შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად-ირაკლი კობახიძე

მთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება ეტაპობრივად მოხდება.

 

„თუ ჩვენ მკაცრად გავყვებით დღევანდელ რეალობას, შრომის ბაზრის მოთხოვნებს, მაჩვენებელი არის 14 400, თუმცა საბოლოო ჯამში, როდესაც კვოტები გადანაწილდა, ჩვენ გავთალეთ 5-წლიანი პერსპექტივა და ასევე მხედველობაში მივიღეთ დღეს არსებული გარემოებები. მაგალითად, სამართლის შემთხვევაში რომ ავიღოთ 3 600 აბარებს, მოთხოვნა არის დაახლოებით 700 იურისტზე, თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ არ შეიძლება, ამას ანგარიში არ გავუწიოთ, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად ჩამოვიდეთ ამ 700-იან მაჩვენებელზე არა მკვეთრად, იმისათვის, რომ არ გამოვიწვიოთ მკვეთრი წინააღმდეგობა აბიტურიენტებში არსებულ მოთხოვნებსა და ჩარიცხვას შორის. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეტაპობრივად გადასვლა ოპტიმალურ მაჩვენებლებზე, შესაბამისად, 3 600-დან ჩამოვდივართ არა მკვეთრად 700-ზე, არამედ ჩამოვდივართ 1500-ზე და შემდეგ ეტაპობრივად იქნება უზრუნველყოფილი უკვე შესაბამისი მონაცემების დაბალანსება. არის შემთხვევები, სადაც მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე დღეს არის ჩარიცხულთა რაოდენობა, თუმცა არის სხვა კუთხით პრობლემები უმაღლესი განათლების სისტემაში, მაგალითად არის შესაბამისი მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის დეფიციტი, აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში გადავწყვიტეთ ეტაპობრივად, წლიდან წლამდე გავზარდოთ ჩარიცხულთა რაოდენობა ოპტიმალურ მაჩვენებლამდე.

 

ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლებიც გვეუბნება, რომ საჭიროა წესით 14 400 სტუდენტის ჩარიცხვა უნივერსიტეტებში, მაგრამ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რაზეც ვსაუბრობდი, საბოლოო ჯამში 21 300 სტუდენტზე გამოცხადდება მიღება, შესაბამისად 50 პროცენტით ვაჭარბებთ იმ ოპტიმალურ მაჩვენებელს, რაც მოგვცა ჩვენ შრომის ბაზრის ანალიზმა. ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ სრულ დაახლოებაზე შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელს შორის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





მსგავსი სიახლეები
დღეს ზუსტად ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "პუტინმა კიევი სამ დღეში აიღო", ეს ბევრს ამბობს ჩვენს წინააღმდეგობაზე, იმაზე, თუ როგორ იბრძვის უკრაინა ამ დროის განმავლობაში -ზელენსკი
პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
ყოფილ "ნაცებთან", მოქმედ "ნაცებთან" და მათ განშტოებებთან არც გაერთიანებას და არც თანამშრომლობას არ ვაპირებთ -გიგა ფარულავა
2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ვიწყებთ რეგიონულ ცენტრებში წარმომადგენლობების გახსნას -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
მიუხედავად შემოტევებისა, სიცრუისა, შანტაჟისა, ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება -კახა კალაძე
ძალიან გულდასაწყვეტია ის, რაც უკრაინაში ხდება - მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს -კახა კალაძე
"უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავი: რა დევს სასწორზე საქართველოსთვის"-საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ
ჩვენი ჩამოსარეცხია „რუსული ოცნების“ სისასტიკე, არაადამიანობა, სირცხვილი და ქვეყნის ინტერესების ღალატი, დასანქცირება პატარა ფასია, რისი გადახდაც "ქართულ ოცნებას“ ამისთვის მოუწევს - ელენე ხოშტარია
ტელეკომპანია "იმედი" დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა
ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაიხვეწოს პროფესიული განათლება და ამაღლდეს ხარისხი -ირაკლი კობახიძე
შრომის ბაზრის კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, გამოიკითხა 12 500 საწარმო, ასევე ჩატარდა კვლევა საჯარო სექტორში სამუშაო ძალის მოთხოვნაზე -ირაკლი კობახიძე
შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად-ირაკლი კობახიძე
დიდმა ბრიტანეთმა იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა
მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა
,,ზოგადად, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ნამდვილად არის გამოწვევა''- მაკა ბოჭორიშვილი
ოპოზიციური პარტიების ნაწილი „ქიმიური მოწამვლის" შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს
შალვა პაპუაშვილი წლიურ ანგარიშს 4 მარტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს
უნდა შევაკვდეთ და ესენი არ უნდა დარჩნენ ხელისუფლებაში -მიხეილ სააკაშვილი
ჩვენ გვაქვს სურვილი, გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს -ირაკლი კობახიძე