მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი დაამტკიცა

 

საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა.

დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

„შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი" (შემდგომ - წესი) განსაზღვრავს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე, რომლის მიზანია ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება საქართველოში ან დისტანციურად, ასევე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე თვითდასაქმებულ უცხოელზე, რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას, მათ შორის, არის ვაჭრობის, მომსახურების, ან სხვა ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი, ან პარტნიორი, დამოუკიდებელი კონტრაქტორი, ან სხვაგვარად არის ჩართული სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში და ამ საქმიანობის მიზანი ფინანსური სარგებლის მიღებაა, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პირობებს, კრიტერიუმებს, პროცედურებსა და ვადებს, შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის, გაგრძელების, ასევე შრომითი საქმიანობის უფლების გამცემი და შრომითი საქმიანობის უფლების პირობების დაცვაზე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილებას.

ასევე, დადგენილებაში განსაზღვრულია იმ პროფესიებისა და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც დაწესებულია წლიური კვოტები.

წლიური კვოტები წესდება შემდეგ პროფესიებსა და შრომით/სამეწარმეო საქმიანობებზე:

ა) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, წლიური კვოტაა - 0;

ბ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან, წლიური კვოტაა - 0;

გ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა - 0;

დ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა - 200.

ამ დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კვოტები არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

დადგენილება 2026 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება.

 

 





მსგავსი სიახლეები
მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი დაამტკიცა
მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალათ
,,არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს''- შალვა პაპუაშვილი
,,უცხოურ ინტერესებში სათაკილო არაფერია, როდესაც ის საქართველოს ინტერესებს ემთხვევა''- შალვა პაპუაშვილი
,,დღეს რომ მზია ამაღლობელი იხდის სასჯელს, გარდა მისი საქციელისა, მთავარი დამნაშავე არის ზოგიერთი ელჩი, სასამართლოში რომ ისხდნენ''- პაპუაშვილი
,,2012 წელს რაც მოხდა, კარგი რაღაც მოხდა, მაგრამ გამოდის, რომ ახლა 2012 წლის ბიძინა ივანიშვილს ებრძვით“- ალექსანდრე რაქვიაშვილი
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: შთაბეჭდილება მრჩება, ხართ პოზიციაში, რიყეზე რომ გავა ადამიანი და ქვას ვერ დაინახავს - სამყაროში რა ხდება, თითქოს ვერ ხვდებით
არ არსებობს ქვეყანა და ორგანიზაცია, რომელიც დღეს უცხოური გავლენის რისკებზე არ საუბრობდეს - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი: ეკა გიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი?!
შალვა პაპუაშვილი: უცხოურ გავლენებს და უცხოურ ფულს სჭირდება ფრთხილი მიდგომა, გამჭვირვალობა და რეგულაცია
"ძალიან შთამბეჭდავი სია დაასახელეთ ადამიანების, რომლებსაც სინამდვილეში ეშინიათ უბრალოდ მართალი სიტყვის"-შალვა პაპუაშვილი
,,მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დანიშნულ ექსპერტებთან შეხვედრაზე - საუბარი შეეხო სისტემურ წამებას, ძალადობას და ქვეყანაში არსებულ ვითარებას''- თაზო დათუნაშვილი
ყველა ერთად უნდა ვურტყამდეთ პოლიციელებს სილას, ნავთის ბოთლით მივდიოდეთ მართლმსაჯულების სახლი რომ ჰქვია, იმის დასაწვავად, შევგროვდებით, მალე დავიწყებთ და დავამთავრებთ-ირინა სარიშვილი
სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, მაგრამ აქაც დაგროვდა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია, რათა სისტემა იყოს სამართლიანი -ირაკლი ქადაგიშვილი
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ "ნამახვანჰესის" საქმე არ დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტსა და საზოგადოების განვითარებას, ვეცდებით, ეს საკითხი ეტაპობრივად ჩავხუროთ -ლევან მახაშვილი
სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ახალ პასპორტებში ხარვეზის გამო ათობით საქართველოს მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს, ერთეულ შემთხვევებს ვიკვლევთ-სერვისების განვითარების სააგენტო
გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს-შალვა პაპუაშვილი
,,მდევნიან შეთხზული დანაშაულით, ცდილობენ, ჩამომართვან ისტორიული სამშობლო, ქართველმა ხალხმა უნდა გაახილოს თვალები''- ოთარ ფარცხალაძე
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა