სოცდაუცველთა ბაზების გადახედვა მნიშვნელოვანია - გვექნება შესაძლებლობა, მიზნობრივად, მეტად დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ -კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე მიესალმება საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მუნიციპალიტეტების ჩართულობით სოციალურად დაუცველთა ბაზების ფართომასშტაბიან გადახედვას იწყებს.
მერის განმარტებით, აღნიშნული სია აუცილებლად უნდა გადაიხედოს, რადგან სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს საშუალება მიეცემათ, მეტად დაეხმარონ იმ ოჯახებს, რომელთაც თანადგომა ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.
„მივესალმები ამ მნიშვნელოვან რეფორმას. პანდემიის შემდეგ ფაქტობრივად მორატორიუმი იყო გამოცხადებული. დღეს, როდესაც დღის წესრიგში დგება აღნიშნული მიმართულებით ცვლილებების განხორციელება, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, ჯერ კიდევ გვრჩებიან ოჯახები, ადამიანები, რომელთაც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, თანადგომა სჭირდებათ. სახელმწიფო, მისი ყველა შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავს ოჯახებს გვერდით დავუდგეთ, დავეხმაროთ. რა თქმა უნდა, უნდა გადაიხედოს აღნიშნული ბაზა. როდესაც ის გაიფილტრება, გვექნება შესაძლებლობა, მიზნობრივად, მეტად დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ. ამიტომ ვფიქრობ, აღნიშნული რეფორმის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერიას აქვს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების არაერთი პროგრამა, ბაზის გადახედვის შემდეგ კი კონკრეტული ოჯახების დახმარების მეტი შესაძლებლობა გაჩნდება.
მსგავსი სიახლეები
,,თანხის გადახდა არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს რომელიმე უფლების მოპოვებას უცხოელის მიერ''- სარჯველაძე
ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესს განმარტავს
სოცდაუცველთა ბაზების გადახედვა მნიშვნელოვანია - გვექნება შესაძლებლობა, მიზნობრივად, მეტად დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ -კახა კალაძე
რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნეების სამარხები აღმოაჩინეს
23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
23 თებერვლის ამინდის პროგნოზი
,,პირველი მარტიდან უცხოელმა, ვისაც სურს საქართველოში დასაქმება, ამისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მოიპოვოს''- ალექსანდრე დარახველიძე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დიდმარხვის დაწყების წინ მრევლს მიმართავს
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა
,,ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს''- მეუფე იაკობი
დღეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან რვა წელი გავიდა
სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება
ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
22 თებერვლის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
21 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
,, სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა''- ღვინის ეროვნულ სააგენტო
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს