,, მსჯავრდებული დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ჩვენება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმეში ვითარებას რადიკალურად შეცვლის''- იზა ომაძე
მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე აცხადებს, რომ წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, მსჯავრდებული დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ჩვენება ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეში ვითარებას რადიკალურად შეცვლის.„5 წლის წინაც ვიცოდი გარკვეული დეტალები, მაგრამ ამხელა თანამდებობის პირისგან, ვინც უშუალოდ იყო დამკავებელი, ჰქონდა გარკვეულ ადამიანებთან შეხვედრა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყო და მადლობა ღმერთს, რომ მან გადადგა ეს ნაბიჯი და აღიარებითი ჩვენება მისცა ყველაფერზე. ეს ძალიან დაეხმარება გამოძიებას. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მოტივი აბსოლუტურად იცვლება. არანაირ ლოგიკით არ ჯდება ის მოტივი, რაც პროკურატურამ გააჟღერა. საქმე აბსოლუტურად თავდაყირა დადგება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი ეს ჩვენება. მჯერა, რომ ბოლომდე შეძლებს ჩვენების დაცვას. ის აღიარებითი ჩვენება, რაც მან დღეს დაკითხვის დროს აღიარა, აუცილებლად უნდა მოვიდეს სრულყოფილებაში და სამართალი უნდა აღსრულდეს. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამისად",- აცხადებს იზა ომაძე.ომაძე ასევე აღნიშნავს, რომ მკვლელობის უკან შესაძლოა, მაღალჩინოსნების ინტერესები იდგეს. მისი განცხადებით, საქმე არ იყო მხოლოდ ახალგაზრდების მიერ ჩადენილი დანაშაული და „დაკვეთა ზემოდან მოდიოდა".„სახელებს და გვარებს ვერ დავასახლებ, მაგრამ ცნობილი იყო, რომ მაღალჩინოსნები განა ხელს აფარებდნენ, არამედ სწორედ დაკვეთა მოდიოდა. არა ახალგაზრდების მიერ იყო ეს ჩადენილი, უფრო ზემოდან და უფრო დიადი მოტივით მოდიოდა მკვლელობის საქმე. სახლებს და გვარებს მე არ დავასწრებ არც ადვოკატს, არც გამოძიებას . მირჩევნია, რომ ჯერ მათ გაავრცელონ სახელი და გვარები. მერე მე გადავდგამ შემდეგ ნაბიჯს",- აცხადებს ომაძე.შეგახსენებთ, ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მეკვლეობის ორგანიზების საქმეზე, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული დიმიტრი ქვაჭრელიშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გამოიკითხა.დიმიტრი ქვაჭრელიშვილი არის ის პირი, რომელმაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავა.ადვოკატის განცხადებით, ქვაჭრელიშვილმა 5 წლის შემდეგ, თავად გადაწყვიტა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებისთვის ჩვენება მიეცა.რაც შეეხება თავად ქვაჭრელიშვილს, ის სხვა სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. კერძოდ კი, ქვაჭრელიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქრთამის აღებას ედავებოდნენ.დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, გამოკითხვა ჩაატარა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ერთ-ერთმა გამომძიებელმა.როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, გამოძიებას უკვე გააჩნია დეტალური მონაცემები: მსჯავრდებულების - აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის მიერ გადმოცემული სრული ვერსია, ლოკაციები, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, ტერიტორია, სადაც დანაშაული იგეგმებოდა, ასევე იმ ყოფილი და მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების ვინაობა, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში წყნეთის პოლიციაში იმყოფებოდნენ.
მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს
მე მაქვს უფლება, უკრაინულად ვილაპარაკო, რადგან მე ვარ უკრაინის მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე - სააკაშვილი
შსს 43 წლის მამაკაცის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა
ავტომობილში დამწვარი ბიჭები დეიდაშვილები, ხოლო გოგონა - მათი ბიძაშვილია... - რა არის ამ დროისთვის ცნობილი გურჯაანში მომხდარ ტრაგედიაზე
კახეთის პოლიციამ ადევნებისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შიდა ქართლის პოლიციამ საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავა
პოლიციამ იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
მეწარმეს, რომელიც შსს-სა და თავდაცვის სამინისტროებს ფალსიფიცირებული თევზის კონსერვებით ამარაგებდა, პატიმრობა შეეფარდა
,, მსჯავრდებული დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ჩვენება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმეში ვითარებას რადიკალურად შეცვლის''- იზა ომაძე
„არ ვაპირებ ჯოხის სხვაზე გადატეხვას ''- ჯუანშერ ბურჭულაძე
პარიზის სააპელაციო სასამართლომ "ნამახვანჰესის" საქმეზე სახელმწიფოს მიერ კომპანია "ენკასთვის"400 მილიონი დოლარის გადახდა შეაჩერა
პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ სოციალურად დაუცველთა ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია-კახა კალაძე
საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი იქნება მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ პროკურატურას, ამავდროულად, აღიარებენ და მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას-პროკურატურა
ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის ბიზნესმენი ივანე გოგლიძე დააკავეს
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა
შიდა ქართლში პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო