თბილისის აეროპორტმა აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ხუთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

აეროპორტების საერთაშორისო საბჭომ (ACI) შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის მასშტაბით ხუთ კატეგორიაში დააჯილდოვა. მომხმარებელთა გამოცდილების კვლევის მიხედვით, თბილისის აეროპორტი დასახელდა საუკეთესოდ მომხმარებელზე ორიენტირებული პერსონალის, მოგზაურობის სიმარტივის, მგზავრებისთვის სასიამოვნო გაცილების, გამგზავრების სერვისების საუკეთესო შეთავაზებისა და სისუფთავის კატეგორიებში. ეს ჯილდოები თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ხუთ მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე აეროპორტებს შორის მიენიჭა.

აეროპორტების საერთაშორისო საბჭო (ACI) მომხმარებელთა გამოცდილების ჯილდოებს ყოველწლიურად გასცემს. ეს არის შედარებითი ანალიზის ერთადერთი გლობალური პროგრამა, რომელიც მგზავრთა კმაყოფილებას ზომავს მაშინ, როდესაც ისინი უშუალოდ აეროპორტში იმყოფებიან. ეს მეთოდი უზრუნველყოფს ყველაზე ზუსტ სურათს მგზავრობის თითოეულ ეტაპზე. ყოველწლიურად მომხმარებლის გამოცდილების ჯილდოებს იღებენ მსოფლიოს ის აეროპორტები, რომლებსაც სხვადასხვა კომპონენტში მგზავრები ყველაზე დადებითად აფასებენ. 2025 წელს საბჭომ საუკეთესო შედეგის მქონე აეროპორტები ექვს კატეგორიაში დაასახელა, თბილისის აეროპორტმა კი ამ ექვსიდან ხუთში მოიპოვა აღიარება. ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციას ACI ორი წლის განმავლობაში აგროვებდა.

„მგზავრთნაკადის უპრეცედენტო ზრდის პირობებში მომხმარებლის გამოცდილების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება და საერთაშორისო აღიარების მიღება ჩვენი გუნდის ყოველდღიური, თავდაუზოგავი შრომის შედეგია და ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა. წელს აეროპორტის გაფართოების პროექტს ვიწყებთ, რომლის მიხედვითაც, მგზავრთა გამტარუნარიანობა 10 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. ეს ძალიან დროული ინვესტიციაა. 2028 წლიდან განახლებული ინფრასტრუქტურა საშუალებას მოგვცემს, რომ მგზავრებს კიდევ უფრო კომფორტული სერვისი და სასიამოვნო გამოცდილება შევთავაზოთ", - აცხადებს თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, „ტავ ჯორჯიის" გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

2025 წლის მომხმარებლის გამოცდილების (ASQ) ოფიციალური დაჯილდოების ცერემონია 2026 წლის 2 სექტემბერს ქალაქ სტამბოლში, ACI World Airport Experience Summit-ზე გაიმართება.

2026 წლის 15 იანვარს საქართველოს მთავრობამ ფრანგული საავიაციო ჯგუფის, ADP-ს წევრს, TAV Airports-ს თბილისის აეროპორტის მართვის ვადა გაუხანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებააში 150 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება.

ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

 





მსგავსი სიახლეები
ლევან მეხუზლა: კომერციული ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემა დაკავშირებულია მხოლოდ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასთან
დისკუსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა აუცილებელია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი კვლევების ჩატარება -გივი მიქანაძე
თბილისის აეროპორტმა აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ხუთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ კიდევ 60 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - საქართველო Global Travel Awards-ის 2026 წლის ნომინანტია
მიხეილ სარჯველაძე: „სოციალურად დაუცველთა ბაზა უნდა იყოს სამართლიანი
24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
24 თებერვალის ამინდის პროგნოზი
გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში, სადაც საქართველო 4 პარამეტრიდან 3 პარამეტრში საუკეთესო ქვეყნად დასახელდა რეგიონში - მიხეილ დუნდუა
„მეთოდოლოგია უნდა დაიხვეწოს, სამართლიანად უნდა გაიცეს ეს თანხა, რომ მართლა ღარიბებმა მიიღონ“ - ჯანდაცვის ექსპერტი ანდრია ურუშაძე
3400 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა - „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს
,,თანხის გადახდა არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს რომელიმე უფლების მოპოვებას უცხოელის მიერ''- სარჯველაძე
ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესს განმარტავს
სოცდაუცველთა ბაზების გადახედვა მნიშვნელოვანია - გვექნება შესაძლებლობა, მიზნობრივად, მეტად დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ -კახა კალაძე
რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნეების სამარხები აღმოაჩინეს
23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
23 თებერვლის ამინდის პროგნოზი
,,პირველი მარტიდან უცხოელმა, ვისაც სურს საქართველოში დასაქმება, ამისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მოიპოვოს''- ალექსანდრე დარახველიძე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დიდმარხვის დაწყების წინ მრევლს მიმართავს
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა