შალვა პაპუაშვილი: ეკა გიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი?!
ეკა გიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი?!- განაცხადა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც დონორის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ულტიმატუმს უყენებს არჩეულ ხელისუფლებას, იმუქრება მისი წალეკვით, თუ მას არ ჩასვამენ მთავრობაში, ასეთმა დონორმა იმწამსვე უნდა შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ კეთილსინდისიერია. როდესაც აგრძელებს დაფინანსებას, ე.ი. იღებს ამას როგორც მოცემულობას.
„ეკა გიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი?! ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინეთ, როგორც საქართველოს მოქალაქეს, გაქვთ ინტერესი რაში ხარჯავს ბელგია, ნიდერლანდები და ა.შ. თანხას საქართველოში? შედით და გახსენით ISFED-ის გვერდი და ნახეთ თუ მოძებნით ვინ აფინანსებს, რა პროექტები აქვთ, ვინ არიან დონორები. ფაქტია, რომ გაუმჭვირვალეა პროცესი. ჩამოუარეთ [არასამთავრობო ორგანიზაციების] ვებ-გვერდებს და რამდენის დაფინანსებას ნახავთ. ზოგან შეიძლება ნახოთ მარტო ლოგო, ზოგან - ჩამონათვალი, პროექტის დასახელება, ან თანხა არ იყოს მითითებული", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ შეახსენა, რომ რამდენიმე პროექტში, მათ შორის ევროკავშირის პროექტ „ერასმუსში", პოლიტიკური სწავლების სკოლაში, რომელიც ევროსაბჭოს მიერ ფინანსდებოდა, მას და შალვა პაპუაშვილს, ასევე ლევან მახაშვილს ერთად მიუღიათ მონაწილეობა სემინარებში და გამოდის თუ არა, რომ სამივე აგენტები არიან.
„აგენტი რა შუაშია?! ფაქტი არის, რომ არ არის ცნობილი ვინ ვის აფინანსებს. არ იყო სისტემა, სადაც შეხვიდოდი ადამიანი და გაიგებდი, მაგალითად ვინ აფინანსებს ISFED-ს. 2022 წელს ივნისში, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, პარლამენტის წინ „ენჯეობი" რომ ჩამწკრივდნენ სცენაზე, მოითხოვეს, რომ პარლამენტს დაეთხოვა მთავრობა, შეექმნა ტექნიკური მთავრობა, სადაც 1/3 იქნება უმრავლესობა, 1/3 ოპოზიცია და 1/3 უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები", რომელსაც ვეტოს უფლება ექნებოდა. თან თქვეს, ეს თუ არ მოხდება, წაგლეკავთო. ასე დაგვემუქრნენ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები. ამის შემდეგ როდესაც შეხვედრები მქონდა ელჩებთან, დონორებთან, ყველას ვაჩვენებდი ამ ფოტოს, სადაც „ენჯეო" ლიდერები ჩანან და ყველა ხელს იბანდა. ამბობდნენ, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ და არ ვიცით ვინ აფინანსებსო. ასე ხელის დაბანა ხდებოდა მათ ქცევაზე. როდესაც დონორის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ულტიმატუმს უყენებს არჩეულ ხელისუფლებას, იმუქრება მისი წალეკვით, თუ მას არ ჩასვამენ მთავრობაში, ასეთმა დონორმა იმწამსვე უნდა შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ კეთილსინდისიერია. როდესაც აგრძელებს დაფინანსებას, ე.ი. იღებს ამას როგორც მოცემულობას", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
,,არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს''- შალვა პაპუაშვილი
,,უცხოურ ინტერესებში სათაკილო არაფერია, როდესაც ის საქართველოს ინტერესებს ემთხვევა''- შალვა პაპუაშვილი
,,დღეს რომ მზია ამაღლობელი იხდის სასჯელს, გარდა მისი საქციელისა, მთავარი დამნაშავე არის ზოგიერთი ელჩი, სასამართლოში რომ ისხდნენ''- პაპუაშვილი
,,2012 წელს რაც მოხდა, კარგი რაღაც მოხდა, მაგრამ გამოდის, რომ ახლა 2012 წლის ბიძინა ივანიშვილს ებრძვით“- ალექსანდრე რაქვიაშვილი
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: შთაბეჭდილება მრჩება, ხართ პოზიციაში, რიყეზე რომ გავა ადამიანი და ქვას ვერ დაინახავს - სამყაროში რა ხდება, თითქოს ვერ ხვდებით
არ არსებობს ქვეყანა და ორგანიზაცია, რომელიც დღეს უცხოური გავლენის რისკებზე არ საუბრობდეს - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი: ეკა გიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი?!
შალვა პაპუაშვილი: უცხოურ გავლენებს და უცხოურ ფულს სჭირდება ფრთხილი მიდგომა, გამჭვირვალობა და რეგულაცია
"ძალიან შთამბეჭდავი სია დაასახელეთ ადამიანების, რომლებსაც სინამდვილეში ეშინიათ უბრალოდ მართალი სიტყვის"-შალვა პაპუაშვილი
,,მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დანიშნულ ექსპერტებთან შეხვედრაზე - საუბარი შეეხო სისტემურ წამებას, ძალადობას და ქვეყანაში არსებულ ვითარებას''- თაზო დათუნაშვილი
ყველა ერთად უნდა ვურტყამდეთ პოლიციელებს სილას, ნავთის ბოთლით მივდიოდეთ მართლმსაჯულების სახლი რომ ჰქვია, იმის დასაწვავად, შევგროვდებით, მალე დავიწყებთ და დავამთავრებთ-ირინა სარიშვილი
სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, მაგრამ აქაც დაგროვდა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია, რათა სისტემა იყოს სამართლიანი -ირაკლი ქადაგიშვილი
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ "ნამახვანჰესის" საქმე არ დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტსა და საზოგადოების განვითარებას, ვეცდებით, ეს საკითხი ეტაპობრივად ჩავხუროთ -ლევან მახაშვილი
სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ახალ პასპორტებში ხარვეზის გამო ათობით საქართველოს მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს, ერთეულ შემთხვევებს ვიკვლევთ-სერვისების განვითარების სააგენტო
გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს-შალვა პაპუაშვილი
,,მდევნიან შეთხზული დანაშაულით, ცდილობენ, ჩამომართვან ისტორიული სამშობლო, ქართველმა ხალხმა უნდა გაახილოს თვალები''- ოთარ ფარცხალაძე
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა
მარიამ ქვრივიშვილი: სომხეთის პრემიერის მოადგილესთან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის, ტურიზმის, ასევე ენერგეტიკის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაზე
"ლელოს" არანაირი მხარდაჭერა არ აქვს, ნულს რომ ნული დავუმატოთ, არის ნული, შეიძლება, პოლიტიკურ სპექტრში მარტო ყოფნაზეც უარი თქვან -დავით მათიკაშვილი