მარიამ ქვრივიშვილი: სომხეთის პრემიერის მოადგილესთან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის, ტურიზმის, ასევე ენერგეტიკის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაზე
საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და კავშირების შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანმა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა მარიამ ქვრივიშვილის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მათივე ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების არაერთი მიმართულებისა და პრიორიტეტული საკითხის შესახებ იმსჯელეს.
„ნაყოფიერი შეხვედრა შედგა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანთან, ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების და კავშირების გაღრმავებაზე. ცხადია, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკის სექტორში - ტრანსპორტის, ტურიზმის, ისევე როგორც ენერგეტიკის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე. ამასთან, ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ სომხეთთან არსებული ურთიერთობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ ქართული პროდუქციის სომხეთში ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, რაც, რა თქმა უნდა, გააძლიერებს ქართველ მეწარმეებს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს როლს და მის კონტრიბუციას რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის კუთხით, „განსაკუთრებით იმ ჟესტის მიმართ, რომელიც საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო სიმბოლური ტარიფის დაწესებით აზერბაიჯანიდან სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების თვალსაზრისით".
როგორც აღინიშნა, საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ორივე ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორში იმპორტის, ექსპორტის, ისევე როგორც ტრანზიტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველო განაგრძობს, იყოს ძალიან სანდო პარტნიორი, განსაკუთრებით როგორც დამაკავშირებელი, ტრანზიტული ქვეყანა სომხეთის რესპუბლიკასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის.
„ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გეგმა გვაქვს, მათ შორის ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზე, რაც უზრუნველყოფს ზოგადად ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებას ერთი მხრივ ელექტროენერგიის და, მეორე მხრივ, გაზმომარაგების თვალსაზრისით", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და თამარ იოსელიანმა, ასევე საქართველოს ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძემ.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა
მარიამ ქვრივიშვილი: სომხეთის პრემიერის მოადგილესთან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის, ტურიზმის, ასევე ენერგეტიკის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაზე
"ლელოს" არანაირი მხარდაჭერა არ აქვს, ნულს რომ ნული დავუმატოთ, არის ნული, შეიძლება, პოლიტიკურ სპექტრში მარტო ყოფნაზეც უარი თქვან -დავით მათიკაშვილი
სოციალური შემწეობის მიმღებთა ნუსხა უნდა გადაიხედოს და დავიდეს იმ ლოგიკურ, სამართლიან რაოდენობამდე, ვისაც ეს რეალურად სჭირდება-დავით მათიკაშვილი
"ნამახვანჰესის" მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია-კახა კალაძე
ყაზახეთი საკონსტიტუციო რეფორმის გატარებას გეგმავს
ყველამ კარგად ვიცით, რომ ის პროპაგანდა, რასაც საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში ისმენს, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესს და ქართველ ხალხს -კახა კალაძე
"ენჯეო" არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტი, ფინანსური საკითხები უნდა იყოს გამჭვირვალე, ჩვენ რაზეც გვაკრიტიკებდნენ, ამაზე ახლა აქტიურად მსჯელობენ ევროპის ქვეყნები-პრემიერი
შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი იყო უნაკლო, როდესაც გახარიას პარტია ასეთ კანონპროექტს მხარს არ უჭერს, პარლამენტში რესურსის სისუსტეს აჩვენებს-ირაკლი კობახიძე
შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი იყო უნაკლო, როდესაც გახარიას პარტია ასეთ კანონპროექტს მხარს არ უჭერს, პარლამენტში რესურსის სისუსტეს აჩვენებს-ირაკლი კობახიძე
გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, ამ მაგალითზეც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა -ირაკლი კობახიძე
ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ 5-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდეს ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა, რაც აბსოლუტურად რეალურია -ირაკლი კობახიძე
მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოების თავმჯდომარეებთან, სახელმწიფო რწმუნებულებთან და განვიხილეთ საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონების განვითარებასთან-პრემიერი
"უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა ყულევის პორტის დასანქცირებაზე, სხვა არაფერია, თუ არა ლუი XV-ის ცნობილი ფორმულის -"ჩემს შემდეგ ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა"-ცოტნე ანანიძე
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული პენსიონერების ძარცვაა, რასაც "ქოლცენტრები" აკეთებენ, მნიშვნელობა არ აქვს, ეს პენსიონერები საქართველოს მოქალაქეები არიან თუ სხვა ქვეყნის - რატი იონათამიშვილი
"არავისთან ვაპირებთ გაერთიანებას, განსაკუთრებით, "ნაცებთან," ყოფილ "ნაცებთან," მომავალში "ნაცებთან" - გიგა ფარულავა
"ელისო კილაძის დაკავებაზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს, "ქართული ოცნების" არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ დასჭირდათ, ხვალ, ზეგ შეიძლება თავისუფლებაზე იყოს ქალბატონი ელისო" - გიგა ფარულავა
ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის მერმა თამარ ტალიაშვილს ახალი მისია მიულოცა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცების საქმეში წარმატება უსურვა
გურამ ნიკოლაშვილი “პუბლიკას” ფოტოებზე: სპეციალური მისიით მიავლინეს პარლამენტში ფოტოგრაფი, რომელსაც უნდა მოეგროვებინა რუსული ანალოგის შესატყვისი მასალა
ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება