ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
საეკლესიო სწავლებით, მართლმადიდებელი ქრისტიანები ყველიერის კვირის ბოლო დღეს ერთმანეთს შენდობასა და მიტევებას სთხოვენ.
შენდობის დღე წინ უძღვის დიდ მარხვას, რომელიც, ქრისტიანული სწავლებით, სწორედ სინანულისა და სულიერი განწმენდის მარხვას წარმოადგენს. ამ დღეს ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები. ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას. მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დააწესეს ეგვიპტის უდაბოში მოღვაწე მამებმა.
ამ დღეს ბერები ერთმანეთისგან ცოდვების შენდობას ითხოვდნენ და უდაბნოში აღდგომის საგალობლების გალობით მიდიოდნენ, რადგან არ იცოდნენ, მშვიდობით დაბრუნდებოდნენ თუ არა თავიანთ მონასტრებში აღდგომისათვის. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სწორედ სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ და შენდობისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება. შენდობის კვირის შემდეგ იწყება დიდი მარხვა, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე გრძელდება
შენდობის დღეს წასაკითხი ლოცვა
უსწავლელთა მასწავლელო და სიბრძნისა მომცემელო, და გლახაკთა ხელისამპყრობელო, მეუფეო ქრისტე, განამტკიცე და განაბრძვნე გული ჩემი, და მომეც მე სიტყუა, სიტყუა ღმრთისაო, რაითა ლმობიერად გიღაღადებდე: ჰეი მრავალმოწყალეო, მომეც კურნებაი და შემიწყალე მე.
მსგავსი სიახლეები
ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
22 თებერვლის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
21 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
,, სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა''- ღვინის ეროვნულ სააგენტო
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს
წყალი 12 საათით შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს
ქსელური მაღაზიები მოლაპარაკებას არ აწარმოებენ- ფასის დაწევა ვერ მოხდება, თუ რეგულაციები არ დაწესდება"სანდომის" გენდირექტორი
საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა
19 თებერვალი საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღეა
"ევროპელი სოციალისტები" გამოვდივართ ინიციატივით, სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც მედიკამენტებს გამოუშვებს, წამლები უნდა იყოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი-ლადო ბოჟაძე
19 თებერვალს ყველიერის ხუთშაბათს, შიო მღვიმელის ხსენების დღეა
19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის შესასვლელთან თევზის რესტორნებს ანგრევენ - სიცრუეა!
19 თებერვლის ამინდის პროგნოზი
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18თებერვალის ამინდის პროგნოზი