,,ზოგადად, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ნამდვილად არის გამოწვევა''- მაკა ბოჭორიშვილი

 

საქართველოს პერსპექტივიდან გამომდინარე, მთავარია, ბრიუსელმა შეწყვიტოს და ხელი არ შეუწყოს იმ დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებასა და დაფინანსებას, რომელიც მნიშვნელოვნად უშლის ხელს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს კაია კალასის განცხადებაზე, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დიპლომატები იმსჯელებენ ევროპაში დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ზოგადად, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ნამდვილად არის გამოწვევა.

„ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ არაერთი კამპანია, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, აგებული იყო მთლიანად ტყუილზე, დეზინფორმაციულ ნარატივებზე. ამას ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი შეუძლია, მიაყენოს როგორც ქვეყანას, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. აქედან გამომდინარე, საკითხი ნამდვილად მნიშვნელოვანია. თუმცა, ერთი მხრივ, როდესაც აცნობიერებ, რამდენად დიდი პრობლემაა დეზინფორმაცია, ხოლო მეორე მხრივ, ხელს უწყობ ან თვალს ხუჭავ დეზინფორმაციული კამპანიების დაფინანსებაზე, ეს ბრძოლა ნაკლებად იქნება გულწრფელი, თუ ნაბიჯები არ იქნება გადადგმული",- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ზოგადად, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ნამდვილად არის გამოწვევა''- მაკა ბოჭორიშვილი
ოპოზიციური პარტიების ნაწილი „ქიმიური მოწამვლის" შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს
შალვა პაპუაშვილი წლიურ ანგარიშს 4 მარტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს
უნდა შევაკვდეთ და ესენი არ უნდა დარჩნენ ხელისუფლებაში -მიხეილ სააკაშვილი
ჩვენ გვაქვს სურვილი, გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს -ირაკლი კობახიძე
ის პოლიტიკა, რომელსაც "ქართული ოცნება" ატარებს ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესს -კახა კალაძე
სადაც ქვეყნდება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული შეფასებები, საქართველო ყველგან ლიდერია, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა მუდმივად პროგრესირებს-პრემიერი
უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების შრომითი ინტერესები, კონკრეტულ შემთხვევებში გამოკვეთილია სფეროები, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით კონკურენციას ვერავინ გაუწევს -ირაკლი კობახიძე
პატივს მივაგებთ იუნკერების ხსოვნას, ამ ახალგაზრდა ადამიანებმა გმირობის გამორჩეული მაგალითი დაგვიტოვეს ჩვენ და თითოეულმა ქართველმა უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ მაგალითით -ირაკლი კობახიძე
მაკა ბოჭორიშვილი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას
გვჭირდება სიმტკიცე პოლიტიკური გზებით საფრთხეების გასამკლავებლად, რათა ვიყოლიოთ ცოცხალი იუნკრები, არ დადუმდნენ სიტყვები და მათ ნაცვლად არ ალაპარაკდნენ ქვემეხები -შალვა პაპუაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება
მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი დაამტკიცა
მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალათ
,,არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს''- შალვა პაპუაშვილი
,,უცხოურ ინტერესებში სათაკილო არაფერია, როდესაც ის საქართველოს ინტერესებს ემთხვევა''- შალვა პაპუაშვილი
,,დღეს რომ მზია ამაღლობელი იხდის სასჯელს, გარდა მისი საქციელისა, მთავარი დამნაშავე არის ზოგიერთი ელჩი, სასამართლოში რომ ისხდნენ''- პაპუაშვილი
,,2012 წელს რაც მოხდა, კარგი რაღაც მოხდა, მაგრამ გამოდის, რომ ახლა 2012 წლის ბიძინა ივანიშვილს ებრძვით“- ალექსანდრე რაქვიაშვილი
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: შთაბეჭდილება მრჩება, ხართ პოზიციაში, რიყეზე რომ გავა ადამიანი და ქვას ვერ დაინახავს - სამყაროში რა ხდება, თითქოს ვერ ხვდებით
არ არსებობს ქვეყანა და ორგანიზაცია, რომელიც დღეს უცხოური გავლენის რისკებზე არ საუბრობდეს - შალვა პაპუაშვილი