კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ კიდევ 60 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ კიდევ 60 ოჯახს დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩის N23-ში საცხოვრებელი ფართები გადაეცა. აღნიშნულ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები კომპანია „ბადენი დეველოპმენტმა" აწარმოვა.
ბინების სიმბოლური გასაღებები მოქალაქეებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადასცა და მათ ახალმოსახლეობა მიულოცა.
„დღეს 2026 წლის 24 თებერვალია. ეს თარიღი შეიძლება, ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს იგი იმ 26 თბილისელი ოჯახისთვის, ვისაც მამების, დედების, ბებია-ბაბუების მიერ ჩადებული ინვესტიცია დღეს საცხოვრებელი ბინების სახით უბრუნდება. გასული საუკუნის 80-90-იან წლებში დაწყებული პრობლემა, რომლის უკან კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ათასობით ოჯახი იდგა, ყველას გადაუჭრელი ეგონა. მახსოვს, მოსახლეობასთან პირველი შეხვედრა 2017 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში. ჩვენ მათ დავპირდით, რომ დავიწყებდით საკითხის შესწავლას და მოვძებნიდით გზებს, რათა მოგვეგვარებინა აღნიშნული პრობლემა, რომელიც რამდენიმე ათეულ წელს ითვლიდა", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საცხოვრებელი ფართებით უკვე დაკმაყოფილებულია 2 500-ზე მეტი დაზარალებული, მიმდინარე წელს კიდევ 12 პროექტი დასრულდება, რომლის ფარგლებში დამატებით 575 ოჯახი დაკმაყოფილდება.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია არა მხოლოდ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახებისთვის, არამედ თბილისის მერიის თითოეული თანამშრომლისთვის, ვინც უშუალოდაა ჩართული ამ რთულ პროცესში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს, ჩემს მოადგილეებს, მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, სამსახურს, რომელიც პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ რთული საკითხის მოგვარებაში. პირადად მე, ვარ ბედნიერი ადამიანი, რადგან ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გაკეთებული საქმეებით, გადადგმული ნაბიჯებით აბედნიერებ უამრავ ოჯახს.
მადლობა მინდა, გადავუხადო კომპანია „ბადენი დეველოპმენტს", რომელმაც სამშენებლო სამუშაოები ვადაზე ადრე, 2025 წლის ბოლოს დაასრულა. ასე იქცევა პასუხისმგებლიანი კომპანია, რომელმაც იცის, რას ნიშნავს თითოეული წელი თუ თვე ამ ოჯახებისთვის. მთელი გულით ვულოცავ ახალმობინადრეებს. ვუსურვებ მათ ბედნიერ ცხოვრებას საკუთარ ჭერქვეშ, განვითარებას და წინსვლას. მიმდინარე წელს 12 პროექტი დასრულდება, რომლის ფარგლებში კიდევ 575 ოჯახი დაკმაყოფილდება", - აღნიშნა თბილისის მერმა.
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროცესი აქტიურად გრძელდება. დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილება 2017 წელს კახა კალაძის წინაასაარჩევნო დაპირება იყო. პროგრამის განხორციელება 2018 წელს დაიწყო, რომლის მიზანი დაზარალებული მოსახლეობისთვის ალტერნატიული ფართების გადაცემაა.
დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი კობიაშვილი იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ კიდევ 60 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - საქართველო Global Travel Awards-ის 2026 წლის ნომინანტია
მიხეილ სარჯველაძე: „სოციალურად დაუცველთა ბაზა უნდა იყოს სამართლიანი
24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
24 თებერვალის ამინდის პროგნოზი
გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში, სადაც საქართველო 4 პარამეტრიდან 3 პარამეტრში საუკეთესო ქვეყნად დასახელდა რეგიონში - მიხეილ დუნდუა
„მეთოდოლოგია უნდა დაიხვეწოს, სამართლიანად უნდა გაიცეს ეს თანხა, რომ მართლა ღარიბებმა მიიღონ“ - ჯანდაცვის ექსპერტი ანდრია ურუშაძე
3400 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა - „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს
,,თანხის გადახდა არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს რომელიმე უფლების მოპოვებას უცხოელის მიერ''- სარჯველაძე
ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესს განმარტავს
სოცდაუცველთა ბაზების გადახედვა მნიშვნელოვანია - გვექნება შესაძლებლობა, მიზნობრივად, მეტად დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ -კახა კალაძე
რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნეების სამარხები აღმოაჩინეს
23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
23 თებერვლის ამინდის პროგნოზი
,,პირველი მარტიდან უცხოელმა, ვისაც სურს საქართველოში დასაქმება, ამისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მოიპოვოს''- ალექსანდრე დარახველიძე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დიდმარხვის დაწყების წინ მრევლს მიმართავს
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა
,,ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს''- მეუფე იაკობი
დღეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან რვა წელი გავიდა
სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება