გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს-შალვა პაპუაშვილი
საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის პირველი მუხლი ასე იწყება: „საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო". ამ ერთი წინადადებით განსაკუთრებული სიცხადით ყალიბდება ეროვნული სახელმწიფოებრიობის არსი და ისტორიული ამოცანა - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვა და ეროვნული ერთიანობის შენარჩუნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციის პირველ მუხლებში განსხვავებული აქცენტებია, საქართველოს შემთხვევაში კი განმსაზღვრელი სიტყვებია - თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა, რაც, სამართლებრივ ნორმასთან ერთად, პოლიტიკური მანიფესტიც არის.
„ალბათ არაფერი არ ასახავს ისე მკაფიოდ სახელმწიფოს ისტორიულ გამოცდილებას და მის წინაშე მდგომ ისტორიულ ამოცანას, როგორც მისი კონსტიტუციის პირველი მუხლი. ის მთავარი დებულება, სადაც აისახება, თუ რას ეფუძნება ქვეყანა და რა არის მისი არსებობის მთავარი აზრი.
აშშ-ის კონსტიტუცია სახელმწიფოს საფუძვლად ინსტიტუციურ წესრიგს აყენებს და პირველივე მუხლით კონგრესის „საკანონმდებლო ძალაუფლებას" განსაზღვრავს. საფრანგეთის კონსტიტუცია აცხადებს, რომ საფრანგეთი არის „განუყოფელი, სეკულარული, დემოკრატიული და სოციალური რესპუბლიკა", რითიც რესპუბლიკურ და სამოქალაქო იდენტობას უსვამს ხაზს. გერმანია, თავისი მძიმე ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის პირველივე მუხლს იწყებს სიტყვებით: „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია" და მის დაცვას სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად აქცევს. იტალიის კონსტიტუცია კი „შრომაზე დაფუძნებულ" რესპუბლიკას აცხადებს, რაც სოციალური სახელმწიფოს იდეას გამოხატავს.
საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის პირველი მუხლი ასე იწყება: „საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო". ამ ერთი წინადადებით განსაკუთრებული სიცხადით ყალიბდება ეროვნული სახელმწიფოებრიობის არსი და ის ისტორიული ამოცანა, რომელიც ქართველი ერის წინაშე საუკუნეების განმავლობაში იდგა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვა და ეროვნული ერთიანობის შენარჩუნება.
სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციის პირველ მუხლებში განსხვავებული აქცენტებია: ზოგან - ადამიანის უფლებები, ზოგან - ხალხის სუვერენიტეტი, ზოგან - სოციალური სახელმწიფოს პრინციპები ან ინსტიტუციური მოწყობა. საქართველოს შემთხვევაში კი განმსაზღვრელი სიტყვებია - თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა. სამართლებრივ ნორმასთან ერთად, ეს არის პოლიტიკური მანიფესტიც, რომელიც ილია ჭავჭავაძემ ყველაზე ხატოვნად გადმოსცა - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს". ეს იდეა გაგრძელდა და გამყარდა 1995 წლის კონსტიტუციაშიც, რომლის პირველი მუხლი კვლავ სახელმწიფო სუვერენიტეტსა და ერთიანობას ეხება.
გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს. დღეს, რომელიც გვახსენებს, რომ სახელმწიფოებრიობა სწორედ სუვერენიტეტიდან იწყება", - წერს პაპუაშვილი.
მსგავსი სიახლეები
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ "ნამახვანჰესის" საქმე არ დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტსა და საზოგადოების განვითარებას, ვეცდებით, ეს საკითხი ეტაპობრივად ჩავხუროთ -ლევან მახაშვილი
სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ახალ პასპორტებში ხარვეზის გამო ათობით საქართველოს მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს, ერთეულ შემთხვევებს ვიკვლევთ-სერვისების განვითარების სააგენტო
გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს-შალვა პაპუაშვილი
,,მდევნიან შეთხზული დანაშაულით, ცდილობენ, ჩამომართვან ისტორიული სამშობლო, ქართველმა ხალხმა უნდა გაახილოს თვალები''- ოთარ ფარცხალაძე
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა
მარიამ ქვრივიშვილი: სომხეთის პრემიერის მოადგილესთან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის, ტურიზმის, ასევე ენერგეტიკის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაზე
"ლელოს" არანაირი მხარდაჭერა არ აქვს, ნულს რომ ნული დავუმატოთ, არის ნული, შეიძლება, პოლიტიკურ სპექტრში მარტო ყოფნაზეც უარი თქვან -დავით მათიკაშვილი
სოციალური შემწეობის მიმღებთა ნუსხა უნდა გადაიხედოს და დავიდეს იმ ლოგიკურ, სამართლიან რაოდენობამდე, ვისაც ეს რეალურად სჭირდება-დავით მათიკაშვილი
"ნამახვანჰესის" მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია-კახა კალაძე
ყაზახეთი საკონსტიტუციო რეფორმის გატარებას გეგმავს
ყველამ კარგად ვიცით, რომ ის პროპაგანდა, რასაც საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში ისმენს, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესს და ქართველ ხალხს -კახა კალაძე
"ენჯეო" არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტი, ფინანსური საკითხები უნდა იყოს გამჭვირვალე, ჩვენ რაზეც გვაკრიტიკებდნენ, ამაზე ახლა აქტიურად მსჯელობენ ევროპის ქვეყნები-პრემიერი
შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი იყო უნაკლო, როდესაც გახარიას პარტია ასეთ კანონპროექტს მხარს არ უჭერს, პარლამენტში რესურსის სისუსტეს აჩვენებს-ირაკლი კობახიძე
შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი იყო უნაკლო, როდესაც გახარიას პარტია ასეთ კანონპროექტს მხარს არ უჭერს, პარლამენტში რესურსის სისუსტეს აჩვენებს-ირაკლი კობახიძე
გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, ამ მაგალითზეც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა -ირაკლი კობახიძე
ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ 5-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდეს ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა, რაც აბსოლუტურად რეალურია -ირაკლი კობახიძე
მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოების თავმჯდომარეებთან, სახელმწიფო რწმუნებულებთან და განვიხილეთ საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონების განვითარებასთან-პრემიერი
"უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა ყულევის პორტის დასანქცირებაზე, სხვა არაფერია, თუ არა ლუი XV-ის ცნობილი ფორმულის -"ჩემს შემდეგ ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა"-ცოტნე ანანიძე
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული პენსიონერების ძარცვაა, რასაც "ქოლცენტრები" აკეთებენ, მნიშვნელობა არ აქვს, ეს პენსიონერები საქართველოს მოქალაქეები არიან თუ სხვა ქვეყნის - რატი იონათამიშვილი
"არავისთან ვაპირებთ გაერთიანებას, განსაკუთრებით, "ნაცებთან," ყოფილ "ნაცებთან," მომავალში "ნაცებთან" - გიგა ფარულავა
