"ძალიან შთამბეჭდავი სია დაასახელეთ ადამიანების, რომლებსაც სინამდვილეში ეშინიათ უბრალოდ მართალი სიტყვის"-შალვა პაპუაშვილი
ესეც სწორედ იმ პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც თავს ახვევენ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ქართულ საზოგადოებას, რომ აუკრძალოს კრიტიკული აზრის მოსმენა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები" იმ ფაქტს, რომ გადაცემაში ოპოზიციურად განწყობილი რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი არ მივიდა.
მისი თქმით, მთავარი, რასაც „ქართულ ოცნებასთან", საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით უფრთხიან, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთ, ეს არის „ჩვენი მართალი სიტყვა".
„ძალიან შთამბეჭდავი სია დაასახელეთ ადამიანების, რომლებსაც სინამდვილეში ეშინიათ უბრალოდ მართალი სიტყვის. მთავარი, რასაც „ქართულ ოცნებასთან", საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით უფრთხიან, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთ, ეს არის ჩვენი მართალი სიტყვა. არ არსებობს საკითხი, რომელზეც გვისაუბრია და შემდეგ ხან ერთი კვირა სჭირდება, ხან ერთი თვე, ხან შეიძლება ერთი წელი დასჭირდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა რწმუნდება, რომ ეს არის სიმართლე, რაზეც ვსაუბრობდით. ესეც სწორედ იმ პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც თავს ახვევენ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ქართულ საზოგადოებას, რომ აუკრძალოს კრიტიკული აზრის მოსმენა და დასვას იმ ნარატივზე, რომელზეც სურთ, რომ დასხდნენ. ესეც [დებატებზე არდასწრება] ერთი კარგი მხილება და ლუსტრაციაა, თუ სინამდვილეში რამდენად დემოკრატიულები არიან უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
,,2012 წელს რაც მოხდა, კარგი რაღაც მოხდა, მაგრამ გამოდის, რომ ახლა 2012 წლის ბიძინა ივანიშვილს ებრძვით“- ალექსანდრე რაქვიაშვილი
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: შთაბეჭდილება მრჩება, ხართ პოზიციაში, რიყეზე რომ გავა ადამიანი და ქვას ვერ დაინახავს - სამყაროში რა ხდება, თითქოს ვერ ხვდებით
არ არსებობს ქვეყანა და ორგანიზაცია, რომელიც დღეს უცხოური გავლენის რისკებზე არ საუბრობდეს - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი: ეკა გიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი?!
შალვა პაპუაშვილი: უცხოურ გავლენებს და უცხოურ ფულს სჭირდება ფრთხილი მიდგომა, გამჭვირვალობა და რეგულაცია
"ძალიან შთამბეჭდავი სია დაასახელეთ ადამიანების, რომლებსაც სინამდვილეში ეშინიათ უბრალოდ მართალი სიტყვის"-შალვა პაპუაშვილი
,,მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დანიშნულ ექსპერტებთან შეხვედრაზე - საუბარი შეეხო სისტემურ წამებას, ძალადობას და ქვეყანაში არსებულ ვითარებას''- თაზო დათუნაშვილი
ყველა ერთად უნდა ვურტყამდეთ პოლიციელებს სილას, ნავთის ბოთლით მივდიოდეთ მართლმსაჯულების სახლი რომ ჰქვია, იმის დასაწვავად, შევგროვდებით, მალე დავიწყებთ და დავამთავრებთ-ირინა სარიშვილი
სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, მაგრამ აქაც დაგროვდა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია, რათა სისტემა იყოს სამართლიანი -ირაკლი ქადაგიშვილი
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ "ნამახვანჰესის" საქმე არ დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტსა და საზოგადოების განვითარებას, ვეცდებით, ეს საკითხი ეტაპობრივად ჩავხუროთ -ლევან მახაშვილი
სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ახალ პასპორტებში ხარვეზის გამო ათობით საქართველოს მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს, ერთეულ შემთხვევებს ვიკვლევთ-სერვისების განვითარების სააგენტო
გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს-შალვა პაპუაშვილი
,,მდევნიან შეთხზული დანაშაულით, ცდილობენ, ჩამომართვან ისტორიული სამშობლო, ქართველმა ხალხმა უნდა გაახილოს თვალები''- ოთარ ფარცხალაძე
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა
მარიამ ქვრივიშვილი: სომხეთის პრემიერის მოადგილესთან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის, ტურიზმის, ასევე ენერგეტიკის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაზე
"ლელოს" არანაირი მხარდაჭერა არ აქვს, ნულს რომ ნული დავუმატოთ, არის ნული, შეიძლება, პოლიტიკურ სპექტრში მარტო ყოფნაზეც უარი თქვან -დავით მათიკაშვილი
სოციალური შემწეობის მიმღებთა ნუსხა უნდა გადაიხედოს და დავიდეს იმ ლოგიკურ, სამართლიან რაოდენობამდე, ვისაც ეს რეალურად სჭირდება-დავით მათიკაშვილი
"ნამახვანჰესის" მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია-კახა კალაძე
ყაზახეთი საკონსტიტუციო რეფორმის გატარებას გეგმავს