პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 2026 წლის იანვარ-თებერვალში შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინეს.
ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციის საშუალებით უკანონოდ ახდენდა დაზარალებულთა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების მოპოვებას და შენახვას, ხოლო მოპოვებული მასალის გავრცელების მუქარით დაზარალებულების მიმართ ახდენდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას (საერთო ჯამში, 7 ეპიზოდი).
ბრალდებული სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში იმყოფება და წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრაზე მოსამართლე უახლოეს დღეებში იმსჯელებს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის წარედგინა.
ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მხილებულია ექვსი პირი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი, რომლებმაც უკანონოდ მოიპოვეს, შეინახეს და გაავრცელეს დაზარალებულების, მათ შორის არასრულწლოვანის ინტიმური შინაარსის შემცველი ფოტო და ვიდეომასალა. სამ არასრულწლოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს) წარედგინა, სამ პირს კი - 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორი პირის მიმართ, რომლებმაც ფარულად ჩაიწერეს და შეინახეს დაზარალებულის პირადი და სექსუალური ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ბრალდებულები სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინათ.
მხილებულია ასევე სამი პირი, რომლებმაც მცირეწლოვანი ბავშვის აქსესუარში (ჩაფხუტში) დაამონტაჟეს ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელიც ბავშვს კერძო საუბრების ჩაწერის მიზნით გაატანეს დაზარალებულის და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელ სახლში. სამივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით წარედგინა.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს
მე მაქვს უფლება, უკრაინულად ვილაპარაკო, რადგან მე ვარ უკრაინის მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე - სააკაშვილი
შსს 43 წლის მამაკაცის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა
ავტომობილში დამწვარი ბიჭები დეიდაშვილები, ხოლო გოგონა - მათი ბიძაშვილია... - რა არის ამ დროისთვის ცნობილი გურჯაანში მომხდარ ტრაგედიაზე
კახეთის პოლიციამ ადევნებისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შიდა ქართლის პოლიციამ საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავა
პოლიციამ იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
მეწარმეს, რომელიც შსს-სა და თავდაცვის სამინისტროებს ფალსიფიცირებული თევზის კონსერვებით ამარაგებდა, პატიმრობა შეეფარდა
,, მსჯავრდებული დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ჩვენება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმეში ვითარებას რადიკალურად შეცვლის''- იზა ომაძე
„არ ვაპირებ ჯოხის სხვაზე გადატეხვას ''- ჯუანშერ ბურჭულაძე
პარიზის სააპელაციო სასამართლომ "ნამახვანჰესის" საქმეზე სახელმწიფოს მიერ კომპანია "ენკასთვის"400 მილიონი დოლარის გადახდა შეაჩერა
პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ სოციალურად დაუცველთა ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია-კახა კალაძე
საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი იქნება მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ პროკურატურას, ამავდროულად, აღიარებენ და მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას-პროკურატურა
ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის ბიზნესმენი ივანე გოგლიძე დააკავეს
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა
შიდა ქართლში პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო