ტელეკომპანია "იმედი" დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია „იმედი" დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„როგორც ცნობილი გახდა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედისთვის" სანქციების დაწესების შესახებ. 22 წელიწადზე მეტია, ტელეკომპანია „იმედი" ემსახურება საქართველოს და სიტყვის თავისუფლებას ჩვენ ქვეყანაში. ტელეკომპანია „იმედს" უკან არ დაუხევია მაშინაც კი, როდესაც საქართველოს დანაშაულებრივი რეჟიმი მართავდა და ამხელდა მის ყველა მანკიერებას, რაც ტელეკომპანიაში შემოჭრით და მისი მიტაცებით დასრულდა.
ყველას გვინდა, შევახსენოთ, რომ ტელეკომპანია „იმედის" მიტაცებაზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მაშინ ზოგადი შეშფოთებაც კი არ გამოუთქვამს. მეტიც, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 2007 წლის შემდეგაც გამოხატავდა მხარდაჭერას დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ, რომელიც საქართველოში ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას.
ამ ფონზე ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არ აქვს. ტელეკომპანია „იმედისთვის" ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. სწორედ ამ ნდობის წყალობით, უკვე მრავალი წელია, ჩვენ მყარად ვინარჩუნებთ ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის სტატუსს საქართველოში. შესაბამისად, მომავალშიც ვიმოქმედებთ მაღალი პასუხისმგებლობით ქართული საზოგადოების წინაშე და ტელეკომპანია „იმედი" კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძობს საქართველოს სამსახურში და საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას, რათა ქართული საზოგადოების მიერ გამოცხადებული ნდობა სრულად გავამართლოთ", - აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები „იმედი" და „პოსტივი" დაასანქცირა.
მსგავსი სიახლეები
დღეს ზუსტად ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "პუტინმა კიევი სამ დღეში აიღო", ეს ბევრს ამბობს ჩვენს წინააღმდეგობაზე, იმაზე, თუ როგორ იბრძვის უკრაინა ამ დროის განმავლობაში -ზელენსკი
პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
ყოფილ "ნაცებთან", მოქმედ "ნაცებთან" და მათ განშტოებებთან არც გაერთიანებას და არც თანამშრომლობას არ ვაპირებთ -გიგა ფარულავა
2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ვიწყებთ რეგიონულ ცენტრებში წარმომადგენლობების გახსნას -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
მიუხედავად შემოტევებისა, სიცრუისა, შანტაჟისა, ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება -კახა კალაძე
ძალიან გულდასაწყვეტია ის, რაც უკრაინაში ხდება - მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს -კახა კალაძე
"უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავი: რა დევს სასწორზე საქართველოსთვის"-საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ
ჩვენი ჩამოსარეცხია „რუსული ოცნების“ სისასტიკე, არაადამიანობა, სირცხვილი და ქვეყნის ინტერესების ღალატი, დასანქცირება პატარა ფასია, რისი გადახდაც "ქართულ ოცნებას“ ამისთვის მოუწევს - ელენე ხოშტარია
ტელეკომპანია "იმედი" დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა
ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაიხვეწოს პროფესიული განათლება და ამაღლდეს ხარისხი -ირაკლი კობახიძე
შრომის ბაზრის კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, გამოიკითხა 12 500 საწარმო, ასევე ჩატარდა კვლევა საჯარო სექტორში სამუშაო ძალის მოთხოვნაზე -ირაკლი კობახიძე
შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად-ირაკლი კობახიძე
დიდმა ბრიტანეთმა იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა
მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა
,,ზოგადად, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ნამდვილად არის გამოწვევა''- მაკა ბოჭორიშვილი
ოპოზიციური პარტიების ნაწილი „ქიმიური მოწამვლის" შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს
შალვა პაპუაშვილი წლიურ ანგარიშს 4 მარტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს
უნდა შევაკვდეთ და ესენი არ უნდა დარჩნენ ხელისუფლებაში -მიხეილ სააკაშვილი
ჩვენ გვაქვს სურვილი, გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს -ირაკლი კობახიძე