"მივესალმებით ფრანგული მსხვილი ბიზნესის საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორით მეტ დაინტერესებას" -მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების MEDEF - ის დელეგაციასთან გამართა შეხვედრა. მასში 20-მდე მსხვილი ფრანგული ბიზნესჯგუფი და კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც პროექტებს ახორციელებენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში.

 

მინისტრმა საფრანგეთის ბიზნესდელეგაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები, აგრეთვე მიმდინარე და სამომავლო რეფორმები და მსხვილი პროექტები გააცნო. საუბარი შეეხო ისეთ სექტორებს, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, პორტები, ენერგეტიკა, ტურიზმი და სხვ.

 

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველო მიესალმება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ფრანგული ინვესტიციის განხორციელებას. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების პროცესში საქართველოს როლზე გააკეთა, კერძოდ, ამ მიზნით მიმდინარე სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სავაგონე შემადგენლობისა და სალოკომოტივო პარკის განახლება. ასევე საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურსა და თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტს ვაზიანში.

 

მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს წლებში საქართველოს მთავრობა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მლრდ დოლარის ინვესტირებას გეგმავს, რაც დარგის კომპლექსურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

დასასრულს, მინისტრმა საფრანგეთის ბიზნეს დელეგაციასთან შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მსხვილი ფრანგული კომპანიები უფრო მეტად დაინტერესდებიან საქართველოში სატრანსპორტო - ლოგისტიკური სისტემის მოდერნიზებით და აღნიშნულ პროცესში ჩაერთვებიან, აგრეთვე განახორციელებენ ინვესტიციებს ეკონომიკის სხვა სექტორებში.

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა თამარ იოსელიანმა, გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
რა ეღირება დოლარი და ევრო 28 თებერვალს
თიბისი კონცეპტი - კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
უკრაინაში ომის შედეგი განსაზღვრავს, ვინ გახდება აშშ-სა და ჩინეთთან ერთად მსოფლიო წესრიგის მესამე საყრდენი, ევროპა თუ რუსეთი
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა - Euromoney
დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით - თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია
აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, კომპანიებთან Colangelo & Partners-ი და Glodow Nead Communication-ი ხელშეკრულებები გაფორმდა
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
რა ეღირება დოლარი და ევრო 24 თებერვალს
"მივესალმებით ფრანგული მსხვილი ბიზნესის საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორით მეტ დაინტერესებას" -მარიამ ქვრივიშვილი
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - სადამდე გამყარდება ლარი?
გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში "თბილისი - ლანდშაფტის აღმოცენება"
ლევან კარანაძე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის გლობალურ ელჩად დაინიშნა
რა ეღირება დოლარი და ევრო 21 თებერვალს
მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრს, გევორგ პაპოიანს შეხვდა
თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
Hello Tech გოგოებისთვის
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება - ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია