მიხეილ სარჯველაძე: „სოციალურად დაუცველთა ბაზა უნდა იყოს სამართლიანი

 

„ყველა ეთანხმება იმას, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზა უნდა იყოს სამართლიანი. ეს არის სწორი გადაწყვეტილება და გაბედული ნაბიჯი, რომელსაც სჭირდებოდა პოლიტიკური გამბედაობაც და პოლიტიკური ნებაც. ის რაც სწორია, უნდა გაკეთებულიყო და მუდმივად პოლიტიკური სპეკულაციების მძევალი არ უნდა ვყოფილიყავით, მაგალითად, რა მოჰყვებოდა რომელიმე ოჯახის ინდივიდუალურ შეფასებას", - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ასეთ საკითხებზე მსჯელობისას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროფესიონალური შეფასებები პოლიტიკური ოპონენტებისგან. მინისტრის განცხადებით, მანიპულაციური ინტერპრეტაციაა, როდესაც ოპონენტები საქსტატის კონკრეტულ მონაცემებს იმოწმებენ და არაფერს ამბობენ იმავე წყაროს სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც, თუ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 30%-ს აღემატებოდა, დღეს, ის 9,4%-ია.

„ ეს ხომ მნიშვნელოვანი დინამიკაა? არასდროს ასეთი ტემპი არ ჰქონია ქვეყანას, რომ ასე ვითარდებოდეს და ასე მცირდებოდეს სიღარიბე. ეს არის რეალობა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

მინისტრმა სოციალური სამართლიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დახმარების სახით გაცემული ყოველი თეთრი ეფექტიანად უნდა ხმარდებოდეს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

 

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე: „სოციალურად დაუცველთა ბაზა უნდა იყოს სამართლიანი
24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
24 თებერვალის ამინდის პროგნოზი
გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში, სადაც საქართველო 4 პარამეტრიდან 3 პარამეტრში საუკეთესო ქვეყნად დასახელდა რეგიონში - მიხეილ დუნდუა
„მეთოდოლოგია უნდა დაიხვეწოს, სამართლიანად უნდა გაიცეს ეს თანხა, რომ მართლა ღარიბებმა მიიღონ“ - ჯანდაცვის ექსპერტი ანდრია ურუშაძე
3400 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა - „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს
,,თანხის გადახდა არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს რომელიმე უფლების მოპოვებას უცხოელის მიერ''- სარჯველაძე
ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესს განმარტავს
სოცდაუცველთა ბაზების გადახედვა მნიშვნელოვანია - გვექნება შესაძლებლობა, მიზნობრივად, მეტად დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ -კახა კალაძე
რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნეების სამარხები აღმოაჩინეს
23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
23 თებერვლის ამინდის პროგნოზი
,,პირველი მარტიდან უცხოელმა, ვისაც სურს საქართველოში დასაქმება, ამისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მოიპოვოს''- ალექსანდრე დარახველიძე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დიდმარხვის დაწყების წინ მრევლს მიმართავს
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა
,,ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს''- მეუფე იაკობი
დღეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან რვა წელი გავიდა
სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება
ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი