შეცვლის''- იზა ომაძე
„არ ვაპირებ ჯოხის სხვაზე გადატეხვას ''- ჯუანშერ ბურჭულაძე
პარიზის სააპელაციო სასამართლომ "ნამახვანჰესის" საქმეზე სახელმწიფოს მიერ კომპანია "ენკასთვის"400 მილიონი დოლარის გადახდა შეაჩერა
პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ სოციალურად დაუცველთა ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია-კახა კალაძე
საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი იქნება მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ პროკურატურას, ამავდროულად, აღიარებენ და მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას-პროკურატურა
ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის ბიზნესმენი ივანე გოგლიძე დააკავეს
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა
შიდა ქართლში პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო