დღეს ზუსტად ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "პუტინმა კიევი სამ დღეში აიღო", ეს ბევრს ამბობს ჩვენს წინააღმდეგობაზე, იმაზე, თუ როგორ იბრძვის უკრაინა ამ დროის განმავლობაში -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით მიმართვა გამოაქვეყნა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიხსენა ომის პირველი დღეები, როდესაც ბუნკერიდან მუშაობდა და მსოფლიო ლიდერებთან კოორდინაციას ახდენდა იარაღის, მედიკამენტებისა და საკვების მიწოდებას.

„დღეს ზუსტად ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „პუტინმა კიევი სამ დღეში აიღო" და ეს ბევრს ამბობს ჩვენს წინააღმდეგობაზე, იმაზე, თუ როგორ იბრძვის უკრაინა ამ დროის განმავლობაში. ამ სიტყვების უკან ჩვენი მილიონობით ადამიანია. ამ სიტყვების უკან დიდი სიმამაცე, ძალიან მძიმე შრომა, გამძლეობა და გრძელი გზაა, რომელსაც უკრაინა 24 თებერვლიდან გადის", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად გამუდმებული ტერორისა, უკრაინელები სიძულვილს ძალად გარდაქმნიან.

„ამ დროის განმავლობაში ჩვენ არ ვუშვებთ, რომ რისხვამ შიგნიდან შეგვჭამოს. უკრაინელები საკუთარ ტკივილს ბრძოლის ენერგიად აქცევენ. ამტკიცებენ, რომ შეიძლება გვაიძულონ დამალვა, მაგრამ შეუძლებელია, უკრაინა სამუდამოდ მიწისქვეშ ჩამარხო", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, პუტინი მიხვდა, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე ვერ დაამარცხებს, ამიტომ ელექტროსადგურებს და საცხოვრებელ შენობებს ბომბავს.

„პუტინი მიხვდა, რომ ბრძოლის ველზე უკრაინის დამარცხება არ შეუძლია, და მსოფლიოს მეორე არმია მაღალსართულიან შენობებსა და ელექტროსადგურებს ებრძვის. ახლა უკრაინელები ისტორიაში ყველაზე მძიმე ზამთარს და ყოველდღიურ ტერორს უძლებენ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინას ესტუმროს.

„მსურს, რომ ერთ დღეს აქ ამერიკის პრეზიდენტთან ერთად მოვიდე. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ უკრაინაში ჩამოსვლით და ჩვენი ცხოვრებისა და ბრძოლის პირადად დანახვით, ჩვენი ხალხის და ამ ტკივილის ოკეანის შეგრძნებით შეიძლება გაიგო, რაზეა ეს ომი და ვინ არის მასში დამნაშავე. პუტინი - ეს ომია. პუტინი არის მიზეზი იმისა, რომ ომი დაიწყო, და ასევე დაბრკოლებაა მის დასასრულამდე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელებმა უნდა მიიღონ.

„გვინდა მშვიდობა, მტკიცე, ღირსეული, ხანგრძლივი მშვიდობა. არ უნდა დავთმოთ, დავივიწყოთ ან ვუღალატოთ ამ წლებს. სწორედ ამიტომ არის მოლაპარაკებების იმდენი რაუნდი და ბრძოლა ყოველ სიტყვაზე, ყოველ პუნქტზე, უსაფრთხოების ყოველ რეალურ გარანტიაზე. შეთანხმება არა მხოლოდ ხელმოწერილი, არამედ უკრაინელების მიერ მიღებული უნდა იყოს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 





მსგავსი სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას
,,რუსეთთან ეკონომიკური ომის გამოცხადება სად მიიყვანს ქვეყანას, კარგად იცის ყველამ''- ლევან მახაშვილი
,,რუსეთთან კონფლიქტი არის ის ბოლო რამ, რაც საქართველოს შეიძლება უნდოდეს''- იან პრაუდი
დეზინფორმაცია რა იყო, რომელიც აღნიშნულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს? შეგიძლიათ მითხრათ? - კახა კალაძე "იმედისა"და "პოსტვ"-ის დასანქცირებაზე
დღეს ზუსტად ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "პუტინმა კიევი სამ დღეში აიღო", ეს ბევრს ამბობს ჩვენს წინააღმდეგობაზე, იმაზე, თუ როგორ იბრძვის უკრაინა ამ დროის განმავლობაში -ზელენსკი
პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
ყოფილ "ნაცებთან", მოქმედ "ნაცებთან" და მათ განშტოებებთან არც გაერთიანებას და არც თანამშრომლობას არ ვაპირებთ -გიგა ფარულავა
2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ვიწყებთ რეგიონულ ცენტრებში წარმომადგენლობების გახსნას -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
მიუხედავად შემოტევებისა, სიცრუისა, შანტაჟისა, ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება -კახა კალაძე
ძალიან გულდასაწყვეტია ის, რაც უკრაინაში ხდება - მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს -კახა კალაძე
"უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავი: რა დევს სასწორზე საქართველოსთვის"-საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ
ჩვენი ჩამოსარეცხია „რუსული ოცნების“ სისასტიკე, არაადამიანობა, სირცხვილი და ქვეყნის ინტერესების ღალატი, დასანქცირება პატარა ფასია, რისი გადახდაც "ქართულ ოცნებას“ ამისთვის მოუწევს - ელენე ხოშტარია
ტელეკომპანია "იმედი" დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა
ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაიხვეწოს პროფესიული განათლება და ამაღლდეს ხარისხი -ირაკლი კობახიძე
შრომის ბაზრის კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, გამოიკითხა 12 500 საწარმო, ასევე ჩატარდა კვლევა საჯარო სექტორში სამუშაო ძალის მოთხოვნაზე -ირაკლი კობახიძე
შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად-ირაკლი კობახიძე
დიდმა ბრიტანეთმა იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა
მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა
,,ზოგადად, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ნამდვილად არის გამოწვევა''- მაკა ბოჭორიშვილი