შსს 43 წლის მამაკაცის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული გ.შ დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ კასპის რაიონის სოფელ ოკამში მცხოვრებმა ბრალდებულმა პირმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაზიანება მიაყენა 1983 წელს დაბადებულ მ.შ-ს. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მომხდარიდან მალევე დაადგინეს.გ.შ-ს საცხოვრებელ სახლთან, მისი დაკავების მიზნით მისულ სამართალდამცველებს ბრალდებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც ადგილზე საჭირო გახდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების მობილიზება.
შიდა ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ წარმატებით ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად გ.შ. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს
მე მაქვს უფლება, უკრაინულად ვილაპარაკო, რადგან მე ვარ უკრაინის მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე - სააკაშვილი
შსს 43 წლის მამაკაცის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა
ავტომობილში დამწვარი ბიჭები დეიდაშვილები, ხოლო გოგონა - მათი ბიძაშვილია... - რა არის ამ დროისთვის ცნობილი გურჯაანში მომხდარ ტრაგედიაზე
კახეთის პოლიციამ ადევნებისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შიდა ქართლის პოლიციამ საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავა
პოლიციამ იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
მეწარმეს, რომელიც შსს-სა და თავდაცვის სამინისტროებს ფალსიფიცირებული თევზის კონსერვებით ამარაგებდა, პატიმრობა შეეფარდა
,, მსჯავრდებული დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ჩვენება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმეში ვითარებას რადიკალურად შეცვლის''- იზა ომაძე
„არ ვაპირებ ჯოხის სხვაზე გადატეხვას ''- ჯუანშერ ბურჭულაძე
პარიზის სააპელაციო სასამართლომ "ნამახვანჰესის" საქმეზე სახელმწიფოს მიერ კომპანია "ენკასთვის"400 მილიონი დოლარის გადახდა შეაჩერა
პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ სოციალურად დაუცველთა ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია-კახა კალაძე
საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი იქნება მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ პროკურატურას, ამავდროულად, აღიარებენ და მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას-პროკურატურა
ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის ბიზნესმენი ივანე გოგლიძე დააკავეს
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა
შიდა ქართლში პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო