გვჭირდება სიმტკიცე პოლიტიკური გზებით საფრთხეების გასამკლავებლად, რათა ვიყოლიოთ ცოცხალი იუნკრები, არ დადუმდნენ სიტყვები და მათ ნაცვლად არ ალაპარაკდნენ ქვემეხები -შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ჩვენი თებერვალი გვაქვს - თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „საუკუნის წინანდელი ბრძოლის გახსენება მით უფრო აქტუალურია დღეს, როდესაც ვცხოვრობთ გლობალური თუ რეგიონული კატაკლიზმების ეპოქაში, რომლის აქტიური ფაზაც სწორედ თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით დაიწყო".

„მიმდინარე დაპირისპირება გვაჩვენებს იმ საფრთხეს, რაც შეიძლება მოიტანოს ვითარების ვერშეფასებამ, დიდი სურათის ვერდანახვამ, გეოპოლიტიკური ინტერესისა და ძალის მქონე სახელმწიფოების განზრახვათა ვერგაგებამ და შიდა ინსტიტუციურმა სისუსტემ. ჩამოთვლილმა და კიდევ არაერთმა ფაქტორმა განაპირობა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხანმოკლე არსებობა. თუმცა ამ მოკლე პერიოდმაც დაგვიტოვა მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც დღესაც გვეხმარება მოვლენების სწორად გაგებაში და გადაწყვეტილებების გონივრულად მიღებაში.

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ იუნკრების თავდადებას, როგორც პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის უმაღლეს გამოვლინებას, როგორც მაგალითს თავგანწირვისა, თუნდაც უკვე მარცხისთვის განწირულ ბრძოლაში. მათი ეს თავდადება და გმირობა, გადაეფარო საკუთარ ქვეყანას უკიდურეს ვითარებაში, არასოდეს იქნება დავიწყებული. ეს არის მარო მაყაშვილის, შალვა ერისთავის და სხვათა ღვაწლი, ისევე როგორც ჩვენს დროში გიორგი ანწუხელიძის, ძმები რომელაშვილების თუ სხვა ასობით გმირის, რომლებმაც სიცოცხლე დადეს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ქვეყნის ერთიანობისთვის.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოებრივი სიმტკიცე, კეთილგონიერება და ძალა პოლიტიკური გზებით საფრთხეების გასამკლავებლად, რათა ვიყოლიოთ ცოცხალი იუნკრები და ცოცხალი გმირები, რათა არ დადუმდნენ სიტყვები და მათ ნაცვლად არ ალაპარაკდნენ ქვემეხები.

და მაინც, თუ ოდესმე დადგება უკიდურესი წუთი, ყოველმა ავის მსურველმა უნდა იცოდეს, რომ საქართველო არ დანებდება და უბრძოლველად არ შეეგუება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის დაკარგვას. საქართველო იბრძოლებს, როგორც იბრძოდა ყოველთვის", - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

 





მსგავსი სიახლეები
სადაც ქვეყნდება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული შეფასებები, საქართველო ყველგან ლიდერია, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა მუდმივად პროგრესირებს-პრემიერი
უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების შრომითი ინტერესები, კონკრეტულ შემთხვევებში გამოკვეთილია სფეროები, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით კონკურენციას ვერავინ გაუწევს -ირაკლი კობახიძე
პატივს მივაგებთ იუნკერების ხსოვნას, ამ ახალგაზრდა ადამიანებმა გმირობის გამორჩეული მაგალითი დაგვიტოვეს ჩვენ და თითოეულმა ქართველმა უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ მაგალითით -ირაკლი კობახიძე
მაკა ბოჭორიშვილი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას
გვჭირდება სიმტკიცე პოლიტიკური გზებით საფრთხეების გასამკლავებლად, რათა ვიყოლიოთ ცოცხალი იუნკრები, არ დადუმდნენ სიტყვები და მათ ნაცვლად არ ალაპარაკდნენ ქვემეხები -შალვა პაპუაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება
მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი დაამტკიცა
მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალათ
,,არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს''- შალვა პაპუაშვილი
,,უცხოურ ინტერესებში სათაკილო არაფერია, როდესაც ის საქართველოს ინტერესებს ემთხვევა''- შალვა პაპუაშვილი
,,დღეს რომ მზია ამაღლობელი იხდის სასჯელს, გარდა მისი საქციელისა, მთავარი დამნაშავე არის ზოგიერთი ელჩი, სასამართლოში რომ ისხდნენ''- პაპუაშვილი
,,2012 წელს რაც მოხდა, კარგი რაღაც მოხდა, მაგრამ გამოდის, რომ ახლა 2012 წლის ბიძინა ივანიშვილს ებრძვით“- ალექსანდრე რაქვიაშვილი
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: შთაბეჭდილება მრჩება, ხართ პოზიციაში, რიყეზე რომ გავა ადამიანი და ქვას ვერ დაინახავს - სამყაროში რა ხდება, თითქოს ვერ ხვდებით
არ არსებობს ქვეყანა და ორგანიზაცია, რომელიც დღეს უცხოური გავლენის რისკებზე არ საუბრობდეს - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი: ეკა გიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი?!
შალვა პაპუაშვილი: უცხოურ გავლენებს და უცხოურ ფულს სჭირდება ფრთხილი მიდგომა, გამჭვირვალობა და რეგულაცია
"ძალიან შთამბეჭდავი სია დაასახელეთ ადამიანების, რომლებსაც სინამდვილეში ეშინიათ უბრალოდ მართალი სიტყვის"-შალვა პაპუაშვილი
,,მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დანიშნულ ექსპერტებთან შეხვედრაზე - საუბარი შეეხო სისტემურ წამებას, ძალადობას და ქვეყანაში არსებულ ვითარებას''- თაზო დათუნაშვილი
ყველა ერთად უნდა ვურტყამდეთ პოლიციელებს სილას, ნავთის ბოთლით მივდიოდეთ მართლმსაჯულების სახლი რომ ჰქვია, იმის დასაწვავად, შევგროვდებით, მალე დავიწყებთ და დავამთავრებთ-ირინა სარიშვილი
სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, მაგრამ აქაც დაგროვდა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია, რათა სისტემა იყოს სამართლიანი -ირაკლი ქადაგიშვილი