გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში "თბილისი - ლანდშაფტის აღმოცენება"

თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ და თიბისი კონცეპტის გალერეა გიწვევთ გამოფენაზე „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“. გამოფენა ქალაქის გეოლოგიის სიღრმისეულ და კრიტიკულ რეპრეზენტაციას სამგანზომილებიანი ხელნაკეთი მოდელების საშუალებით ახდენს.

გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა, გასულ წელს „უბნის“ ორგანიზებით და იტალიელი არქიტექტორის და თეორეტიკოსის რენატო რიცის ხელმძღვანელობით ჩატარებული სემინარის დროს შექმნილ, ხელნაკეთ ნამუშევრებს - თბილისის ორთოგონალური მოდელი და მეტეხის კლდის მოდელი გაზრდილი სიმაღლეებით, სილიკონის ნეგატივები, ფოტოები და ორი პანელი, რომელთაგან ერთზე თბილისის იზომეტრიული გამოსახულებები, მეორეზე კი – ნინო ხარატიშვილის წიგნის LOttava Vita (per Brilka)- ფრაგმენტებია ნაჩვენები. პანელების ამგვარი დაწყვილება პროექტის გამაერთიანებელ თემას - ერთი და იმავე ისტორიული და გეოლოგიური ლანდშაფტიდან აღმოცენებულ არქიტექტურასა და ლიტერატურას შორის არსებულ დიალოგს უკავშირდება.

ლანდშაფტის მოდელების შექმნის სემინარი 2025 წლის სექტემბერში თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრის „უბანი“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. სემინარს რენატო რიცისთან ერთად მისი ასისტენტები – სუზანა პიშიელა, ჯორჯია ანტონიოლი და დავით ბროდსკი ხელმძღვანელობდნენ, სადაც ასამდე ადგილობრივმა თუ უცხოელმა სტუდენტმა და ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო მონაწილეობა. 

თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მისიაა თავი მოუყაროს და წარადგინოს ცოდნა თბილისის ლანდშაფტის, არქიტექტურისა და ურბანული გარემოს შესახებ.

რენატო რიცი იტალიელი არქიტექტორი და თეორეტიკოსი, ვენეციის IUAV უნივერსიტეტში არქიტექტურული დიზაინის სრული პროფესორი და რომის წმინდა ლუკას ეროვნული აკადემიის წევრია. 2018 წელს მიენიჭა იტალიის რესპუბლიკის საპატიო ჯილდო.

გამოფენის პარტნიორები არიან: იტალიის საელჩო საქართველოში, კინოს სახლი, გრავიტა, იბის ბაჯეთ თბილისის ცენტრი, ვენეციის IUAV უნივერსიტეტი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა.

განსაკუთრებული მადლობა Marsilio Editori-ს (იტალიური გამომცემლობა), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლას, ჯესი ვოგლერსა და მალხაზ ლეკვეიშვილს.

 

გამოფენის ფარგლებში 28 თებერვალს 19:00 საათზე ჩატარდება რენატო რიცის ლექცია. დასწრებისთვის, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://www.conceptevents.ge/

გამოფენის გახსნა: შაბათი, 28 თებერვალი, 17:00 საათი.

გამოფენას თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე (მარჯანიშვილის 7) 24 აპრილამდე უმასპინძლებს.

თიბისი, მრავალწლიანი გამოცდილებით, აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ პროექტებს, რომლებიც ემსახურება ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას, ქართული ხელოვნების განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

თიბისი კონცეპტის გალერეა კი ქმნის სივრცეს ხელოვნების, განათლების და კვლევის დიალოგისთვის. პროექტი „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“ სწორედ იმ ინიციატივებს განეკუთვნება, რომლებიც ქალაქის კულტურულ და ინტელექტუალურ ცხოვრებას ახალ მნიშვნელობას სძენს და ახალგაზრდა პროფესიონალებს საერთაშორისო გამოცდილებას უზიარებს.

 

(R)





მსგავსი სიახლეები
გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში "თბილისი - ლანდშაფტის აღმოცენება"
ლევან კარანაძე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის გლობალურ ელჩად დაინიშნა
რა ეღირება დოლარი და ევრო 21 თებერვალს
მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრს, გევორგ პაპოიანს შეხვდა
თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
Hello Tech გოგოებისთვის
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება - ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
რა ეღირება დოლარი და ევრო 17 თებერვალს
თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი - Hospitality Investment Forum - გაიმართება
"ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომ დახლებზე ნაკლებად არის წარმოდგენილი ქართული ადგილობრივი პროდუქცია"-მარიამ ქვრივიშვილი
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს -100%-იანი ქეშბექი Bolt Food-ის წლიური გამოწერის სერვისზე
ეკონომიკის ზრდის კუთხით საქართველო ლიდერია როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის, ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკის თითოეული სექტორის გაძლიერება, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა -მარიამ ქვრივიშვილი
ავიაკომპანია „T'way Air"-ი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონურ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 14 თებერვალს
იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.2 პროცენტით შემცირდა
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
"იგლ ჰილსის" პროექტების მიმართ ინტერესი და ნდობა ძალიან მაღალია -ირაკლი ნადარეიშვილი
ანაბარი "საერთო მიზანი" - მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა