,,პირველი მარტიდან უცხოელმა, ვისაც სურს საქართველოში დასაქმება, ამისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მოიპოვოს''- ალექსანდრე დარახველიძე

 

უკვე პირველი მარტიდან იმ უცხოელმა, ვისაც სურს დასაქმება საქართველოში, უნდა მოიპოვოს ამისთვის სპეციალური ნებართვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.

მისივე თქმით, ნებართვის გაცემის პროცესი და ადმინისტრირება სახელმწიფოს ძალიან მკაცრად ექნება გაწერილი.

„ნებართვების გაცემა მოხდება მხოლოდ იმ სფეროებში, სადაც კრიტიკული აუცილებლობა არსებობს, ასე ვთქვათ, კვალიფიციური და გარეშე კადრების დასაქმების, ხოლო იქ, სადაც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა ჭარბია, მაქსიმალურად შეიზღუდება და შეიძლება ნულამდეც დავიდეს ამ ადამიანების [უცხოელების] დასაქმება", - განმარტა დარახველიძემ.

ცვლილება შეეხება სასწავლო ბინადრობის ნებართვას. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 37 000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. მათი შენატანი ბიუჯეტში 300 მილიონი ლარია, ხოლო ეკონომიკაში - დაახლოებით 1 მილიარდ 200 მილიონი ლარი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ამ რესურსზე უარის თქმა არ განიხილება.

„ძალიან დიდია ეკონომიკური ეფექტი, რაც უცხოელი სტუდენტების საქართველოში სწავლას მოაქვს. თუმცა, ჩვენ შესაბამის დარგობრივ სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად შევიმუშავებთ და წარვუდგენთ პარლამენტს ცვლილებებს. ეს ცვლილებები ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს იმ სტუდენტებს, რომელთაც მართლა სურთ საქართველოში განათლების მიღება, ხოლო მეორე მხრივ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ საშუალებას იყენებენ გარკვეული ნორმების არასრულყოფილების გამო, ბოროტი მიზნებისათვის, ამ შემთხვევაში მკაცრი რეგულაციები დაინერგება", - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
23 თებერვლის ამინდის პროგნოზი
,,პირველი მარტიდან უცხოელმა, ვისაც სურს საქართველოში დასაქმება, ამისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მოიპოვოს''- ალექსანდრე დარახველიძე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დიდმარხვის დაწყების წინ მრევლს მიმართავს
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა
,,ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს''- მეუფე იაკობი
დღეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან რვა წელი გავიდა
სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება
ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
22 თებერვლის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
21 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
,, სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა''- ღვინის ეროვნულ სააგენტო
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს
წყალი 12 საათით შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს
ქსელური მაღაზიები მოლაპარაკებას არ აწარმოებენ- ფასის დაწევა ვერ მოხდება, თუ რეგულაციები არ დაწესდება"სანდომის" გენდირექტორი
საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა
19 თებერვალი საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღეა