"ნამახვანჰესის" მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია-კახა კალაძე

„ნამახვანჰესის" მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

დედაქალაქის მერი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის" საქმეზე $400 მლნ-ის გადახდის აღსრულება შეაჩერა.

კალაძის თქმით, „ნამახვანჰესის" მსგავსი პროექტები იძლევა საშუალებას, ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით იყოს დამოუკიდებელი და შეძლოს მისი ექსპორტირება.

„ჩვენი ქვეყანა ბუნებრივი რესურსებით მდიდარია. რაციონალურად უნდა ვიმოქმედოთ, რესურსები ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედის, ენერგეტიკული თვალსაზრისით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს და მეტიც, შევძლოთ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის გატანა ექსპორტზე, თურქეთში და მისი გავლით ევროპულ ქვეყნებში. საიდან ვიღებთ ელექტროენერგიის დიდ ნაწილს? ერთი, გამოვიმუშავებთ ჩვენ თვითონ; ასევე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, შემოგვაქვს რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან. იმას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე და გვქონდეს საკუთარი ელექტროენერგია, შევძლოთ მისი ექსპორტზე გატანა, „ნამახვანჰესის" მსგავსი პროექტები ძალიან უწყობს ხელს", - განაცხადა კახა კალაძე.

თბილისის მერის თქმით, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ხშირად კონკრეტული ჯგუფები, მათ შორის არასამთავრობო სექტორი აპროტესტებდა, რის გამოც ქვეყნის გარედან ფინანსდებოდნენ.

„„ნამახვანჰესის" მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია. ისიც კარგად ვიცით, ვის ინტერესში შედის, რომ საქართველო დამოკიდებული იყოს ელექტროენერგიის თვალსაზრისით მეზობელ ქვეყნებზე. ენერგეტიკის მინისტრი რომ ვიყავი, არასამთავრობო სექტორი ხშირად აპროტესტებდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. ამისთვის ისინი ქვეყნის გარედან ფინანსდებოდნენ", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი: სომხეთის პრემიერის მოადგილესთან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის, ტურიზმის, ასევე ენერგეტიკის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაზე
"ლელოს" არანაირი მხარდაჭერა არ აქვს, ნულს რომ ნული დავუმატოთ, არის ნული, შეიძლება, პოლიტიკურ სპექტრში მარტო ყოფნაზეც უარი თქვან -დავით მათიკაშვილი
სოციალური შემწეობის მიმღებთა ნუსხა უნდა გადაიხედოს და დავიდეს იმ ლოგიკურ, სამართლიან რაოდენობამდე, ვისაც ეს რეალურად სჭირდება-დავით მათიკაშვილი
"ნამახვანჰესის" მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია-კახა კალაძე
ყაზახეთი საკონსტიტუციო რეფორმის გატარებას გეგმავს
ყველამ კარგად ვიცით, რომ ის პროპაგანდა, რასაც საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში ისმენს, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესს და ქართველ ხალხს -კახა კალაძე
"ენჯეო" არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტი, ფინანსური საკითხები უნდა იყოს გამჭვირვალე, ჩვენ რაზეც გვაკრიტიკებდნენ, ამაზე ახლა აქტიურად მსჯელობენ ევროპის ქვეყნები-პრემიერი
შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი იყო უნაკლო, როდესაც გახარიას პარტია ასეთ კანონპროექტს მხარს არ უჭერს, პარლამენტში რესურსის სისუსტეს აჩვენებს-ირაკლი კობახიძე
შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი იყო უნაკლო, როდესაც გახარიას პარტია ასეთ კანონპროექტს მხარს არ უჭერს, პარლამენტში რესურსის სისუსტეს აჩვენებს-ირაკლი კობახიძე
გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, ამ მაგალითზეც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა -ირაკლი კობახიძე
ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ 5-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდეს ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა, რაც აბსოლუტურად რეალურია -ირაკლი კობახიძე
მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოების თავმჯდომარეებთან, სახელმწიფო რწმუნებულებთან და განვიხილეთ საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონების განვითარებასთან-პრემიერი
"უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა ყულევის პორტის დასანქცირებაზე, სხვა არაფერია, თუ არა ლუი XV-ის ცნობილი ფორმულის -"ჩემს შემდეგ ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა"-ცოტნე ანანიძე
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული პენსიონერების ძარცვაა, რასაც "ქოლცენტრები" აკეთებენ, მნიშვნელობა არ აქვს, ეს პენსიონერები საქართველოს მოქალაქეები არიან თუ სხვა ქვეყნის - რატი იონათამიშვილი
"არავისთან ვაპირებთ გაერთიანებას, განსაკუთრებით, "ნაცებთან," ყოფილ "ნაცებთან," მომავალში "ნაცებთან" - გიგა ფარულავა
"ელისო კილაძის დაკავებაზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს, "ქართული ოცნების" არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ დასჭირდათ, ხვალ, ზეგ შეიძლება თავისუფლებაზე იყოს ქალბატონი ელისო" - გიგა ფარულავა
ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის მერმა თამარ ტალიაშვილს ახალი მისია მიულოცა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცების საქმეში წარმატება უსურვა
გურამ ნიკოლაშვილი “პუბლიკას” ფოტოებზე: სპეციალური მისიით მიავლინეს პარლამენტში ფოტოგრაფი, რომელსაც უნდა მოეგროვებინა რუსული ანალოგის შესატყვისი მასალა
ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება
მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება-ირაკლი კობახიძე