,, სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა''- ღვინის ეროვნულ სააგენტო
ღვინის მწარმოებლებმა კარგად იციან, ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ვაზის ნერგების ხარისხი, გაშენების ექსპოზიცია, ნიადაგის შემადგენლობა, ვაზის ჯიშები. კომერციული ვენახების გაშენების დროს ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას იძლევა, მივიღოთ ხარისხიანი ყურძნის მოსავალი და, შესაბამისად, ხარისხიანი ღვინო, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ყველაფერს მეწარმე თუ გაითვალისწინებს, გაშენების თანხმობის მიღებაში დაბრკოლება არ შეექმნება.
„მსოფლიო გლობალურ ბაზარზე ღვინის მოხმარების კლების და ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის ფონზე ეს არის ერთადერთი გზა, მოხდეს უმაღლესი ხარისხის პროდუქტის წარმოება", - აღნიშნა ღლევან მეხუზლამ.
ლევან მეხუზლას განცხადებით, სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემის პრაქტიკა დანერგილია და მოქმედებს ევროკავშირის ყველა ღვინის მწარმოებელ ქვეყანაში. ამასთან, მისივე თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ" კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ცვლილებებით თანახმად, კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება, რაც განიმარტება შემდეგნაირად: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს აძლევს უფლებას, გააშენოს სამეწარმეო ვენახი. ცვლილებების მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე რეალიზაციისთვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
,, სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა''- ღვინის ეროვნულ სააგენტო
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს
წყალი 12 საათით შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს
ქსელური მაღაზიები მოლაპარაკებას არ აწარმოებენ- ფასის დაწევა ვერ მოხდება, თუ რეგულაციები არ დაწესდება"სანდომის" გენდირექტორი
საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა
19 თებერვალი საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღეა
"ევროპელი სოციალისტები" გამოვდივართ ინიციატივით, სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც მედიკამენტებს გამოუშვებს, წამლები უნდა იყოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი-ლადო ბოჟაძე
19 თებერვალს ყველიერის ხუთშაბათს, შიო მღვიმელის ხსენების დღეა
19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის შესასვლელთან თევზის რესტორნებს ანგრევენ - სიცრუეა!
19 თებერვლის ამინდის პროგნოზი
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18თებერვალის ამინდის პროგნოზი
ლევან მეხუზლა - 2026 წლის რთველის დროს კიდევ უფრო დაფასდება მევენახე, ვინც იზრუნებს ყურძნის ხარისხსა და კონდიციურობაზე
18 და 19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, მაღალმთიან რეგიონებში - თოვლი
ვარკეთილში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი აქტიურ ფაზაშია
პროექტის "სტუდენტური დებატ-კლუბი 2026" ფინალში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა
ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ სამშობლოსთვის, რწმენისა და სიმართლისთვის ბრძოლა უალტერნატივოა -მიხეილ ყაველაშვილი
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი