სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება

 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბექა ურუშაძემ, სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელებასთან  დაკავშირებული პროცედურები ადგილზე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, გივი მეტრეველთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი მაჭავარიანთან ერთად შეაფასა.

ბექა ურუშაძემ აღნიშნა, რომ  პროექტის  მოქმედი ხელშეკრულების შეწყვეტის  გადაწყვეტილება ფონდმა მას შემდეგ მიიღო,  რაც კონტაქტორთან ერთად პროექტის გაგრძელებისთვის  არსებული ყველა შესაძლო რესურსი ამოიწურა.

„ამ პროცესის თითოეული ეტაპი - ხელშეკრულების შეწყვეტიდან ახალი ტენდერის გამოცხადებამდე - აზიის განვითარების ბანკთან (ADB) მჭიდრო კოორდინაციითა და ჩართულობით მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის პრიორიტეტი ყოველთვის არის მოსახლეობისა და სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით იმ პროექტებზე, რომლებიც პრობლემური მდგომარეობით გადმოგვეცა",- განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ბექა ურუშაძემ ასევე განმარტა, რომ  პროცედურას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ფონდი მაქსიმალურად ცდილობს ყველა ეტაპი მოკლე ვადებში, გამჭვირვალედ დასრულდეს და  კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ,  სამუშაოების დასარულებლად, ახალი ტენდერი, აპრილ-მაისში გამოცხადდეს.

 

 





მსგავსი სიახლეები
დღეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან რვა წელი გავიდა
სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება
ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
22 თებერვლის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
21 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
,, სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა''- ღვინის ეროვნულ სააგენტო
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს
წყალი 12 საათით შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს
ქსელური მაღაზიები მოლაპარაკებას არ აწარმოებენ- ფასის დაწევა ვერ მოხდება, თუ რეგულაციები არ დაწესდება"სანდომის" გენდირექტორი
საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა
19 თებერვალი საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღეა
"ევროპელი სოციალისტები" გამოვდივართ ინიციატივით, სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც მედიკამენტებს გამოუშვებს, წამლები უნდა იყოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი-ლადო ბოჟაძე
19 თებერვალს ყველიერის ხუთშაბათს, შიო მღვიმელის ხსენების დღეა
19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის შესასვლელთან თევზის რესტორნებს ანგრევენ - სიცრუეა!
19 თებერვლის ამინდის პროგნოზი
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება